• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - რეცენზია

მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" - ტრეილერი და სურათები

გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.

სტივენ სპილბერის "საბრძოლო ცხენი" - პირველი ტრეილერი

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

"ბნელი რაინდი: აღზევება" - სამსახიობო გუნდი

კრისტოფერ ნოლანი კრებს სამსახობო გუნდს ბნელი რაინდის ტრილოგიის დასასრულისათვის. ფილმის მუდმივ მსახიობებს „დასაწყისის“ სამი მსახიობიც შეუერთდება.

4/29/2011

"თორი" - განხილვა

გუშინ კინოთეატრ ამირანში შედგა მარველის კიდევ ერთი კომიქსის ადაპტაციის პრემიერა. ამჯერად საშუალება მოგვეცა კენეტ ბრანას "თორი" შეგვეფასებინა. ფილმი მოგვითხრობს მარველის კომიქსების გმირის თორის შესახებ, რომელიც თავისმხრივ სკანდინავიური მითოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღმერთს ეფუძნება. მთავარ პერსონაჟს ასრულებს ავსტრალიელი კრის ჰემსვორთი და ასევე მონაწილეობენ ნატალი პორტმენი, ენტონი ჰოპკინსი და ტომ ჰიდლსტონი.

სურათი მოგვითხრობს ასგარდელებისა და ყინულის გიგანტების მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებაზე. საწყისი კადრები გვაცნობს თუ როგორ დაამარცხა თორის მამამ, ასგარდის მეფე ოდინმა (ენტონი ჰოპკინსი) იოტუნჰაიმის მბრძანებელი ლაუფეი (კოლმ ფეორე) და როგორ დაეუფლა Casket of Ancient Winters–ს. თორის კორონაციის დროს მისი მოპარვის მცდელობამ მამა-შვილს შორის განხეთქილება წარმოშვა. მეფე მშვიდობიან ურთიერთობას ამჯობინებდა, ახალგაზრდა უფლისწული კი ომს მოითხოვდა. თორის გაბედულმა ქმედებებმა მტრის წინააღმდეგ, ოდინი განარისხა, რომელმაც მას საბოლოოდ ძალა წაართვა და დედამიწაზე გამოაგდო. აქ ასგარდელი უფლისწული ამერიკელ მეცნიერებს, ჯეინს (ნატალი პორტმენი), ერიკსა (სტელან სკარსგარდი) და დარსის (კეტ დენინგსი) ხვდება.

კენეტ ბრანამ თავისი საქმე ხუთიანზე, რომ იცის კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. წინასწარ გამოქვეყნებულ ტრეილერებსა და ვიდეოებში არ მოგვეცა საშუალება კარგად შეგვეთვალიერებინა ღმერთთა სამყოფელი, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. 3D-სა და CGI-ის დახმარებით ბრანას მიერ წარმოდგენილმა ასგარდმა ლამაზი და დაუვიწყარი შტაბეჭდილება დატოვა. ასგარდისვე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემოქმედებითმა გუნდმა შეძლო, იქ შუასაუკუნეების სკანდინავიური გარემო შეექმნა და ეს ზღაპრული ქვეყანა ნამდვილს დაემსგავსებინა. მეორემხრივ ოდნავ გულისდამწყვეტი იყო ის, რომ ფილმში ასგარდი თავისი სრული "დიდებით" არ იყო წარმოჩინებული და იქ ძირითადად მოქმედებები მხოლოდ ბიფროსტის ხიდსა და ოდინის სასახლეში მიმდინარეობდა.

ლოკი და თორი
თორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლიუსია მთავარი გმირი. ფიზიკურ მსგავსებასთან ერთად, კრის ჰემსვორთმა ერთდროულად შეძლო წარმოეჩინა ისევე, როგორც ქედმაღალი და თვითდაჯერებული, ასევე გამოძევებული და გულგატეხილი პერსონაჟი. თავისი შესრულებით ის არ ჩამოუარდება რობერტ დაუნი უმცროსს რკინის კაცში.
ჰეიმდალი

ფილმის კიდევ ორ შესანიშნავ პერსონაჟს წარმოადგენენ ლოკი (ტომ ჰიდლსტონი) და ჰეიმდალი (იდრის ელბა). ლოკი ჯერ-ჯერობით ნამდვილად საუკეთესო უარყოფითი გმირია შურისმაძიებლების (Avengers) სერიაში. შედარებით ნაკლებად იყო გამოკვეთილი ასგარდელი სამი მეომარი (რეი სტივენსონი, ჯოშუა დალასი, ტადანობუ ასანო). რაც შეეხება ფილმის ორ ოსკაროსან მსახიობს, ნატალი პორტმენსა და ენტონი ჰოპკინსს. დიდი სამუშაო გასწიეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მათი საუკეთესო როლები.

ასგარდის სცენები, მონსტრები, ბიფროსტის ხიდი და ის, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გმირები სამყაროში იყო წარმოუდგენლად კარგად გაკეთებული. მთელი ფილმის მანძილზე ბრძოლები კეთილსა და ბოროტს შორის მიმდინარეობდა ასგარდში, იოტუნჰაიმსა და დედამიწაზე. მათ შორის პირველი ორი იყო ოსტატურად დადგმული და გადაღებული. რამდენადაც შტამბეჭდავი გამოდგა ეს ბრძოლები თავისი გასაოცარი სპეცეფექტებით, იმდენად იმედგაცრუებული დავრჩი დედამიწაზე სამ მეომარსა და გამანადგურებელს შორის ბრძოლით.

ბრძოლა იოტუნჰაიმში
ფილმში კარგად იყო დაბალანსებული ექშენი და იუმორი. ეს უკანასკნელი მას დიდ ეკრანზე სასიამოვნოდ სანახავს ხდიდა, თუ რათქმაუნდა არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, სადაც პერსონაჟები კლოუნებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ასგარდსის ღმერთებს, რაც ფილმში არც თუ ისე კარგად ჯდებოდა. იუმორთან ერთად რეჟისორი შეეცადა აქცენტი გაეკეთებინა რომანტიკაზე, რაც კარგად ნამდვილად არ გამოსვლია. დედამიწაზე მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ მთავარი პერსონაჟების სიყვარული რეალურად არც აღმიქვამს. უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თორს ჯეინი და ჯეინს თორი იმიტომ შეუყვარდათ, რომ ფილმი მოითხოვდა ასე.

შეიძლება ეს ბევრისთვის შეხსენებას არც საჭიროებდეს, მაგრამ მაინც გავიმეორებ. თორი მარველ სტუდიოს კიდევ სამ პერსონაჟთან, რკინის კაცთან, ჰალკთან და კაპიტან ამერიკასთან ერთად ერთიანდება ერთ ფრენჩაიზში, რომელსაც 2012 წელს დააგვირგვინებს ფილმი შურისმაძიებლები.

