• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/16/2011

ჰობიტი – კადრს მიღმა პიტერ ჯექსონთან ერთად

21 მარტს პიტერ ჯექსონმა როგორც იქნა შეძლო ტოლკინის რომანის “ჰობიტის” ადაპტაციის გადაღებების დაწყება ახალ ზელანდიაში. ამ დღეებში კი უკვე გამოქვეყნდა 10 წუთიანი ვიდეომასალა ფილმის გადაღებების შესახებ, ე.წ. “კადრს მიღმა” (behind the scenes), სადაც თავად რეჟისორი გვაცნობს გადაღებისთვის სამზადისს, მათ შორის მსახიობთა რეპეტიციებს, მუშაობას კოსტიუმებსა და გადასაღებ დეკორაციებზე. აღსანიშნავია, რომ ჯექსონმა გადასაღები მოედნები ბილბოს სახლისა და რივენდალისთვის ზუსტად ისე მოაწყობინა, როგორც ეს ბეჭდების მბრძანებელშია. კადრებში ასევე ჩანს “ნისლიანი მთები” (გობლინთა გამოქვაბული, სადაც გოლუმი ბინადრობს). გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო “To be continued”-ით მთავრდება, ახლო მომავალში მის გაგრძელებასაც უნდა ველოდოთ.


ფილმზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ჯერ MGM-ის ფინანსურმა კრიზისმა, შემდეგ გილერმო დელ ტოროს წასვლამ, რომელსაც ჯექსონი უნდა “შეეცვალა” ბეჭდების მბრძანებლის პრიქველში და ახალ ზელანდიაში მოწყობილმა გაფიცვებმა სურათის გადაღებების დაწყება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ჰობიტში მოქმედება ხდება ბეჭდების მბრძანებელში აღწერილ მოვლენებზე 60 წლით ადრე და მოგვითხრობს ფროდოს ბიძის, ბილბო ბეგინსის შესახებ.

ახალი ფილმისთვის რეჟისორმა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამსახიობო ჯგუფი შეაგროვა. განძის მაძიებელ ცამეტ გნომს განასახიერებენ რიჩარდ ერმიტეჯი (თორინი), გრეემ მაკტევიში (დვალინი), კენ სტოტი (ბალინი), ეიდენ ტერნერი (კილი), რობ კაზინსკი (ფილი), მარკ ჰედლოუ (დორი), ჯედ ბროფი (ნორი), ადამ ბრაუნი (ორი), ჯონ კალენი (ოინი), პიტერ ჰემბლეტონი (გლოინი), უილიამ კირშერი (ბიფური), ჯეიმს ნესბიტი (ბოფური), სტივენ ჰანტერი (ბომბური), ხოლო მთავარ გმირს ბილბო ბეგინს ითამაშებს ბრიტანელი მსახიობი მარტინ ფრიმენი. მათთან ერთად ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებიდან პრიკველში დაბრუნდებიან ელაია ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი), ანდი სერკისი (გოლუმი), ქეით ბლანშეტი (გალადრიელი), და კრისტოფერ ლი (სარუმანი). ასევე სავარაუდოა იან ჰოლმის, ორლანდო ბლუმის და ჰუგო ვივინგის დაბრუნებაც.

სურათის ოფიციალური სინოფსისი:

უელინგტონი, ახალი ზელანდია, 21 მარტი, 2011—დაიწყო პიტერ ჯექსონის ორსურათიანი “ჰობიტის” გადაღებები, რომელიც წარმოადგენს ჯონ ტოლკინის წიგნის ეკრანიზაციას.
ფილმების სცენარზე მუშაობდნენ პიტერ ჯექსონი, ფრენ ვოლში, ფილიპა ბოინსი და გილერმო დელ ტორო. მას გადაიღებენ consecutively digital 3D-ში უახლესი გადამღები და სტერეო ტექნოლოგიების გამოყენებით Stone Street Studios-ში, უელინგტონი, და კიდევ რამდენიმე გადასაღებ მოედანზე ახალ ზელანდიაში.
“ჰობიტი” მოგვითხრობს ბილბო ბეგინსის მოგზაურობის შესახებ, რომელიც ჩათრეული იქნა ჯუჯების დაკარგული სამეფოს, ერებორის გამოხსნის მისიაში. სამეფო დიდი ხნის წინ დაეპყრო დრაკონ სმაუგს. მას შემდეგ, რაც ბილბოს ესტუმრება ჯადოქარი გერდალფ რუხი, ის შეუერთდება “ცამეტჯუჯიან” რაზმს, რომელსაც ლეგენდარული მეომარი თორინი მეთაურობდა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More