• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - რეცენზია

მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" - ტრეილერი და სურათები

გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.

სტივენ სპილბერის "საბრძოლო ცხენი" - პირველი ტრეილერი

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

"ბნელი რაინდი: აღზევება" - სამსახიობო გუნდი

კრისტოფერ ნოლანი კრებს სამსახობო გუნდს ბნელი რაინდის ტრილოგიის დასასრულისათვის. ფილმის მუდმივ მსახიობებს „დასაწყისის“ სამი მსახიობიც შეუერთდება.

3/29/2011

ტრონის კიდევ ერთი ვიდეო

ჯერ კიდევ იანვარში გამოცხადდა, რომ დისნეიმ გადაიღო დამატებითი მასალა, რომელიც თან დაერთვებოდა "ტრონი: მემკვიდრეობის" DVD/Blu-ray გამოშვებებს. ისინი განიხილებოდნენ შესაძლო გაგრძელებების წინაპირობებად. აპრილში ინტერნეტში აღმოჩნდა პირველი ვიდეო “ტრონი: შემდეგი დღე – ფლინი ცოცხალია”. (შეგიძლიათ იხილოთ კინობლოგის პოსტი ამის შესახებ) დღეს კი უკვე გავრცელდა მისი გაგრძელება. მეორე ვიდეო, რომელიც მოცულობით შედარებით მცირეა, პირდაპირ უკავშირდება მომდევნო ფილმის შესაძლო თემას, რაც აქამდეც სავარაუდო იყო. ტყუილად ხომ არ უნდა ჰქონოდა სილიან მერფს კამეო მეორე ფილმში. ვიდეოში ასახულია მისი და Master Control-ის მიმოწერა სემ ფლინის შესახებ.

3/28/2011

ემი ადამსი ლუის ლეინი იქნება

ზაკ სნაიდერისა და კრის ნოლანის "სუპერმენი: ფოლადის ადამიანების" მსახიობებიდან პირველი მთავარი გმირის, კლარკ კენტის როლის შემსრულებელი ჰენრი კავილი დაამტკიცეს. მას შემდეგ აქცენტი გადავიდა მეორეხარისხოვანი როლებზე, რომლებზეც დაიან ლენი დაკევინ კოსტნერი მოიწვიეს. გუშინ კი კლარკის "სასიყვარულო ინტერესის" ლუის ლეინის როლის შემსრულებელი გამოვლინდა. ჟურნალისტს ემი ადამსი შეასრულებს, რომელმაც გასული წლის ოსკარის ნომინანტ "მებრძოლში" ითამაშა და ამ ფილმით ოსკარზე მესამე ნომინაციაც მოიპოვა.

Hero Complex–ის მიხედვით სნაიდერმა პარიზში ყოფნისას შეატყობინა მსახიობს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ამ როლზე აქამდე შესაძლო კანდიდატებად ნატალი პორტმენი და ოლივია ვაილდი სახელდებოდნენ, თუმცა რეჟისრომა სხვა კანდიდატებს ემი ამჯობიბინა. აი რას ამბობს ზაკ სნაიდერი ადამსის შესახებ:
ჩვენ ძალიან დიდხანს ვეძებდით ლუისს. ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი როლია. ბევრ მსახიობთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის იყო ემი ადამსი და ამის შემდეგ ვიგრძენი, რომ ის შესაფერისი იყო როლისთვის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლარკის წარმოდგენა რეალურად და დღევანდელი მაყურებლისთვის გასაგებად, რომ მათ შეძლონ მისი ყველა გადაწყვეტილების გააზრება. ეს ლუისსაც ეხება, რადგან ისიც იმავე სამყაროში ცხოვრობს.

ფილმის პროდიუსერები არიან დებორა სნაიდერი, კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი და ჩარლზ როვენი. პრემიერის შესაძლო თარიღად სახელდება 2012 წლის დეკემბერი.