ფილმის წარმოების თავდაპირველ სტადიაში ვფიქრობდი, რომ მარველი ვერ შეძლებდა თორის, ანუ ფილმის რომელიც მოგვითხრობს უცხოპლანეტელზე და არა მუტანტზე, იგივე სერიაში ჩასმას, რომელშიც დანარჩენი სამია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის ერთ-ერთი ნაკლია, ჩემი აზრით რეჟისორმა მაინც შეძლო დედამიწელებისა და უცხოპლანეტელების კავშირის უკანა პლანზე გადაწევა.

თორი და აგენტი კოულსონი
ახლა რაც შეეხება თორს, როგორც მოსამზადებელ პლაცდარმს "შურისმაძიებლებისთვის". მთელ სერიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი ორ სხვადასხვა ფილმში სრულფასოვნად ჩანს (არ ვგულისხმობ კამეოს). ესაა აგენტი კოულსონი, რომელსაც არცთუისე უმნიშვნელო როლი აქვს "თორსა" და "რკინის კაცის" დილოგიაში. მეორე მაკავშირებელი შეიძლება ბევრისთვის შეუმჩნეველიც დარჩა. ეს არის S.H.I.E.L.D.-ის კიდევ ერთი აგენტი კლინტ ბარტონი (ჯერემი რენერი) იგივე ქორისთვალი (Hawkeye). ის საკმაოდ მნიშვნელოვანი გმირია კომიქსში და 2012 წელს შურისმაძიებლებშიც მოგვევლინება.

ახლა კი მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თქვენთვის უთუოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში - ტიტრების შემდგომი სცენა.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დროა რუსთაველმა და ამირანმა შეიგნონ ერთი რამ. ტიტრები და მისი შემდგომი კადრები (რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ხდება) ფილმის ნაწილია და არ შეიძლება მისი უბრალოდ გამორთვა, როდესაც დარბაზში ერთმა კაცმა მაინც იცის მის შესახებ და ელოდება ტიტრების დამთავრებას იმისთვის, რომ მთელ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტის Youtube-ში ნახვა არ მოუწიოს. პირადად ჩემთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კინოში არ მეძლევა მათი ხილვის საშუალება.

ფილმების დაკავშირების ერთ-ერთ მეთოდად მარველი სწორედ ამგვარ სცენებს იყენებს. "რკინის კაცში" ეს იყო   S.H.I.E.L.D.-ის შეფის ნიკ ფიურის კამეო (იხილეთ ვიდეო), „რკინის კაცი 2“-ში კი  S.H.I.E.L.D.-ის აგენტი კოულსონი, რომელიც ნახულობს თორის უროს - მიოლნირს (იხილეთ ვიდეო, ზუსტად იგივე კადრი თორშიც გამეორდა). ჰალკსაც აქვს ამავე ტიპის დამაკავშირებელი კადრი (იხილეთ ვიდეო), ტონი სტარკის ანუ რკინის კაცის მონაწილეობით, თუმცა რეჟისორმა გადაწყვიტა ეს სცენა ტიტრებამდე ეჩვენებინა და არა მის შემდეგ. ახლა კი მთავარი, იხილეთ ანალოგიური სცენა "თორში" (თუ ფილმი უკვე ნახეთ) და შემდეგ ქვემოთ წაიკითხეთ კადრის განმარტება.


 სპოილერი (არ წაიკითხოთ თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი)

მოკლედ დირექტორი ნიკ ფიური იბარებს დოქტორ ერიკ სელვიგს (სკასგარგი) და ავალაბს, რომ გამოიკვლიოს კოსმიური კუბი, თუმცა იქვე ვიგებთ, რომ დოქტორს სინამდვილეში ლოკი მართავს. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ჩავარდნისას ლოკი კი არ მომკვდარა, არამედ მან ტრანსპორტით ისარგებლა და დედამიწაზე გადმოვიდა. ამ ისტორიის გაგრძელების ხილვის საშუალება მოგვეცემა შურისმაძიებლებში (Avengers), სადაც თორი, ლოკი და ერიკ სელვიგი დაბრუნდებიან.

ახლა უფრო მნიშვნელოვანი. რა არის კოსმიური კუბი? კოსმიური კუბი არის მაგიური იარაღი, რომლის გამოყენებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიოს დასაპყრობად წითელი თავისქალას (ჰუგო უივინგი) გეგმებში შედიოდა. ამ ისტორიას ვიხილავთ მარველის კიდევ ერთ ფილმში "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი", რომელიც ამ წლის 22 ივლისს გამოვა. ქვემოთ იხილეთ კოსმიური კუბის სურათი, რომელიც წითელ თავისქალას უჭირავს.



საბოლოო შეფასება
4.5/5
თქვენ რას ფიქრობთ "თორზე"?

http://facebooklogin.ws/2009/12/facebook-login/
მოგვიწონეთ Facebook-ზე

4/28/2011

"იქს–ადამიანები: პირველი კლასის" ახალი ტრეილერები

20th Century Fox-მა გამოაქვეყნა მეთიუ ვონის "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" ორი ახალი ტრეილერი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტრეილერი წინა ტრეილერის მსგავსად იწყება, მათში მაინცაა ბევრი ახალი საინტერესო კადრი და ასევე პირველად გვეძლევა საშუალება ვიხილოთ ოლივერ პლატისა და რეი ვაზის პერსონაჟები. საბოლოო ჯამში ტრეილერში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ჩარლზ იქსავიერისა და ერიკ ლენშერის ურთიერთობას და ასევე დანარჩენ იქს–ადამიანებს, ვიდრე ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბს, რომელიც თუ არ ჩავთვლით აზაზელისა და ემა ფროსტის რამდენიმე წამიან კადრს, ტრეილერში საერთოდ არ ფიგურირებს. ასევე, როგორც ჩანს ზოე კრავიცის ენჯელ სალვადორი და ედი გათეგის დარვინი იქს–ადამიანების საბოლოო შემადგენლობაში არ შედიან და ფილმში მხოლოდ ექვს კაციან იქს–ადამიანებს ვიხილავთ. ორივე ტრეილერთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ახალი პოსტერი.





"იქს–ადამიანები: პირველ კლასში" მონაწილეობენ ჯეიმს მაკავოი, მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი, ნიკოლას ჰოლტი, ჯეისონ ფლემინგი, ზოე კრავიცი, ლუკას ტილი, რეი ვაიზი და ოლივერ პლატი.


