Deadline-ის ცნობით შონ პენი გეგმავს შეუერთდეს კრისტიან ბეილს სამხედრო დრამაში „უკანასკნელი ფოტოსურათი“. ფილმის რეჟისორი შვედი ნილს არდენ ოპლევია (გოგონა დრაკონის სვირინგით), ხოლო სცენარს კურტ ჯონსტედი დაწერს. ფილმზე უფლებები აქამდე Warner Bros.–ს გააჩნდა, მაგრამ ახლა სურათს Dark Castle დააფინანსებს. ფილმის იდეა ზაკ სნაიდერს ეკუთვნის, რომელიც ცოლთან, დებორა სნაიდერთან ერთად ფილმის პროდიუსერიცაა. უკანასკნელ ფოტოსურათში მოქმედება ავღანეთში ვითარდება. ბეილი სამხედრო კორესპონდენტს ითამაშებს, ხოლო პენი კი – გადამდგარ ჯარისკაცს, რომელსაც ბეილის პერსონაჟი ინფორმაციის სანაცვლოდ ეხმარება დაკარგული ნათესავის პოვნაში. წყარო იმასაც ირწმუნება, რომ შონ პენი იმდენადაა დაინტერესებული პროექტში მონაწილეობის მიღებით, რომ უარიც კი თქვა „ფოლადის ადამიანსა“ და „განგსტერთა დაჯგუფებაში“ თამაშზე.
ფილმის გამოსვლა 2012 წლისათვის იგეგმება, ხოლო გადაღებები სავარაუდოდ „ბნელი რაინდი: აღზევების“ დასრულებისთანავე დაიწება.
0 კომენტარი:
Post a Comment