• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/19/2011

კოტიარი და გორდონ–ლევიტი ოფიციალურად “ბნელი რაინდი: აღზევებაში”

დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა სხვადასხვა ჭორები კრისტოფერ ნოლანის "ბნელი რაინდი: აღზევების" შესახებ. ამ ჭორების მიხედვით "დასაწყისის" მსახიობები მარიონ კოტიარი და ჯოზეფ გორდონ–ლევიტი კვლავ ითამაშებდნენ ნოლანის ფილმში და შესაბამისად შეასრულებდნენ ტალია ალ გულსა და ალბერტო ფალკონეს. დღეს კი ისინი უკვე ოფიციალურად მონაწილეობენ პროექტში, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა პერსონაჟების როლში მოგვევლინებიან.
გორდონ–ლევიტი კომისარ გორდონთან მომუშავე პოლიციელის ჯონ ბლეიკის როლს შეასრულებს, ხოლო კოტიარი Wayne Enterprises–ის დირექტორთა საბჭოს წევრს, მირანდა ტეიტს ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯოშ პენსი ახალგარდა რა'ს ალ გულს განასახიერებს, როგორც ჩანს ფილმში ტალიას ადგილი აღარ დარჩა ან "ბეტმენი: დასაწყისის" მსგავსად მარიონი ისევე თამაშობს მირანდა ტეიტს, როგორც ლაიამ ნისონმა ითამაშა ჰენრი დუკარდი (ფილმის გამოსვლამდე არავინ იცოდა, რომ დუკარდი ნამდვილი რა'ს ალ გული იყო). ნოლანმა მსახიობებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"როდესაც შენ თანამშრომლობ ისეთ ნიჭიერ ხალხთან, როგორებიც მარიონი და ჯო არიან, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამის გამეორება გინდა. მირანდასა და ბლეიკის როლზე თავიდანვე ისინი წარმომედგინა და მოუთმენლად ველი მათთან კიდერ ერთხელ მუშაობას."
"ბნელი რაინდი: აღზევებაში" მონაწილეობენ კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გარი ოლდმენი, მორგან ფრიმენი, ტომ ჰარდი, ენ ჰეთეუეი და უკვე მარიონ კოტიარი და ჯოზეფ გორდონ–ლევიტი. ნოლანი ფილმს გადაიღებს ძმასთან ერთად დაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც თავისმხრივ ეფუძნება კრისტოფერ ნოლანისა და დევიდ ს. გოიერის მიერ შექმნილ სიუჟეტს. ნოლანი ასევე ფილმის პროდიუსერიცაა დიდი ხნის პარტნიორებთან ემა თომასსა და ჩარლზ როვენთან ერთად. "ბნელი რაინდი: აღზევება" კინოთეატრებში 2012 წლის 20 ივლისს გამოვა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More