ფილმი კინოთეატრებში 3 ივნისს გამოვა.

"უკვდავები" - ტრეილერი

გამოვიდა ტარსემ სინგის ახალი ფილმის, "უკვდავების" ტრეილერი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მთავარ როლს ახალი სუპერმენი ჰენრი კავილი ასრულებს, რომელმსაც მხარს უბამენ ფრეიდა პინტო, ლუკ ევანსი, კელან ლატცი, იზაბელ ლუკასი და მიკი რურკი. ტარსემის წინა ორი ფილმის მსგავსად ტრეილერიდან ჩანს, რომ "უკვდავებიც" გამოირჩევა თავისი უნიკალური ვიზუალური ეფექტებით, რაც ამავდროულად ზაკ სნაიდერის "300–საც" ამსგავსებს. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ორივე ფილმს ერთი და იგივე პროდიუსერები ჰყავს და ასევე იმას, რომ ორივე რეჟისორი კოლეჯში ერთად სწავლობდა. "300–ის" გარდა ფილმის შინაარსობრივად ასევე წააგავს წინა წლის "ტიტანების შერკინებას" (რაც კარგი ნამდვილად არაა), ხოლო ტრეილერის ბოლო კადრი კი პირდაპირ "მფრინავი ხმლების სახლიდან" გადმოტანილსა ჰგავს. ქვემოთ იხილეთ ტრეილერი სინოპსისთან ერთად და თქვენ თვითონ შეაფასეთ.

                                                                   ფილმის ტრეილერი


  
კადრი "მფრინავი ხმლების სახლიდან"

                                        
ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
სასტიკი და სისხლის ღვრას მოწყურებული მეფე ჰიპერიონი (მიკი რურკი) თავისი მომაკვდინებელი არმიით მთელ საბერძნეთს აწიოკებს დიდი ხნის წინ დაკარგული ეპიროსის მშვილდის ძიებაში. დაუმარცხებელი მშვილდის მეშვეობით, მეფეს შეეძლება ოლიმპოს ღმერთების დამხობა და სამყაროს უცილობელი მმართველიც გახდება. ჰიპერიონი და მისი ლეგიონები შეუბრალებლად ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზაზე დახვდებათ და მათ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს.

ქვისმთლელი თესევსი (ჰენრი კავილი) დაიფიცებს, რომ დედის სიკვდილის გამო ჰიპერიონზე შურს იძიებს. ის შეხვდება ორაკულ ფედრას (ფრიდა პინტო), რომელიც იწინასწარმეტყველებს, რომ მხოლოდ თესევსი შეძლებს ჰიპერიონის შეჩერებას. მისი დახმარებით, თესევსი ჩამოაყალიბებს მებრძოლთა პატარა ჯგუფს და მათთან ერთად ჩაებმება ბრძოლაში კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად.
უკვდავების ბიუჯეტი 115 მილიონ დოლარს შეადგენს და ის კინოთეატრებში 3D ფორმატში 2011 წლის 11 ნოემბრიდან გამოვა.

4/27/2011

"მწვანე ჩირაღდნის" ბიუჯეტი იზრდება; სინესტროსა და კილოვოგის პოსტერები

"მწვანე ჩირაღდნის" გამოსვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად, Warner Bros. ფილმის მარკვეტინგს აძლიერებს. წინა კვირას გამოქვეყნებულ ტომარ–რის პოსტერს, დღეს სტუდიამ სინესტროსა და კილოვოგის პოსტერებიც დაუმატა. კომიქსში სინესტრო ჰალ ჯორდანის (რაიან რეინოლდსი) მენტორია, რომელიც საბოლოოდ მწვანე ჩირაღდანთა კორპუსს განუდგება და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ხოლო რაც შეეხება კილოვოგს, ის ჩირაღდანთა კორპუსის დამსახურებული წევრია, რომელსაც ახალწვეულების გაწვრთნა ევალება (მათ შორის ჯორდანისაც). ფილმში სინესტროს ინგლისელი მსახიობი მარკ სტრონგი თამაშობს, ხოლო კილოვოგი თავისი არაადამიანური გარეგნობის გამო მთლიანად კომპიუტერითაა შექმნილი და მას მაიკლ კლარკ დანკანი ახმოვანებს. პოსტერები იხილეთ ქვემოთ.


ახლა, რაც შეეხება ფილმის ჯერჯერობით ყველაზე სუსტ მხარეს – სპეცეფექტებს. განსხვავებით სხვა სუპერგმირებისაგან, მწვანე ჩირაღდნის კომიქსი შეიცავს უცხოპლანეტელთა უამრავ სახეობას, მათ სამყაროებსა და ტექნოლოგიებს, რაც წესით დღევანდელი კომპიუტერული ეფექტების გამოყენებით ფილმში გასაოცარი და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ პირველ ტრეილერიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ეს ასე არაა. ახლა კი Variety გვაცნობებს, რომ DC/WB იმდენად ცდილობს ფილმის 17 ივნისამდე დამთავრებას, რომ ეფექტებისათვის გათვლილ თავდაპირველ 45 მილიონიან ბიუჯეტს (3D გამოკლებით) კიდევ 9 მილიონს ამატებს. ამას გარდა სტუდიამ ასევე დაიქირავა დამატებითი კომპანიები, რომლებიც სპეცეფექტებზე უკვე მომუშავე Sony Imageworks–სა და Rising Sun Pictures–ს დაეხმარებიან. Variety ასევე იუწყება, რომ მსგავსი პრობლემები მხოლოდ მწვანე ჩირაღდანს არ გააჩნია. დაგეგმილ ვადაში ასევე ვერ ხერხდება კაპიტანი ამერიკის, ახალი იქს–ადამიანებისა და ტრანსფორმერების დასრულებაც. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო შედეგი ისეთი იქნება, როგორსაც ყველა ველით.

შეგახსენებთ, რომ "მწვანე ჩირაღდანი" კინოთეატრებში (იმედია) 17 ივნისს გამოვა. მასში მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, მარკ სტრონგი, პიტერ სარსგაარდი, ჯეფრი რაში და მაიკლ კლარკ დანკანი.