3/24/2011

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის" პირველი ტრეილერი

რამდენიმე ვიდეოს შემდეგ, Paramount-მა გამოუშვა "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის" პირველი ტრეილერი. ტრეილერი მეტწილად მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ავადმყოფურად გამხდარი და არმიის მიერ "დაწუნებული" სტივენ როჯერსი ამერიკის საუკეთესო ჯარისკაცად. ტრეილერი ასევე გაჯერებულია ექშენის სცენებით, თუმცა ნაკლებად ეხება კაპიტანი ამერიკისა და წითელი თავისქალის დაპირისპირებას. საინტერესოა ასევე რკინის კაცის მამის, ჰოვარდ სტარკის გამოჩენაც. ტრეილერი ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ველოდი, თუმცა აქვს რამდენიმე ხარვეზი. პირველია გამხდარი კრის ევანსი, რომელიც არც თუ ისე რეალურად გამოიყურება და ეტყობა კომპიუტერული გრაფიკის ხარვეზები. ასევე ფილმში გამოყენებული სამხედრო თვითმფრინავი, წყალქვეშა ნავი და წითელი თავისქალის ჯარისკაცთა აღჭურვილობა ფილმს უკარგავს ორმოციანი წლების ეფექტს და მეტად თანამედროვეს ამსგავსებს.



ჯო ჯონსტონის ფილმში ითამაშებენ კრის ევანსი (კაპიტანი ამერიკა), ნილ მაკდონოჰი (დუმ დუმ დუგენი), ტომი ლი ჯონსი (პოლკოვნიკი ფილიპსი), ჰუგო ვივინგი (წითელი თავისქალა), ჰეილი ეთველი (პეგი კარტერი), სტენლი ტუჩი (აბრაჰამ ერსკინი), სემუელ ლ. ჯექსონი (ნიკ ფიური), დომინიკ კუპერი (ჰოვარდ სტარკი), სებასტიან სტენი (ბაქი ბარნსი) და დერეკ ლუკი (გაბე ჯონსი).

სურათის ოფიციალური სინოფსისი:
დიდი დეპრესიის დროს დაბადებული სტივ როჯერსი გაიზარდა ღარიბ ოჯახში. ევროპაში ნაცისტების დაწინაურების შემდეგ, მან გადაწყვიტა არმიაში ჩაწერილიყო. თუმცა იმის გამო, რომ იყო სუსტი და ავადმყოფი, უარი უთხრეს. გენერალმა ჩესტერ ფილიპსმა, მას შემდეგ რაც გაიგო ბიჭის გულწრფელი სურვილის შესახებ, როჯერს შესთავაზა მონაწილეობა მიეღო სპეციალურ ექსპერიმენტში... ოპერაცია: ხელახლა დაბადება (Rebirth).

3/13/2011

ნუმი რაპასი "პრომეთეს" შესახებ

რიდლი სკოტი უბრუნდება სამეცნიერო–ფანტასტიკის ჟანრს ფილმ პრომეთეთი, რომელშიც მოქმედება "უცხოს" სამყაროში ვითარდება. ნუმი რაპასის, შარლიზ ტერონსა და მაიკლ ფასბენდერს არც ისე დიდი ხნის წინ შეუერთდნენ მსახიობები იდრის ელბა, შონ ჰარისი და კეიტი დიკი. ახლა კი The Daily Mail–ის ცნობით უკვე შესანიშნავ სამსახიობო ჯგუფს დაემატება ინგლისელი მსახიობი რეიფ სპოლი. რეიფ სპოლი ტიმოთი სპოლის შვილი გახლავთ და ცნობილია თავისი როლებით ედგარ რაიტის ფილმებში Shaun of the Dead და Hot Fuzz. ის ასევე გამოჩნდა რაიტის Grindhouse-ის ტრეილერ Don't-ში.

