მას შემდეგ, რაც ჰენრი კავილი ოფიციალურად დაამტკიცეს ზაკ სნაიდერის "სუპერმენი: ფოლადის ადამიანში", ინტერნეტში გავრცელდა მრავალი ჭორი თუ ვინ ითამაშებდნენ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. რამდენიმე თვის წინ სნაიდერმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ გენერალი ზოდი იქნებოდა მთავარი უარყოფითი გმირი სუპერმენის ახალ სერიაში. მიუხედავად ამისა, The Hollywood Reporter-ის ცნობით ვიგო მორტენსენი არის მთავარი კანდიდატი ზოდის როლისათვის ბრძოლაში.
ის ჰენრი კავილსა და კევინ კოსტნერს შეუერთდება, რომელიც სავარაუდოდ ჯონათნ კენტს ითამაშებს. ცოტა ხნის წინ Latino Review–მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სნაიდერი ეძებდა მსახიობს, რომელიც შეასრულებდა ზოდის თანამებრძოლ ურსას. ამ როლისათვის განიხილებოდნენ დაიან კრუგერი, ელის ივი და როზამუნდ პაიკი. ასე რომ, სჩანს გენერალი ზოდი, რომელიც ტერენს სტემპმა ითამაშა სუპერმენის პირველ ორ სერიაში, კვლავ დაბრუნდბ დიდ ეკრანზე. მორტენსენი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას "ფიფქიასა და მონადირეში" მონაწილეობისათვის. ასე რომ, ვიგოს მათ შორის არჩევნის გაკეთება მოუწევს.

ფილმის კინოთეატრებში გამოსვლა იგეგმება 2012 წლის დეკემბერი.
0 კომენტარი:
Post a Comment