4/25/2011

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - ტიტრებს შემდგომი სცენა

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" კინოთეატრებში 22 ივლისს გამოვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლამდე სულ რაღაც სამი თვეღა დარჩა, მხოლოდ გუშინწინ გადაიღეს ახალი სცენა კრის ევანსისა და სემუელ ლ. ჯექსონის მონაწილეობით. სავარაუდოდ ამ მომენტს "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის" ტიტრების შემდეგ ვიხილავთ, რომელშიც S.H.I.E.L.D.–ის დირექტორი ნიკ ფიური თანამედროეობაში გადმოსულ კაპიტანს შურისმაძიებლების რიგებში აიყვანს. გამომდინარე იქიდან, რომ გადამღებმა ჯგუფმა სტივ როჯერსისა და ნიკ ფიურის შეხვედრის ადგილად ტაიმ სკვერი აარჩია, მისი გასაიდუმლოება ვერ მოხერხდა და ინტერნეტში სურათებთან ერთად ვიდეომასალაც კი გავრცელდა. ვიდეოსა და სურათებში ფილმის რეჟისორის, ჯო ჯონსტონის შემჩნევა შესაძლებელია, რაც გვაძლევს იმის საბუთს, რომ ეს კადრი ნამდვილად "კაპიტანი ამერიკა: პირველ შურისმაძიებელს" ეკუთვნის და არა ჯოს უიდონის "შურისმაძიებლებს", რომლის გადაღებებიც დღეს დაიწყო.



ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" მოგვითხრობს მარველის სამყაროს პირველ დღეებზე, როდესაც სტივ როჯერსი (კრის ევანსი) მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტულ პროგრამაში, რომელიც მას სუპერ ჯარისკაცად, კაპიტან ამერიკად გადააქცევს. ბაკი ბარნსსა (სებასტიან სტენი) და პეგი კარტერთან (ჰეილი ეტველი) ერთად კაპიტან ამერიკას მოუწევს დაუპირისპირდეს ჰიდრას ორგანიზაციას, რომელსაც წითელი თავისქალა (ჰუგო უივინგი) ხელმძღვანელობს.
ფილმში, კრის ევანსთან ერთად, ასევე მონაწილეობენ ტომი ლი ჯონსი, ჰუგო უივინგი, ჰეილი ეტველი, სებასტიან სტენი, ტობი ჯონსი, დომინიკ კუპერი და სტენლი ტუჩი.

4/23/2011

"სუპერ 8"-ის ინტერაქტიული ტრეილერი

ჯ. ჯ. აბრაამსი ამჟამად მუშაობს ფილმზე "სუპერ 8", რომლის პროდიუსერი სტივენ სპილბერგია. ის მოგვითხრობს კინოთი გატაცებული ბიჭის შესახებ, რომელიც თავისი სუპერ 8 კამერით იღებს ფილმს. უკვე გამოქვეყნდა სურათის უცნაური, დამაინტერესებელი და ამავე დროს არაფრისმთქმელი ტიზერი (იხილეთ youtube-ზე) და ტრეილერი. აბრაამსმა და სპილბერგმა ესეც არ იკმარეს და ცოტა ხნის წინ გამოსულ ვიდეო თამაშს, "Portal 2", დაურთეს მინი-თამაში, რომელიც მოთამაშეს აძლევს საშუალებას სულ სხვა თვალით შეხედოს ტრეილერში გადმოცემულ მატარებლის აფეთქების სცენას. ამ დღეებში სტუდიამ ასევე გამოუშვა ორი სურათი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ სინოფსისთან ერთად.

"Portal 2"-ის ბონუს თამაში იწყება მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მისი აფეთქების შემდეგ კი ჩვენი გადარჩენილი გმირი გარეთაც მიმოიხედავს. თუმცა ჯობია თავად ნახოთ თუ როგორ დაიარება ტრეილერში რომელიღაც მოთამაშე.




ფილმის ოფიციალური სინოფსისი:
1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს პატარა ქალაქში მეგობრები ფილმს იღებდნენ სუპერ 8 კამერით, როცა მატარებლის კატასტროფის მომსწრენი გახდნენ. მალე ისინი მიხვდნენ, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში უჩვეულო და აუხსნელი მოვლენები გახშირდა. ქალაქის წარმომადგენლობა ცდილობდა სიმართლის გაგებას, მაგრამ ეს სიმართლე უფრო საზარელი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა.

იან ჰოლმი "ჰობიტში" მიიღებს მონაწილეობას

მიუხედავად მრავალი პრობლემისა პიტერ ჯექსონის "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის პრიკველის, "ჰობიტის" გადაღებები 21 მარტს ახალ ზელანდიაში მაინც დაიწყო. მართალია "ჰობიტში" "ბეჭდების მბრძანებლის" მხოლოდ სამი პერსონაჟი (გენდალფი, გოლუმი, ელრონდი) ჩანს, პრიკველში სერ იან მაკკელენსა და ენდი სერკისთან ერთად მაინც იღებენ მონაწილეობას კეით ბლანშეტი, ორლანდო ბლუმი, კრისტოფერ ლი და ელაია ვუდი. ამ უკანასკველის გმირის, ფროდო ბეგინსის ფილმში გამოჩენამ, რომელიც წიგნში დაბადებულიც კი არ არის, დაბადა ეჭვები, რომ ჰობიტი ფლეშფორვარდებს შეიცავს და რომელშიც კვლავ ვიხილავთ ვუდსა და ჰოლმს შესაბამისად ფროდო და ბილბო ბეგინსების როლებში. მაგრამ დღემდე პროექტში ჰოლმის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღეს კი შემდეგი რამ დაწერა პიტერ ჯექსონმა Facebook–ზე:
ბოლო ვიდეო ბლოგის დასასრულში გამოყენებულ ბილბოს ხმას გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა – ბევრ თქვენგანს ეგონა, რომ ის სერ იან ჰოლმს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ იანი კვლავ განასახიერებს მოხუც ბილბო ბეგინს ჰობიტში, ჩანაწერში სინამდვილეში მარტინ ფრიმენის ხმა ისმოდა, რომელიც მაშინ ჩავიწერეთ, როდესაც მსახიობებმა პირველად წაიკითხეს სცენარი. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც პირველად მოვისმინე არც მე არ ვიყავი დარწმუნებული ხმა ვისი იყო. პიტერ ჯ
ჯექსონის განცხადებაში ნახსენები ვიდეო შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ. ბილბო ბეგინსის ხმას კი, რომელმაც მარტინ ფრიმენის დამსახურებით შეცდომაში შეიყვანა ტოლკინისა და ბეჭდების მბრძანებლის მრავალი ფანი, ვიდეოს ბოლო ათ წამში მოისმენთ.

მარტინ ფრიმენის გარდა "ჰობიტის" სამსახიობო გუნდის ახალ წევრებს შეადგენენ რიჩარდ ერმიტეჯი, გრეემ მაკტევიში, კენ სტოტი, ეიდენ ტერნერი, რობ კაზინსკი, მარკ ჰედლოუ, ჯედ ბროფი, ადამ ბრაუნი, ჯონ კალენი, პიტერ ჰემბლეტონი, უილიამ კირშერი, ჯეიმს ნესბიტი და სტივენ ჰანტერი. "ჰობიტი" ორნაწილად იქნენა გაყოფილი, რომელთაგან პირველი 2012 წლის დეკემბერში გამოვა, ხოლო მეორე ერთის წლის შემდეგ, 2013–ში.