3/12/2011

კარიბის ზღვის ზომბი მეკობრეები

ჯერი ბრუკჰაიმერის კიდევ ერთი საპროდიუსერო ნამუშევარი, კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე სერია 20 მაისს გამოვა კინოთეატრებში. ფილმის რეჟისორი მიუზიკლების ეკრანიზაციით ცნობილი რობ მარშალია. რეჟისორი შეიცვალა, თუმცა ჯონი დეპი ბრუნდება ლეგენდარული ჯეკ ბეღურას განსასახიერებლად, რაშიც ის ყველაზე დიდ გასამრჯელოს აიღებს. ფილმის სინოფსისი და ტრეილერი უკვე გავრცელდა, ახლა  დისნეიმ გაავრცელა კარიბის ზღვის მეკობრეების ზომბი გმირების ნახატები, რომელთა ხილვა ტრეილერშიც შეგიძლიათ. სანამ ამ შემოქმედებას ნახავდეთ, შეგახსენებთ, რომ ფილმში ჯონი დეპთან ერთად მონაწილეობენ პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში და კევინ რ. მაკნელი.

3/11/2011

პირველი სურათები სპილბერგის "საბრძოლო ცხენიდან"

Dreamworks-მა გამოაქვეყნა სტივენ სპილბერგის სამხედრო დრამის პირველი სურათები. "საბრძოლო ცხენი" წლის ბოლოს გამოვა აშშ-ის კინოთეატრებში და იმდენად რამდენადაც მიჩნეულია ოსკარისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად, მისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. სტივენ სპილბერგი ამჯერად გვთავაზობს მაიკლ მორპურგოს ამავე სახელწოდების საბავშვო ნოველის ეკრანიზაციას. ფილმი მოგვითხრობს ცხენის, ჯოის შესახებ, რომელსაც გაყიდიან და ის მოხვდება პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე.

ნამდვილი "მფრინავი სახლი"?

მიუხედავად იმისა, რომ ოსკაროსანი "მფრინავი სახლი" (Up) ორი წლის წინ გამოვიდა, მაინც არ კარგავს აქტუალობას, რადგან ამ შემთხვევაში საქმე პიქსარს ეხება. ეს ანიმაციური ფილმი შესანიშნავია, თუმცა საინტერესოა მართლა დაფრინავენ თუ არა გასაბერ ბურთებზე გამობმული სახლები. ამის შემოწმება National Geographic TV-იმ სცადა გადაცემაში "How Hard Can It Be?" მათ ააგეს ისეთი სახლი, როგორიც კალს და ელის ჰქონდათ, შემდეგ მას თოკებით მიამაგრეს ჰელიუმით დაბერილი 300-მდე ბურთი და მხოლოდ იმის შემოწმებაღა დარჩათ მართლა შეიძლება თუ არა სახლით ფრენა. თქვენც კი შეგიძლიათ მზადების მთელი პროცესი და მძიმე შრომის შედეგი შემდეგ ვიდეოში იხილოთ.

3/09/2011

Fast Five - ის ახალი ტრეილერი

"სიჩქარის" ფრანჩიზეს ბოლო სერია აპრილის ბოლოს გამოდის კინოთეატრებში, მანამდე კი Universil - მა გაავრცელა ფილმის ახალი ტრეილერი. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი. რაც შეეხება მსახიობთა გუნდს, როგორც ძველი, რომლებიც წინა სერიებში მონაწილეობდნენ, ისე ახალი  მსახიობებიც გამოჩნდებიან ფილმში და საბოლოდ მსახიობთა შემდეგი ჯგუფი ჩამოყალიბდა: ვინ დიზელი, პოლ უოლკერი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, კრის "ლუდაკრის" ბრიჯესი, ტაირის გიბსონი, სანგ კენგი, გელ გებოტი, მეთ შულცი, ტეგო კალდერონი, დონ ომარი, ესლსა პეტეკი და ჯუაკიმ დე ალმეიდა. თუ გამოსვლის თარიღაც გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს პროდიუსორები სარგებლებენ იმ ფაქტორით, რომ წლის დასაწყისში ფილმები ნაკლებად გამოდის და სერიოზული შემოსავალს უმიზნებენ. რაც შეეხება თავად ფილმს, ტრეილერი ასახავს ძარცვის და პოლიციისგან გაქცევის კადრებს და შესაბამისად ფილმისგან "მეხუთე სიჩქარე" უფრო მეტ საინტერესო მომენტს უნდა ველოდოთ. ახლა კი თქვენც შეაფასეთ ტრეილერი.


