• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/16/2011

"კოვბოები & უცხოპლანეტელები" – ტრეილერი 2

გამოვიდა ჯონ ფავროს ახალი ფილმის “კოვბოებისა & უცხოპლანეტელების” მეორე ტრეილერი. “კოვბოები & უცხოპლანტელები” 2006 წლის ამავე სახელწოდების მქონე კომიქსის მიხედვითაა გადაღებული და როგორც სათაურიდანვე ჩანს ველური დასავლეთის მკივდერებისა და არაამქვეყნიური არსებების დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. ახალი ტრეილერი მართალია უკეთეს შთაბეჭდილებას გვიქმნის თუ რას უნდა მოველოდეთ ფილმისაგან, მაგრამ წინამორბედის მსგავსად აქაც ვერ ვხედავთ უცხოპლანეტელებს (თუ არ ჩავთვლით ხელს, რომელიც სულ ერთი წამით ჩნდება კადრში ან ოლივია ვაილდს, რომელიც ინტერნეტში გავრცელებული აზრის მიხედვით უცხოპლანეტელს თამაშობს) და სავარაუდოდ ფილმის გამოსვლამდე ვერც ვიხილავთ.



ფილმში თავდაპირველად რობერტ დაუნი უმცროსს უნდა ეთამაშა, მაგრამ შერკოლ ჰოლმის მეორე სერიის გამო პროექტში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა. საბოლოოდ ის თვით ჯეიმს ბონდმა, დენიელ კრეიგმა ჩაანაცვლა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმ შესანიშნავი სამსახიობო ჯგუფისა, რომელსაც ჯონ ფავრომ მოუყარა თავი. კრეიგთან ერთად ფილმში ასევე თამაშობენ ჰარისონ ფორდი, ოლივია ვაილდი, სემ როკველი, ადამ ბიჩი, კეიტ კარადინი და პოლ დანო. გარდა ამისა ფილმის პროდიუსერები თვით სტივენ სპილბერგი, რონ ჰოვარდი და ბრაინ გრეიზერი არიან, ხოლო სცენარისტები კი – ალექს კურცმანი, რობერტო ორსი (ვარსკვლავური გზა) და დეიმონ ლინდელოფი (დაკარგულები). ფავროს მხრიდან ერთგვარი სარისკო გადაწყვეტილება იყო ორ ერთმანეთისაგან განსხვავებული ჟანრის, ვესტერნისა და სამცენიერო–ფანტასტიკის გაერთიენება, რადგანაც წარსულში მსგავსი ფილმები ყოველთვის უხარისხო გამოდიოდა (ველური ველური დასაველეთი თუნდაც). მაგრამ როგორც ფავრომ განმარტა მას ვესტერნის გადაღება სურდა, რომელსაც სტუდია არ უფინანსებდა. მაგრამ როდესაც ფილმში უცხოპლანეტელებიც შემოვიდნენ, სტუდიამაც მწვანე შუქი აანთო. თუ გავითვალისწინებთ ფილმის ტონს (რომელიც ნამდვილად შეესაბამება ვესტერნისას), სამეცნიერო ფანტატიკებისათვის დამახასიათებელ ბრწყინვალე სპეცეფექტებსა და მასზე მომუშავე გუნდს, შედეგად ვიღებთ 2011 წლის ერთერთი ყველაზე ამბიციური ფილმს, რომელიც იმედებს ნამდვილად არ გაგვიცრუებს. კოვბოები & უცხოპლანეტელები კინოთეატრებში 29 ივლისს გამოვა.


ქვემოთ იხილეთ ფილმის ოფიციალური სინოპსისი:

1873. არიზონა. მეხსიერება დაკარგული უცხოელი შემთხვევით აღმოჩნდება Absolution–ის ქალაქში. წარსულის ერთადერთი გადმონაშთი არის მხოლოდ საიდუმლოებით მოცული იარაღი–ბორკილი, რომელიც მას ხელზე უკეთია. უცხოელი აღმოაჩენს, რომ ქალაქის მაცხოვრებლებს არ უყვარს უცნობები და ქუჩებში ნაბიჯსაც კი ვერავინ დგამს პოლკოვნიკი დოლარჰაიდის ნებართვის გარეშე. ეს არის ქალაქი, რომელიც შიშში ცხოვრობს.

მაგრამ ქალაქს საფრთხე უმუქრება, როდესაც მას ციდან მოსული უცხოპლანეტელთა რასა ესხმის თავს. მაშინ კი უცხოელი, რომელსაც ზურგი შეაქციას მათი გადარჩენის ერთადერთი იმედი ხდება. როდესაც ის ნელნელა იწყებს თავისი წარსულის გახსენებას, ხვდება, რომ მან იცის საიდუმლო, რომელიც ქალაქს უცხოპლანეტელებთან წინააღმდეგ ბრძოლაში მისცემს შანს. მოუხელთებელი მოგზაურის ელას დახმარებით, ის ყოფილი მოწინააღმდეგეებისაგან – ქალაქის მაცხოვრებლების, დოლარჰაიდისა და მისი ხალხის, კანონგარეშეებისა და აპაჩეებისაგან – შეკრებს რაზმს და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულები დაიწყებენ ბრძოლას გადარჩენისათვის.

ჯანრი: ექშენ თრილერი
მსახიობები: დენიელ კრეიგი, ჰარისონ ფორდი, ოლივია ვაილდი, სემ როკველი, ადამ ბიჩი, პოლ დანო, ნოა რინჯერი
რეჟისორი: ჯონ ფავრო
სცენარი: რობერტო ორსი & ალექს კურცმანი & დეიმონ ლინდელოფი
პროდიუსერები: ბრაიან ბრეიზერი, რონ ჰოვარდი, ალექს კურცმანი,რობერტო ორსი, სკოტ მიტჩელ როზენბერგი

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More