The Hollywood Reporter-ის მიხედვით კრისტოფერ ნოლანის მესამე ბეტმენის ქასთს კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა. ახალბედა ჯოშ პენსს აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქვს ნათამაშები, სადაც არმი ჰამერის დუბლიორი იყო ერთ-ერთი ტყუპი ძმის, ტაილერ უინკლევოსის როლზე. (შემდეგ ჰამერის სახე დაადეს ჯოშ პენსისას) წყაროს მიხედვით “ბნელი რაინდი: აღზევებაში” ის ახალგაზრდა რა’ს ალ გულს ითამაშებს flashback სცენებში. ბეტმენი: დასაწყისში ამავე პერსონაჟს ლაიმ ნისონი ასახიერებს და ზემოთ ფოტოდანაც ჩანს, რომ გარეგნული მსგავსების თვალსაზრისით პენსი ცუდი არჩევანი ნამდვილად არ არის. აღსანიშნავია, რომ პენსი ლაიამთან ერთად ასევე ითამაშებს ფილმში “ჩაძირობანა” (Battleship), რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების სამაგიდო თამაშზე.
ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გარი ოლდმენი, მორგან ფრიმენი, ან ჰეთეუეი, ტომ ჰარდი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, ჯუნო ტემპლი და მარიონ კოტიარი. ამ უკანასკნელის პერსონაჟი აქამდე გაურკვეველია, თუმცა პენსის რა’ს ალ გულზე დამტკიცება საფუძვლიანს ხდის იმ ჭორებს, რომლის მიხედვითაც კოტიარი მის შვილს ტალია ალ გულს ითამაშებს.
THR-ის მიხედვით პენსი გამოჩნდება სცენებში, რომლებიც მოგვითხრობს ძირითადი ისტორიის 30 წლის წინამდელ მოვლენებზე. “ბნელი რაინდი: აღზევება” კინოთეატრებში 2012 წლის 20 ივლისს გამოჩნდება.
0 კომენტარი:
Post a Comment