3/08/2011

ვუდი ალენის კიდევ ერთი ევროპული ვოიაჟი

ვუდი ალენი თავის ევროპული ტურნეს აგრძელებს და ამჯერად ის ქალაქ რომის დაპყრობას აპირებს. Variety–სთან საუბრისას ალენმა განაცხადა:
"მე მიყვარს ეს დახვეწილი და ცივილიზებული მეტროპოლიები. ყოველ ჯერზე თითქოს ამ ადგილებს სასიყვარულო წერილებს ვუძღვნი და ყოველი ახალი პროექტის დროს ჩემი მათდამი გრნობები ეკრანზე გადამაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ იგივეს შევძლებ რომშიც." 
 ყველამ კარგად იცის, რომ ალენის ფილმოგრაფიაში ევროპასა და ევროპის დიდ ქალაქებს დიდი ადგილი უკავიათ.

3/05/2011

"კუნგ-ფუ პანდა 2-ის" მეორე ტრეილერი და "ჩექმებიანი კატის" ტიზერი

Dreamworks-მა გამოაქვეყნა 2011 წელს გამოსასვლელი თავისი ორივე მულტფილმის, ჩექმებიანი კატისა და კუნგ-ფუ პანდა 2-ის ტრეილერები. ტიზერისა და ე.წ. Super Bowl Spot-ისაგან განსხვავებით კუნგ-ფუ პანდა 2"–ის ტრეილერი გვაწვდის ინფორმაციას ფილმის სიუჯეტთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება "ჩექმებიანი კატის" ტრეილერს, ის ნამდვილი ტიზერია.

კუნგ-ფუ პანდას პირველი სერია 2008 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური სურათი გახდა და ასევე ოსკარზეც იყო ნომინირებული საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Dreamworks-მა სიკველის გადაღება გადაწყიტა. ფილმის სცენარს დაწერს ოსკაროსანი ჩარლი კაუფმანი (ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება),

ჰოლივუდის 8 ვარსკვლავის კარიკატურა

ჰოლივუდის თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი მონაწილეობს ანიმაციურ ფილმებში. სხვადასხვა დროს ტომ ჰენქსი იყო სათამაშო კოვბოი, ჯორჯ კლუნი მელა, ანჯელინა ჯოლი ვეფხვი, ედი მერფი ვირი, ჯონი დეპი კი სულ ახლახანს გახდა ხვლიკი რანგო. მართალია ანიმაციის ყურების დროს მხოლოდ მსახიობების ხმას ვისმენთ, თუმცა გასაკვირია, რამდენად შეესაბამებიან და გვანან ისინი თავიანთ გმირებს.
ახლა შემოგთავაზებთ ანიმაციურ კარიკატურებს რვა ცნობილი მასახიობისას და თქვენ შეაფასეთ ისინი.