4/22/2011

"მწვანე ჩირაღდნის" სატელევიზიო ტრეილერი და სურათები

Warner Bros.–მა გამოაქვეყნა "მწვანე ჩირაღდნის" ახალი სატელევიზიო ტრეილერი, რომელიც თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ახალ კადრს, მეტწილად Wondercon–ის ვიდეოს შემცირებულ ვარიანტს წარმოადგენს. განსხვავებით პირველი ტრეილერისა, რომელიც კომიკური ელემენტებით იყო გაჯერებული, ახალი ტრეილერი შეიცავს ფილმის უფრო სერიოზულ კადრებსა და პერსონაჟებს, როგორებიც არიან სინესტრო, აბინ სური, პარალაქსი და ჰექტორ ჰამონდი. სტუდიამ ინტერნეტში ასევე გაავრცელა სამი ახალი სურათი და ფილმის პოსტერი. პოსტერზე გამოსახულია მწავნე ჩირეღდანთა კორპუსის წევრი ტომარ–რი, რომელსაც ამ წლის ოსკარის ნომინანტი ჯეფრი რაში ახმოვანებს. ქვემოთ იხილეთ ფილმის სატელევიზიო ტრეილერი, სურათები და ოფიციალური სინოპსისი.





ტომარ–რი

ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
თვალუწვდენელ და იდუმალებით მოცულ სამყაროში, საუკუნეების მანძილზე არსებობდა პატარა, თუმცა ძლიერი დაჯგუფება, მწვანე ჩირაღდანთა კორპუსი, რომელიც სამყაროში მშვიდობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე იდგა. მეომართა ამ საძმომ დაიფაცა, რომ გალაქტიკათა შორის წესრიგს დაამყარებდა, თითოეული მწვანე ჩირაღდანი ატარებს ბეჭედს, რომელიც მათ სუპერძალას ანიჭებს. მაგრამ როდესაც ახალი მტერი, პარალაქსი სამყაროში მწვანე ჩირაღდანთა არსებობას დაემუქრება, მათი და დედამიწის ბედი, ამ კორპუსის ახალი და ერთადერთი დედამიწელი წევრის, ჰალ ჯორდანის ხელში აღმოჩნდება. ჰალი ნიჭიერი და თავმომწონე პილოტია, რომელსაც სიმტკიცესა და ნებისყოფასთან ერთად, ასევე გააჩნია ის ერთადერთი რამ, რაც მას კორპუსის სხვა წევრებისაგან გამოარჩევს, ესაა ადამიანური ბუნება. თუ ჰალი, თავისი კოლეგისა და ამავდროულად ბავშვობის სიყვარულის, კეროლ ფერისის მხარდაჭერით (ბლეიკ ლაივლი) მოახერხებს გონივრულად გამოიყენოს თავისი ახალი შესაძლებლობები და დაივიწყოს შიში, არა მარტო პარალაქსს დაამარცხებს... არამედ უდიადესი მწვანე ჩირაღდანიც გახდება.

ფილმის რეჟისორი მარტინ კემპბელია (კაზინო როიალი), ხოლო მასში მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, მარკ სტრონგი, პიტერ სარსგაარდი, ანჯელა ბასეტი, ტიმ რობინსი, ჯეფრი რაში და მაიკლ კლარკ დანკანი. "მწვანე ჩირაღდანი" კინოთეატრებში 17 ივნისს გამოვა.

ჯერემი რენერს "ბორნის მემკვიდრეობა" შესთავაზეს

დიდი ხნის ძებნის შემდეგ Universal Pictures–მა იპოვა მეტ დეიმონის შემცვლელი ბორნის მეოთხე სერიისათვის. მიუხედავად სახელისა, "ბორნის მემკვიდრეობა" არ არის დაფუძნებული ერიკ ვან ლასტბადერის ამავე სახელწოდების წიგნზე, უფრო მეტიც ფილმში საერთოდ არ გამოჩნდება ჯეისონ ბორნი. მაგრამ მემკვიდრეობა მაინც ოფიციალური მეოთხე სერია იქნება ბორნის ფრენჩაიზში. ბორნის მსგავსად ფილმის ახალი მთავარი პერსონაჟიც საიდუმლო სამსახურის აგენტია და სტუდიამ ის შესასრულებლად ორ გზის ოსკარის ნომინანტ ჯერემი რენერს (ქარიშხლის მბრძანებელი, ქალაქი) შესთავაზა. ეს არ არის პირველი როლი, რომელშიც რენერს აგენტის თამაში მოუწევს. ის უკვე მონაწილეობს "მისია: შეუსრულებელი IV-ში", სადაც IMF-ის თანამშრომელს ბრანდტს თამაშობს და რომელიც სავარაუდოდ მეხუთე სერიაში ითან ჰანტის ნაცვლად მოგვევლინება მთავარ გმირად. ამის გარდა რენერი ასევე თამაშობს Marvel Studios–ის "შურისმაძიებლებში", რომელშიც მისი გმირი S.H.I.E.L.D.–ის აგენტი კლინტ ბარტონი იგივე ქორის თვალია.

რენერის გარდა ბორნის შემცვლელზე ასევე განიხილებოდნენ ჯოელ ედგერტონი (ცხოველთა სამეფო), დომინიკ კუპერი (კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი), გარეტ ჰედლუნდი (ტრონი: მემკვიდრეობა), ლუკ ევანსი (სამი მუშკეტერი), ტეილორ კიტჩი (იქს–ადამიანების წარმოშობა: სამურავი) და ენტონი მაკკი (ქარიშხლის მბრძანებელი). "ბორნის მემკვიდრეობას" დაწერს და გადაიღებს წინა ტრილოგიის სცენარისტი ტონი გილროი. ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება, ხოლო სურათი კინოთეატრებში 2012 წლის 3 აგვისტოს გამოვა.

