20th Century Fox-მა გამოაქვეყნა მეთიუ ვონის "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" ორი ახალი ტრეილერი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტრეილერი წინა ტრეილერის მსგავსად იწყება, მათში მაინცაა ბევრი ახალი საინტერესო კადრი და ასევე პირველად გვეძლევა საშუალება ვიხილოთ ოლივერ პლატისა და რეი ვაზის პერსონაჟები. საბოლოო ჯამში ტრეილერში უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ჩარლზ იქსავიერისა და ერიკ ლენშერის ურთიერთობას და ასევე დანარჩენ იქს–ადამიანებს, ვიდრე ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბს, რომელიც თუ არ ჩავთვლით აზაზელისა და ემა ფროსტის რამდენიმე წამიან კადრს, ტრეილერში საერთოდ არ ფიგურირებს. ასევე, როგორც ჩანს ზოე კრავიცის ენჯელ სალვადორი და ედი გათეგის დარვინი იქს–ადამიანების საბოლოო შემადგენლობაში არ შედიან და ფილმში მხოლოდ ექვს კაციან იქს–ადამიანებს ვიხილავთ. ორივე ტრეილერთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ახალი პოსტერი.
"იქს–ადამიანები: პირველ კლასში" მონაწილეობენ ჯეიმს მაკავოი, მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი, ნიკოლას ჰოლტი, ჯეისონ ფლემინგი, ზოე კრავიცი, ლუკას ტილი, რეი ვაიზი და ოლივერ პლატი.
ფილმი კინოთეატრებში 3 ივნისს გამოვა.
0 კომენტარი:
Post a Comment