ნაცისტების 3D ფილმები

Variety გვაუწყებს, რომ ავსტრალიელმა კინორეჟისორმა ფილიპ მორამ აღმოაჩინა 1936 წელს ნაცისტების მიერ  გადაღებული ორი 30 წუთიანი შავ–თეთრი ფილმი, რომელიც ყველასდა გასაკვირვად 3D ფორმატში აღმოჩნდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მორამ საინტერესო მასალა აღმოაჩინა მესამე რაიხის კინემატოგრაფიასთან დაკავშირებით. მის 1973 წლის დოკუმენტურ ფილმ "სვასტიკაში" ნაჩვენები იყო ევა ბრაუნის მიერ გადაღებული ჰიტლერის იმ დროისათვის ჯერ უნახავი ფერადი კადრები

დისნეის გაცოცხლებული პერსონაჟები

ცნობილი ფოტოგრაფი ენი ლიებოვიცი აგრძელებს ჰოლივუდის მსახიობებით დისნეის პერსონაჟების გაცოცხლებას. წარსულში მან რეიჩელ ვაიზი ფიფქიად, ხოლო სკარლეტ იოჰანსონი კონკიად აქცია. ამჯერად ის ახალი სურათებით ბრუნდება, რომელშიც მან სხვა სახით წარმოგვიდგინა მსახიობები ოლივია ვაილდი, ალეკ ბოლდვინი, ჯეფ ბრიჯესი, პენელოპა კრუზი და ქვინ ლატიფა.

ქვემოთ სურათებთან ერთად იხილეთ ვიდეო გადასაღები მოედნიდან ოლივია ვაილდის, ალეკ ბოლდვინისა და ქვინ ლატიფას კომენტარებით.

კრისტენ სტიუარტი ფიფქიას ითამაშებს

Deadline-ის ცნობით რეჟისორმა რუპერტ სანდერსმა სურათის "ფიფქია და მონადირე", მთავარ როლზე დაამტკიცა კრისტენ სტიუარტი, რომელსაც აქამდე როლისთვის სელენა გომეზი ეცილებოდა. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა პალეკ პატელმა განაცხადა, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ბოლო ფაზაში შევიდა. სტიუარტის გარდა ფილმში ასევე მონაწილეობს შარლიზ თერონი, რომელიც ბოროტი დედოფალის როლს შეასრულებს. მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა უარი თქვა მონადირე ერიკის როლის შესრულებაზე, ამ როლზე ვიგო მორტენსენი განიხილება. კრისტენი ბინდის გადაღებებს აპრილში დაასრულებს და აგვისტოში ის უკვე ფიფქიას შეუერთდება.

ტომ ჰარდის შეშლილი მაქსის გადაღებები 2012 წლის იანვარში დაიწყება

ჯორჯ მილერი, მელ გიბსონის შეშლილი მაქსის ტრილოგიის რეჟისორი, უკვე დიდი ხანია მეოთხე სერიის გადაღებაზე მუშაობს. თავდაპირველად ფილმის გადაღებები $100 მილიონიანი ბიუჯეტით 2009 წელს უნდა დაწყებულიყო და მასში ტომ ჰარდისა (რომელიც მელ გიბსონს ჩაანაცავლებს და შეშლილ მაქსს ითამაშებს) და შარლიზ ტერონს უნდა მიეღო მონაწილეობა. მილერს უკვე დაწყებული ჰქონდა ფილმისათვის მასიური დეკორაციებისა და მანქანების აგება, როცა მოულოდნელად ფილმის წარმოება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

3/04/2011

"აპოლონ 18-ის" და "კონანის" პოსტერი

ინტერნეტში გავრცელდა აპოლონ 18-ის საერთაშორისო პოსტერი, მარკუს ნისპელის კონანის მოძრავ პოსტერთან ერთად. აპოლონ 18 მოგვითხრობს მთვარეზე გაშვებულ საიდუმლო მისიაზე, რომელიც სინამდვილეში სავარაუდოდ არ განხორციელებულა.  თავდაპირველად აპოლონ 18-ის გამოსვლა 4 მარტისათვის იგეგმებოდა, მაგრამ უცხოპლანატელებზე გადაღებულ სხვა ფილმის, ბრძოლა: ლოს ანჯელესის გამო მისმა გამოსვლის თარიღმა აპრილის ბოლოსკენ გადაიწია. რაც შეეხება კონანს, ის წარმოადგენს არნოლდ შვარცნეგერის ფილმის რებუთს, რომელშიც თამაშობენ ჯეისონ მომოა, სტივენ ლენგი, რეიჩელ ნიკოლსი და რონ პერლმანი.