4/20/2011

"ბეტმენი: პირველი წელიწადი" – მსახიობები და სურათები

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Warner Bros. ფრენკ მილერის "ბნელი რაინდი ბრუნდების" მიხედვით ანიმაციურ ფილმს შექმნის, მაგრამ ეს არ იქნება მილერის ერთადერთი კომიქსი, რომელსაც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა ეკრანებზე ვიხილავთ. Warner Bros.–ის გეგმებში ასევე შედის ფრენკ მილერისა და დევიდ მაზუჩელის "ბეტმენი: პირველი წელიწადის" ადაპტაციაც. სცენარი ტებ მერფიმ დაწერა, ხოლო რეჟისორებად ლორენ მონტგომერი და სემ ლიუ (სამართლიანობის ლიგა: კრიზისი ორ დედამიწაზე) მოგვევლინებიან. დღეს კი ცნობილი გახდა ის სამსახიობი ჯგუფი, რომელიც მთავარ პერსონაჟებს გაახმოვანებს. ბენჯამინ მაკკენზი ბრიუს უეინს/ბეტმენს ითამაშებს, ხოლო ბრაიან კრენსტონი, ელაიზა დუშკუ, ქეითი საკჰოფი და ალექს როკო შესაბამისად ჯიმ გორდონს, ქალიკატას, დეტექტივ სარა ესენსა და მაფიის დონ კარმეინ ფალკონეს გაახმოვანებენ. "ბეტმენი: პირველი წელიწადი" მოგვითხრობს ბეტმენის წარმოშობას, მასში ახალგაზრდა ბრიუს უეინი გოთემში ბრუნდება და ლეიტენანტ ჯეიმს გორდონთან ერთად კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ნოლანის "ბეტმენი: დასაწყისი" საკმაოდ ბევრ ელემენტს შეიცავს "პირველი წელიწადიდან". "ბეტმენი: პირველი წელიწადი" DC–ის სხვა მულტფილმების მსგავსად PG-13 იქნება და მისი პრემიერა ამ წლის ივლისში San Diego Comic–Con–ზე შედგება, ხოლო DVD დისკებზე შემოდგომისათვის გამოვა. ქვემოთ იხილეთ კი პირველი სურათები ფილმიდან.


4/19/2011

კოტიარი და გორდონ–ლევიტი ოფიციალურად “ბნელი რაინდი: აღზევებაში”

დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა სხვადასხვა ჭორები კრისტოფერ ნოლანის "ბნელი რაინდი: აღზევების" შესახებ. ამ ჭორების მიხედვით "დასაწყისის" მსახიობები მარიონ კოტიარი და ჯოზეფ გორდონ–ლევიტი კვლავ ითამაშებდნენ ნოლანის ფილმში და შესაბამისად შეასრულებდნენ ტალია ალ გულსა და ალბერტო ფალკონეს. დღეს კი ისინი უკვე ოფიციალურად მონაწილეობენ პროექტში, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა პერსონაჟების როლში მოგვევლინებიან.

"ნანკინის 13 ყვავილი" – კრისტიან ბეილი აზიურ ფილმში (სურათები)

ამა წლის იანვარში დაიწყო ჩინელი რეჟისორის, ჩჟან იმოუს (Zhang Yimou) ფილმის “ნანკინის 13 ყვავილის” (13 Flowers of Nanjing) გადაღებები, რომელშიც მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. ეს ბეილის პირველი ფილმია, მას შემდეგ რაც “მებრძოლში” განსახიერებული როლისთვის ოსკარი მიიღო. სურათი დაფუძნებულია იან გელინგის რომანზე, “ნანკინის 13 ქალი” და მოგვითხრობს ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის პეროდის შესახებ. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა პირველი სურათები გადასაღები მოედნიდან, რომელზეც აღბეჭდილია ბეილი კათოლიკე მისიონერის ანაფორაში.

4/18/2011

"თორის" პირველი შეფასებები

მარველის ახალი ფილმის, "თორის" მსოფლიო პრემიერა 21 აპრილს ავსტრალიაში შედგება, ხოლო ამერიკაში მას 6 მაისს იხილავენ. მიუხედავად ამისა Paramount/Marvel Studios-მა რამდენიმე ცნობილ კინოსაიტს უფლება დართო ფილმი კინოთეატრებში გამოსვლმადე რამოდენიმე კვირით ადრე ენახა და რასაკვირველია მათი მხრიდან მიმოხილვებმაც არ დააყოვნა. სურათის რეჟისორი კენეტ ბრანაა და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არა სუპერგმირზე არამედ სკანდინავიელ ღმერთზე მოგვითხრობს, როგორც ჩანს ის ძალიან არ განსხვავდება მარველის სხვა ფილმებისაგან. ჩვენთან თორი ალბათ მაისის შუა რიცხვებამდე არ გამოჩნდება, ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებული მოსაზრებების კონსენსუს, რათა უკეთ ვიცოდეთ, რას უნდა მოველოდოთ ფილმისგან.

4/17/2011

რაიან გოსლინგი "მარტოხელა რეინჯერი" არ იქნება [განახლებული]

„კარიბის ზღვის მეკობრეებისა“ და „რანგოს“ შემდეგ გორ ვერბინსკი და ჯონი დეპი კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ ერთად. რანგოს მსგავსად ახალი ფილმი „მარტოხელა რეინჯერიც“ ვესტერნია, რომელიც 30-იანი წლების რადიო სერიალზეა დაფუძნებული. ჯერ კიდევ 2008 წელს Disney–მ გამოაცხადა, რომ ჯონი დეპი მარტოხელა რეინჯერის ინდიელ თანაშემწეს ტონტოს ითამაშებდა, ხოლო წინა წელს კი რეჯისორად გორ ვერბინსკიც დაამტკიცეს.

4/16/2011

“მაიმუნების პლანეტის აღზევება” – ტიზერ ტრეილერი

ოთხი დღის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა ენდი სერკისის კეისრის რამდენიმე წამიანი ნაწყვეტი მაიმუნების პლანეტის აღზევებიდან, ახლა კი 20th Century Fox-მა გამოაქვეყნა პირველი ტიზერ ტრეილერი. მაიმუნების პლანეტის აღზევება 1968 წლის “მაიმუნების პლანეტის” პრიკველია და მოგვითხრობს ადამინის ექსპერიმენტების მეშვეობით თუ როგორ განუვითარდათ ინტელექტი მაიმუნებს და კეისრის მეთაურობით როგორ წამოიწყეს აჯანყება, რომელმაც დედამიწა საბოლოოდ მაიმუნების პლანეტად აქცია. ეს არ არის პირველი ფილმი, რომელშიც ჩვენ ვნახავთ მაიმუნების მიერ დედამიწის დაპყრობას. 1972 წლის ფილმის მაიმუნების პლანეტის დაპყრობაშიც იგივე სიუჟეტია ერთი განსხვავებით. მასში კეისარი წარსულში გადმოსული მაიმუნების კორნელიუსისა და ზირას შვილია, ახალ პრიკველში კი კეისარი მეცნიერული ექსპერიმენტებით იქმნება.



