• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/04/2011

"ჰობიტის" ქვესათაურები; იან ჰოლმის დაბრუნება სათუოა

TheOneRing.net იუწყება, რომ New Line Cinema-მ პიტერ ჯექსონის ჰობიტის ფილმებისათვის ორი სახელი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთი ტოლკინის წიგნის თავდაპირველი დასახელების (The Hobbit, or There and Back Again) მცირე სახეცვლილებას წარმოადგენს. სავარაუდოდ პირველ ფილმს ერქმევა ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა, ხოლო მეორეს - ჰობიტი: იქით და აქეთ. ახალი სათაურები უკეთესად ჟღერს ვიდრე უბრალოდ I და II ნაწილი და ამავდროულად ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ნაკვალევს მიუყვება, რომლის ყოველ ნაწილს  საკუთარი ქვესათაური ჰქონდა. ამასთანავე განსხვავებული სათაურები პრიკველებს ერთმანეთისაგან უკეთესად გამოარჩევს.

იან ჰოლმი არ დაბრუნდება ჰობიტის ეკრანიზაციაში?
ბეჭდების მბრძანებლის მსახიობები ელაია ვუდი, ორლანდო ბლუმი და კრისტოფერ ლი ჰობიტშიც შეასრულებენ თავიანთი პერსონაჟების როლს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტოლკინის წიგნში საერთოდ არ არიან. ვუდის შემთხვევაში კი, ფროდო ბეგინსი ჰობიტში ჯერ დაბადებულიც კი არ არის. აქედან გაჩნდა ვარაუდი, რომ ჰობიტი ფლეშფორვარდებსაც შეიცავს, რომლებშიც ფროდოსთან ერთად ასევე ასაკოვანი ბილბოც იქნება ნაჩვენები. სავარაუდო იყო, რომ 79 წლის იან ჰოლმი დაბრუნდებოდა ბილბო ბეგინსის როლის სათამაშოდ, მაგრამ The Daily Telegraph-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროექტში მისი მონაწილეობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჰობიტის გადაღებები 21 მარტს დაიწყება. პირველი ფილმი კინოთეატრებში 2012 წლის დეკემბერში გამოვა, ხოლო მეორე - 2013 წლის დეკემბერში.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More