"წყალი სპილოთათვის" – ახალი ტრეილერი

20th Century Fox-მა გამოუშვა ახალი ტრეილერი ფილმისა "წყალი სპილოთათვის", რომელიც არის სარა გრუენის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია. მისი რეჟისორი ფრენსის ლოურენსია ("მე ლეგენდა ვარ"). ფილმში მთავარ როლს თამაშობს რობერტ პეტინსონი. მისი გმირი – ჯეიკობი ვეტერინარული სასწავლებლის უფულო და ახლადდაობლებული სტუდენტია, რომელიც მუშაობას მოხეტიალე ცირკში იწყებს. მას  იქაური მსახიობი ქალი (რიზ უიზერსპუნი) უყვარდება, რომელიც ცირკის გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე მფლობელის (კრიტოფ ვოლცი) ცოლი აღმოჩნდება. ახალი ტრეილერი გვთავაზობს ბევრ ისეთ კადრს, რომელიც არ იყო პირველ ტრეილერში. ერთი შეხედვით ფილმი ვიზუალურად შთამბეჭდავია. მისი პრემიერა 22 აპრილს შედგება, ახლა კი საშუალება გეძლევათ თვითონ შეაფასოთ ტრეილერი.


"ჰობიტის" ქვესათაურები; იან ჰოლმის დაბრუნება სათუოა

TheOneRing.net იუწყება, რომ New Line Cinema-მ პიტერ ჯექსონის ჰობიტის ფილმებისათვის ორი სახელი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთი ტოლკინის წიგნის თავდაპირველი დასახელების (The Hobbit, or There and Back Again) მცირე სახეცვლილებას წარმოადგენს. სავარაუდოდ პირველ ფილმს ერქმევა ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა, ხოლო მეორეს - ჰობიტი: იქით და აქეთ. ახალი სათაურები უკეთესად ჟღერს ვიდრე უბრალოდ I და II ნაწილი და ამავდროულად ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ნაკვალევს მიუყვება, რომლის ყოველ ნაწილს  საკუთარი ქვესათაური ჰქონდა. ამასთანავე განსხვავებული სათაურები პრიკველებს ერთმანეთისაგან უკეთესად გამოარჩევს.

"ბრძოლა: ლოს ანჯელესის" ახალი სატელევიზიო ტრეილერები და კლიპები

Columbia Pictures-მა გამოუშვა ბრძოლა: ლოს ანჯელესის" ცხრა ახალი სატელევიზიო კლიპი და ტრეილერი. მათი უმეტესობა ერთსა და იმავე კადრებს შეიცავს, ამიტომ ფილმის სიუჟეტზე საკმარისზე მეტ ინფორმაციას არ გვაწვდის.

ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
წლების განმავლობაში უცხოპლანეტელების თვალთვალის შემთხვევები შეინიშნებოდა მთელ მსოფლიოში – ბუენოს აირესში, სეულში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩინეთში. მაგრამ 2011 წელს ის, რაც მხოლოდ თვალთვალი იყო გადაიქცა საშინელ რეალობად, როცა უცნობი ძალები დედამიწას თავს დაესხნენ. როცა ხალხი უყურებს მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ნგრევას, ლოს ანჯელესი ხდება ბრძოლის უკანასკნელი ადგილი კაცობრიობის გადარჩენისთვის. ახლა ყველაფერი საზღვაო ქვეითთა სერჟანტსა და მის ოცეულზეა დამოკიდებული, რომლებიც უნდა შეებრძოლონ მტერს, რომლის მსგავსსაც არასდროს დაპირისპირებიან.
პირველი ორი სატელევიზიო კლიპი 1942 წლის 25 თებერვლის რეალურ მოვლენებსაც ასახავს, რომლებსაც  ნაწილობრივ ეფუძვნება ბრძოლა: ლოს ანჯელესი. ბევრი თვლის, რომ ამ დღეს ლოს ანჯელესის თავზე რამდენიმე ამოუცნობი საფრენი ობიექტი შენიშნეს.