ფილმში მთავარ როლს ამ წლის ოსკარის ნომინანტი და წამყვანი ჯეიმს ფრანკო ასრულებს. მისი პერსონაჟი უილ როდმენი მეცნიერია, რომელიც მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით ცდილობს მიაგნოს ალცჰაიმერის დაავადებისაგან განსაკურნებელ წამალს. მოულოდნელად, მისი კვლევის ერთერთ საგანს, კეისარს ადამიანური ინტელექტი ჩამოუყალიბდება და მაიმუნების მონობისაგან განთავისუფლებას გადაწყვეტს. აქედან იწყება ომი ადამიანებსა და მაიმუნებს შორის. წინა ნაწილებისაგან განსხვავებით, მაიმუნების პლანეტის აღზევებაში მაიმუნები კომპიუტერული ეფექტებით იქნებიან შექმნილები motion capture-ის გამოყენებით. მის ეფექტებზე პიტერ ჯექსონის კომპანია Weta Digital (ბეჭდების მბრძანებელი, ავატარი) მუშაობს და ალბათ საკმაოდ ხარისხიან შედეგს უნდა მოველოდეთ. ფრენკოს გარდა ფილმში ასევე თამაშობენ ფრეიდა პინტო, ბრაიან კოქსი, ტომ ფელტონი და ჯონ ლითგოუ. რაც შეეხება ფილმის მთავარ მაიმუნს კეისარს, მის როლს თვით კინგ კონგი ენდი სერკისი ასრულებს. მაიმუნების პლანეტის აღზევება კინოთეატრებში 5 აგვისტოს გამოვა.

ქვემოთ იხილეთ ფილმის ოფიციალური სინოპსისი და პოსტერი:

ჯანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა
სტუდია: 20th Century Fox
დახასიათება:
მაიმუნების პლანეტის აღზევებაში მოქმედება ხდება თანამედროვე სან-ფრანცისკოში და მოგვითხრობს იმ ომის წარმოშობას, რომელმაც დედამიწა მაიმუნების პლანეტად აქცია. სპეცეფექტების ოსკაროსანი გუნდი, რომელმაც გააცოცხლა ავატარისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყარო, იღებს ყველაზე ამბიციურ გამოწვევას და პირველად ქმნის არაადამიან კომპიუტერულ პერსონაჟს, რომელიც გვთავაზობს დრამატულ შესრულებას ნამდვილი ემოციითა და ინტელექტით.
მსახიობები: ჯეიმს ფრანკო, ფრეიდა პინტო, ჯონ ლითგოუ, ბრაიან კოქსი, ტომ ფელტონი, და ენდი სერკისი
რეჟისორი: რუპერტ ვიატი
სცენარი: რიკ ჯაფა & ამანდა სილვერი


“ბნელი რაინდი ბრუნდება”

Bleeding Cool-ის ცნობით Warner Bros. გეგმავს ბეტმენზე შექმნილი ერთ–ერთი საუკეთესო კომიქსის ადაპტაციის გადაღებას. ფრენკ მილერისა და კლაუს ჯენსონის “ბნელი რაინდი ბრუნდება” ანიმაციური ფილმი იქნება და DVD დისკებზე სავარაუდოდ 2012 წლისათვის გამოვა. იმათთვის, ვისთვისაც უცნობია ეს კომიქსი, მასში მოთხრობილია 55 წლის ბრიუს უეინის ამბავი, რომელიც კვლავ ბეტმენი ხდება დიდი ხნის მტრის ჰარვი დენტის დასამარცხებლად. შედეგად მას არა მარტო ქუჩის ბანდებთან უწევს ბრძოლა, არამედ ჯოკერთან, აშშ–ის მთავრობასთან და თვით სუპერმენთანაც კი.

"კოვბოები & უცხოპლანეტელები" – ტრეილერი 2

გამოვიდა ჯონ ფავროს ახალი ფილმის “კოვბოებისა & უცხოპლანეტელების” მეორე ტრეილერი. “კოვბოები & უცხოპლანტელები” 2006 წლის ამავე სახელწოდების მქონე კომიქსის მიხედვითაა გადაღებული და როგორც სათაურიდანვე ჩანს ველური დასავლეთის მკივდერებისა და არაამქვეყნიური არსებების დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ახალი ტრეილერი მართალია უკეთეს შთაბეჭდილებას გვიქმნის თუ რას უნდა მოველოდეთ ფილმისაგან, მაგრამ წინამორბედის მსგავსად აქაც ვერ ვხედავთ უცხოპლანეტელებს (თუ არ ჩავთვლით ხელს, რომელიც სულ ერთი წამით ჩნდება კადრში ან ოლივია ვაილდს, რომელიც ინტერნეტში გავრცელებული აზრის მიხედვით უცხოპლანეტელს თამაშობს) და სავარაუდოდ ფილმის გამოსვლამდე ვერც ვიხილავთ.

ჰობიტი – კადრს მიღმა პიტერ ჯექსონთან ერთად

21 მარტს პიტერ ჯექსონმა როგორც იქნა შეძლო ტოლკინის რომანის “ჰობიტის” ადაპტაციის გადაღებების დაწყება ახალ ზელანდიაში. ამ დღეებში კი უკვე გამოქვეყნდა 10 წუთიანი ვიდეომასალა ფილმის გადაღებების შესახებ, ე.წ. “კადრს მიღმა” (behind the scenes), სადაც თავად რეჟისორი გვაცნობს გადაღებისთვის სამზადისს, მათ შორის მსახიობთა რეპეტიციებს, მუშაობას კოსტიუმებსა და გადასაღებ დეკორაციებზე. აღსანიშნავია, რომ ჯექსონმა გადასაღები მოედნები ბილბოს სახლისა და რივენდალისთვის ზუსტად ისე მოაწყობინა, როგორც ეს ბეჭდების მბრძანებელშია. კადრებში ასევე ჩანს “ნისლიანი მთები” (გობლინთა გამოქვაბული, სადაც გოლუმი ბინადრობს). გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო “To be continued”-ით მთავრდება, ახლო მომავალში მის გაგრძელებასაც უნდა ველოდოთ.

4/13/2011

შონ პენი შეუერთდება კრისტიან ბეილს "უკანასკნელ ფოტოსურათში"

Deadline-ის ცნობით შონ პენი გეგმავს შეუერთდეს კრისტიან ბეილს სამხედრო დრამაში „უკანასკნელი ფოტოსურათი“. ფილმის რეჟისორი შვედი ნილს არდენ ოპლევია (გოგონა დრაკონის სვირინგით), ხოლო სცენარს კურტ ჯონსტედი დაწერს. ფილმზე უფლებები აქამდე Warner Bros.–ს გააჩნდა, მაგრამ ახლა სურათს Dark Castle დააფინანსებს. ფილმის იდეა ზაკ სნაიდერს ეკუთვნის, რომელიც ცოლთან, დებორა სნაიდერთან ერთად ფილმის პროდიუსერიცაა.

