• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/27/2011

"მწვანე ჩირაღდნის" ბიუჯეტი იზრდება; სინესტროსა და კილოვოგის პოსტერები

"მწვანე ჩირაღდნის" გამოსვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად, Warner Bros. ფილმის მარკვეტინგს აძლიერებს. წინა კვირას გამოქვეყნებულ ტომარ–რის პოსტერს, დღეს სტუდიამ სინესტროსა და კილოვოგის პოსტერებიც დაუმატა. კომიქსში სინესტრო ჰალ ჯორდანის (რაიან რეინოლდსი) მენტორია, რომელიც საბოლოოდ მწვანე ჩირაღდანთა კორპუსს განუდგება და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ხოლო რაც შეეხება კილოვოგს, ის ჩირაღდანთა კორპუსის დამსახურებული წევრია, რომელსაც ახალწვეულების გაწვრთნა ევალება (მათ შორის ჯორდანისაც). ფილმში სინესტროს ინგლისელი მსახიობი მარკ სტრონგი თამაშობს, ხოლო კილოვოგი თავისი არაადამიანური გარეგნობის გამო მთლიანად კომპიუტერითაა შექმნილი და მას მაიკლ კლარკ დანკანი ახმოვანებს. პოსტერები იხილეთ ქვემოთ.


ახლა, რაც შეეხება ფილმის ჯერჯერობით ყველაზე სუსტ მხარეს – სპეცეფექტებს. განსხვავებით სხვა სუპერგმირებისაგან, მწვანე ჩირაღდნის კომიქსი შეიცავს უცხოპლანეტელთა უამრავ სახეობას, მათ სამყაროებსა და ტექნოლოგიებს, რაც წესით დღევანდელი კომპიუტერული ეფექტების გამოყენებით ფილმში გასაოცარი და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ პირველ ტრეილერიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ეს ასე არაა. ახლა კი Variety გვაცნობებს, რომ DC/WB იმდენად ცდილობს ფილმის 17 ივნისამდე დამთავრებას, რომ ეფექტებისათვის გათვლილ თავდაპირველ 45 მილიონიან ბიუჯეტს (3D გამოკლებით) კიდევ 9 მილიონს ამატებს. ამას გარდა სტუდიამ ასევე დაიქირავა დამატებითი კომპანიები, რომლებიც სპეცეფექტებზე უკვე მომუშავე Sony Imageworks–სა და Rising Sun Pictures–ს დაეხმარებიან. Variety ასევე იუწყება, რომ მსგავსი პრობლემები მხოლოდ მწვანე ჩირაღდანს არ გააჩნია. დაგეგმილ ვადაში ასევე ვერ ხერხდება კაპიტანი ამერიკის, ახალი იქს–ადამიანებისა და ტრანსფორმერების დასრულებაც. იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო შედეგი ისეთი იქნება, როგორსაც ყველა ველით.

შეგახსენებთ, რომ "მწვანე ჩირაღდანი" კინოთეატრებში (იმედია) 17 ივნისს გამოვა. მასში მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, მარკ სტრონგი, პიტერ სარსგაარდი, ჯეფრი რაში და მაიკლ კლარკ დანკანი.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More