 
შემდეგ შვიდ ვიდეოში კი ყურადღება გამახვილებულია უცხოპლანეტელთა თავდასხმაზე და მათ იდუმალებით მოცულ ბუნებაზე.





 




ბრძოლა: ლოს ანჯელესი ამერიკის კინოთეატრებში 11 მარტს გამოვა.

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - ვივინგის პირველი სურათი და ოფიციალური სინოპსისი

მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინ ე.წ. "მარველის სამყაროს ფილმების სერიის" კიდევ ერთი ფილმის "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" (Captain America: The First Avenger) პირველი ტრეილერი გამოვიდა, დღეს EW უკვე გვთავაზობს ჰუგო ვივინგის, როგორც "წითელი თავისქალის" პირველ სურათს. ვივინგთან ერთად ფილმში მონაწილეობენ კრის ევანსი, ჰეილი ეთველი, ტომი ლი ჯონსი, ტობი ჯონსი და სტენლი ტუჩი. სურათი კინოთეატრებში 22 ივლისიდან გამოჩნდება 3D ფორმატში.

ჰუგო ვივინგის ჩაცმულობა შეგიძლიათ შეადაროთ პერსონაჟს კომიქსიდან.

3/03/2011

ოსკარი 2011 - მასპინძლები და საინტერესო ფაქტები (ვიდეოები)

ოსკარის 83–ე ცერემონიის გახსნა შთამბეჭდავი იყო. ფილმი "დასწყისის" იდეაზე დაფუძნებული ვიდეოკლიპი, რომელშიც ახალგაზრდა მასპინძლები ენ ჰეთეუეი და ჯეიმზ ფრანკო მონაწილეობდნენ წინა წლის მასპინძელ ალეკ ბოლდუინსა და მორგან ფრიმენთან ერთად. ნომინანტ ფილმებში მოგზაურობა დროში გადაადგილებით დამთავრდა. შემდეგ სცენაზე თვით ჯეიმზი და ენი გამოჩნდნენ. ენი ახალი კაბით და ჯეიმზი მობილურით ხელში (იღებდა ვიდეოებს Twitter–ზე ასატვირთად - http://twitter.com/jamesfranco)

"ტრონი: აჯანყება"

"ტრონი: მემკვიდრეობის" გამოსვლის შემდეგ გადაწყდა ტრონის ისტორიის კიდევ უფრო გამდიდრება, ამჯერად Disney-ის ანიმაციური სერიალით. "ტრონი: აჯანყების" რეჟისორები იქნებიან ჩარლი ბინი, შონ ბეილი და "ტრონი: მემკვიდრეობის" ავტორი ჯოზეფ კოსინსკი. მულტსერიალის პირველი სეზონი გამოვა 2012 წლის ზაფხულში, რომელიც ათი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი. სტატიის ბოლოს იხილეთ ტრეილერი.

მეფის ნამდვილი სიტყვა (ვიდეო)

ოსკაროსანი ფილმის "მეფის სიტყვის" გამოსვლის შემდეგ ბევრი დაინტერესდა იმით, თუ სინამდვილეში როგორი იყო მეფე ჯორჯ VI-ის სიტყით გამოსვლები. მეც ცოტა ხნის წინ მოვძებნე და Youtube-ში რამდენიმე საინტერესო ვიდეოს წავაწყდი.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ფილმის სიუჟეტი არც თუ ისე ზუსტია. მართალია პრინცმა ალბერტმა ლოგს მართლაც 1925 წელს სტადიონზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიაკითხა, რომელზეც მას დიდი პრობლემები შეექმნა საუბართან დაკავშირებით, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ კურსი მიატოვა და 1934 წლამდე ლოგი აღარ უნახავს. სინამდვილეში ჯორჯ VI-ის მდგომარეობის გაუმჯობესება გაცილებით მალე მოხდა და 1927 წელს ის უკვე გამართულად საუბრობდა კანბერაში, ავსტრალიის პარლამენტში გამოსვლისას.