მაიკლ კლარკ დანკანი კილოვოგს გაახმოვანებს "მწვანე ჩირაღდანში"

ერთი კვირის წინ ინტერნეტში გავრცელებული ჭორი გამართლდა. Heat Vision-ის ცნობით Warner Bros.-მა ერთერთი მწვანე ჩირაღდნის, კილოვოგის როლი მაიკლ კლარკ დანკანს შესთავაზა და მასთან საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვინც არ იცის, კილოვოგი მწვანე ჩირაღდნების კორპუსის წევრია, რომელსაც ახალბედების წვრთნა ევალება. სხვა მწვანე ჩირაღდნების მსგავსად (აბინ სურისა და სინესტროს გამოკლებით) ისიც მთლიანად კომპიუტერით იქნება შექმნილი და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათზე მსახიოებების დამტკიცება ფილმის გამოსვლამდე მხოლოდ ორი თვით ადრე ხდება. პერსონაჟის გახმოვანება გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს, ამის დასტურია კიდევ ერთი მწვანე ჩირაღდანი ტომარ–რი, რომელზეც ოსკაროსანი ჯეფრი რაში მხოლოდ ორი კვირის წინ დაამტკიცეს, მაგრამ ის უკვე ვიხილეთ Wondercon-ის ტრეილერში.

სურათის რეჟისორი მარტინ კემპბელია, ხოლო სცენარისტები – გრეგ ბერლანტი, მაიკლ გრინი, მარკ გუგენჰაიმი და მაიკლ გორდენბერგი. ფილმში ასევე მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, მარკ სტრონგი, ბლეიკ ლაივლი, პიტერ სარსგაარდი, ტიმ რობინსი და ანჯელა ბასეტი. მწვანე ჩირაღდანი კინოთეატრებში 17 ივნისს გამოვა.

“ბნელი რაინდი: აღზევების” სამი ახალი მსახიობი

სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელის მსახიობი ჯოშ პენსი ახალგაზრდა რა’ს ალ გულს ითამაშებდა "ბნელი რაინდი: აღზევებაში". ახლა კი კიდევ სამი მსახიობი შეურთდა კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგიის მესამე და საბოლოო ნაწილს. ესენი არაინ დენიელ სუნჯატა, დიეგო კლატენჰოფი და ბურნ გორმანი. The Tracking Point-ის ცნობით სუნჯატა მამაცი სპეცრაზმელის როლს შეასრულებს, რომელიც „სიუჟეტში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“. რაც შეეხება დანარჩენ ორს, Variety-ის მიხედვით კტალენჰოფსა და გორმანსაც პოლიციელების როლი ერგოთ და სავარაუდოდ ფილმში მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოჩნდებიან.

ბნელი რაინდის მსახიობებიდან ფილმის გაგრძელებაში ბრუნდებიან კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გარი ოლდმენი და მორგან ფრიმენი, რომელთაც უკვე დაემატათ ტომ ჰარდი (ბეინი), ენ ჰეთეუეი (სელინა კაილი), ჯოშ პენსი და ჯუნო ტემპლი. მოსალოდნელია, რომ ფილმში ასევე ვიხილავთ „დასაწყისის“ მსახიობებს მარიონ კოტიარსა და ჯოზეფ გორდონ–ლევიტს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ როლებზე განიხილებიან ისინი. ფილმის გადაღებები პიტსბურგში მალე დაიწყება, ხოლო კინოთეატრებში 2012 წლის 20 ივლისისათვის გამოვა.

სოციალური ქსელის მსახიობი ახალგაზრდა რა'ს ალ გულს ითამაშებს

The Hollywood Reporter-ის მიხედვით კრისტოფერ ნოლანის მესამე ბეტმენის ქასთს კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა. ახალბედა ჯოშ პენსს აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვს ნათამაშები, სადაც არმი ჰამერის დუბლიორი იყო ერთ-ერთი ტყუპი ძმის, ტაილერ უინკლევოსის როლზე. (შემდეგ ჰამერის სახე დაადეს ჯოშ პენსისას) წყაროს მიხედვით “ბნელი რაინდი: აღზევებაში” ის ახალგაზრდა რა’ს ალ გულს ითამაშებს flashback სცენებში.

“მწვანე ჩირაღდნის” ახალი სურათები

წინა წლის ნოემბერში, როდესაც Warner Bros.–მა გამოაქვეყნა მწვანე ჩირაღდანის პირველი ტრეილერი ინტერნეტში მთავარი კრიტიკის საგანი არა მსახიობები ან ფილმის ტონი გახდა, არამედ ფილმის სპეცეფექტები, განსაკუთრებით კი მთავარი პერსონაჟის კოსტუმი. შეიძლება ერთგვარი მოულოდნელობაც კი იყო, რომ მარტინ კემპბელმა კოსტუმის გაკეთება მთლიანიად კომპიუტერული ეფექტებით გადაწყვიტა. მაგრამ რეჟისორის გასამართველბლად უნდა ითქვას, რომ განსხვავებით სხვა სუპერგმირებისაგან მწვანე ჩირაღდნის კოსტუმი ჩვეულებრივი მატერიისაგან არაა წარმოქმნილი და ამიტომაც საკმაოდ მისაღები იქნებოდა, რომ დამატებითი ფული და დრო დაეხარჯათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეზე, თუ რათქმაუნდა ის ნამდვილი კოსტუმის შტაბეჭდილებას შექმნიდა, მაგრამ ტრეილერში მსგავსი ვერაფერი ვიხილეთ. მას შემდეგ როგორც ჩანს სტუდიამ გაითვალისწინა კრიტიკა და ერთი კვირის წინ ნაჩვენებ Wondercon-ის ვიდეოში ჰალ ჯორდანი ნამდვილად გაუმჯობესებული კოსტუმით ვნახეთ. ახლა კი Warner Bros.-მა გამოუშვა რაიან რეინოლდსის მწვანე ჩირაღდნის ახალი სურათები. სამწუხაროდ ნიღაბი ისევ ისეთივე ცუდია და საერთოდ ვერ მალევს ჩირაღდნის პიროვნებას.




ფილმში რეინოლდსთან ერთად ასევე მონაწილეობენ ბლეიკ ლაივლი, მარკ სტრონგი, პიტერ სარსგაარდი, ტიმ რობინსი და ჯეფრი რაში. მწვანე ჩირაღდანი დიდ ეკრანებზე ამერიკაში 17 ივნისს გამოვა.

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More