• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/16/2011

“ბნელი რაინდი ბრუნდება”

Bleeding Cool-ის ცნობით Warner Bros. გეგმავს ბეტმენზე შექმნილი ერთ–ერთი საუკეთესო კომიქსის ადაპტაციის გადაღებას. ფრენკ მილერისა და კლაუს ჯენსონის “ბნელი რაინდი ბრუნდება” ანიმაციური ფილმი იქნება და DVD დისკებზე სავარაუდოდ 2012 წლისათვის გამოვა. იმათთვის, ვისთვისაც უცნობია ეს კომიქსი, მასში მოთხრობილია 55 წლის ბრიუს უეინის ამბავი, რომელიც კვლავ ბეტმენი ხდება დიდი ხნის მტრის ჰარვი დენტის დასამარცხებლად. შედეგად მას არა მარტო ქუჩის ბანდებთან უწევს ბრძოლა, არამედ ჯოკერთან, აშშ–ის მთავრობასთან და თვით სუპერმენთანაც კი. Bleeding Cool “რამდენიმე წყაროზე” დაყრდნობით იმასაც იტყობინება, რომ წარსულში გადაღებული ბეტმენის ანიმაციების რამდენიმე ვეტერანი იმუშავებს ბნელი რაინდის ადაპტაციაზე. “ბნელი რაინდი ბრუნდება” არ არის ერთადერთი ბეტმენი, რომელზედაც Warner Bros. მუშაობს. კრისტოფერ ნოლანის ბნელი რაინდის ტრილოგიის მესამე ნაწილთან ერთად წლის ბოლოსათვის ასევე მოგვეცემა საშუალება ვნახოთ ფრენკ მილერის კიდევ ერთი კლასიკის “ბეტმენი: პირველი წელიწადის” ადაპტაცია, რომელიც ასევე ანიმაციური ფილმი იქნება.

ქვემოთ მოცემულია ბნელი რაინდი ბრუნდებას ოფიციალური სინოპსისი:

ბეტმენის გადადგომიდან ათი წლის შემდეგ გოთემი უკანონობაში ჩაიძირა. და ახლა როდესაც ქალაქს ის ყველაზე მეტად სჭირდება, ბნელი რაინდიც ბრუნდება. კერი კელთან ერთად, ბეტმენი იწყებს ქუჩების გასუფთავებას მუტანტების ბანდებისაგან, რომლებიც აოხრებენ ქალაქს. მას შემდეგ კი რაც მის ორ უდიდეს მტერს, ჯოკერსა და ორსახოვანს, დაუპირისპირდება, ბეტმენს ასევე უწევს ყოფილ მოკავშირის, სუპერმენის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმაც, რომლიდანაც მხოლოდ ერთერთი გადარჩება.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More