• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/03/2011

"მწვანე ჩირაღდნის" 4-წუთიანი ვიდეო

Warner Bros.-მა გამოუშვა DC კომიქსზე დაფუძნებული კიდევ ერთი ფილმის, Green Lantern-ის ვიდეომასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ WonderCon-ზე აჩვენეს. ვიდეო ძირითადად ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ გახდა ჰალ ჯორდანი (რაიან რეინოლდსი) პირველი ადამიანი "მწვანე ჩირაღდანი" და როგორ გაწევრიანდა იმ დიდ საძმოში, რომელსაც სინესტრო (მარკ სტრონგი) ხელმძღვანელობს. საკმაოდ კარგადაა ნაჩვენები პლანეტა ოა და საძმოს წევრები, რომლებიც იქ იკრიბებიან. ვიდეო ასევე შეიცავს რამდენიმე კადრს, სადაც ნაჩვენებია ექშენ სცენები, რომელშიც ჰალი პარალაქსს, დიდ ყვითელ-შავ მასას, ებრძვის. WonderCon-ზე ასევე გამოქვეყნდა ახალი პოსტერი, რომელზე მთავარი პერსონაჟის გაუმჯობესებული კოსტუმი ჩანს.


ფილმის რეჟისორია მარტინ კემპბელი (კაზინო როიალი). მთავარ როლებს ასრულებენ რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, პიტერ სარსგარდი, მარკ სტრონგი და სხვები. ჯეფრი რაში ახმოვანებს ტომარ-რის, ჩიტისთავიან უცხოპლანეტელს, რომელიც ჯორდანს ეგებება ოაზე. სურათის პრემიერა შედგება 17 ივნისს.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More