გამოვიდა ტარსემ სინგის ახალი ფილმის, "უკვდავების" ტრეილერი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მთავარ როლს ახალი სუპერმენი ჰენრი კავილი ასრულებს, რომელმსაც მხარს უბამენ ფრეიდა პინტო, ლუკ ევანსი, კელან ლატცი, იზაბელ ლუკასი და მიკი რურკი. ტარსემის წინა ორი ფილმის მსგავსად ტრეილერიდან ჩანს, რომ "უკვდავებიც" გამოირჩევა თავისი უნიკალური ვიზუალური ეფექტებით, რაც ამავდროულად ზაკ სნაიდერის "300–საც" ამსგავსებს. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ორივე ფილმს ერთი და იგივე პროდიუსერები ჰყავს და ასევე იმას, რომ ორივე რეჟისორი კოლეჯში ერთად სწავლობდა. "300–ის" გარდა ფილმის შინაარსობრივად ასევე წააგავს წინა წლის "ტიტანების შერკინებას" (რაც კარგი ნამდვილად არაა), ხოლო ტრეილერის ბოლო კადრი კი პირდაპირ "მფრინავი ხმლების სახლიდან" გადმოტანილსა ჰგავს. ქვემოთ იხილეთ ტრეილერი სინოპსისთან ერთად და თქვენ თვითონ შეაფასეთ.
ფილმის ტრეილერი
კადრი "მფრინავი ხმლების სახლიდან"
ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
სასტიკი და სისხლის ღვრას მოწყურებული მეფე ჰიპერიონი (მიკი რურკი) თავისი მომაკვდინებელი არმიით მთელ საბერძნეთს აწიოკებს დიდი ხნის წინ დაკარგული ეპიროსის მშვილდის ძიებაში. დაუმარცხებელი მშვილდის მეშვეობით, მეფეს შეეძლება ოლიმპოს ღმერთების დამხობა და სამყაროს უცილობელი მმართველიც გახდება. ჰიპერიონი და მისი ლეგიონები შეუბრალებლად ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზაზე დახვდებათ და მათ წინააღმდეგობას ვერავინ უწევს.უკვდავების ბიუჯეტი 115 მილიონ დოლარს შეადგენს და ის კინოთეატრებში 3D ფორმატში 2011 წლის 11 ნოემბრიდან გამოვა.
ქვისმთლელი თესევსი (ჰენრი კავილი) დაიფიცებს, რომ დედის სიკვდილის გამო ჰიპერიონზე შურს იძიებს. ის შეხვდება ორაკულ ფედრას (ფრიდა პინტო), რომელიც იწინასწარმეტყველებს, რომ მხოლოდ თესევსი შეძლებს ჰიპერიონის შეჩერებას. მისი დახმარებით, თესევსი ჩამოაყალიბებს მებრძოლთა პატარა ჯგუფს და მათთან ერთად ჩაებმება ბრძოლაში კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად.
0 კომენტარი:
Post a Comment