"ბნელი რაინდი: აღზევების" შესაძლო სიუჟეტი

რესურსი Badass Digest იუწყება, რომ ნოლანის გადამღებ გუნდთან დაახლოებული წყაროს მეშვეობით შეიტყვეს მნიშვნელოვანი დეტალები სიუჟეტიდან, კონკრეტულად იმის შესახებ თუ ვის დაუპირისპირდება ბრიუსი მესამე სერიაში და როგორ მოერგებიან ბეინი (ჰარდი) და ქალი–კატა (ენ ჰეთეუეი) ფილმს.

საიტი ირწმუნება, რომ ენ ჰეთეუეის გმირი, რომელიც იქნება ქალი–კატა და არა უბრალოდ სელინა კაილი, როგორც ეს თავად დაადასტურა, სულაც არ მოგვევლინება ფილმში ბეტმენის მოწინააღმდეგედ. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფილმის დასაწყისში ის უპირისპირდება თუ არა ბეტმენს, სტატიის მიხედვით დასკვნით ნაწილში ის ბეტმენის მოკავშირე იქნება.

დაიან ლეინი სუპერმენის დედას ითამაშებს

მას შემდეგ, რაც სუპერმენის პროდიუსერმა და ე.წ "ნათლიამ", კრისტოფერ ნოლანმა რეჟისორის სავარძელი ზაკ სნაიდერს არგუნა, დაიწყო მომავალი ფილმის სამსახიობო გუნდზე ფიქრიც. პირველი, ვინც როლზე დაამტკიცეს იყო "ტიუდორების" ვარსკვლავი ჰენრი კავილი, რომელიც შეასრულებს სუპერმენს/კლარკ კენტს. ამას მოჰყვა ჭორები კიდევ ორი მსახიობის შესახებ. Deadline-მა გამოაქვეყნა სტატია, რის მიხედვითად Warner Bros. და Legendary Pictures დაინტერესებული არიან ფილმში მოიწვიონ კევინ კოსტნერი. უარყოფითი გმირის, გენერალი ზოდის როლზე განიხილება ვიგო მორტენსენი

Warner. Bros.-მა კი ახლახანს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კევინ კოსტნერის ცოლს, მართა კენტს ითამაშებს დაიან ლეინი. ლეინმა 2002 წელს ფილმისთვის "ორგული" დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, სადაც მან ითამაშა რიჩარდ გირთან ერთად. წინა წელს კი მან ასევე მთავარი როლი შეასრულა ბიოგრაფიულ სურათში "სამდივნო".

ზაკ სნაიდერმა ლეინის შესახებ განაცხადა:
ეს ჩემთვის კასტინგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მართა კენტი არის ქალი, რომლის მორალურმა ღირებულებებმა ჩამოაყალიბა ადამიანი, რომელსაც ვიცნობთ სუპერმენის სახელით.

ცნობილია, რომ დევიდ ს. გოიერის სცენარი, რომელიც დაფუძნეულია ნოლანისა და გოიერის ამბავზე არ მოგვითხრობს სუპერმენის წარმოშობის შესახებ, თუმცა მის გამზრდელ მშობლებს სიუჟეტში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი უჭირავთ.

ფილმის პროდიუსერები არიან დებორა სნაიდერი, კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი და ჩარლზ როვენი. პრემიერის შესაძლო თარიღად სახელდება 2012 წლის დეკემბერი.

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More