• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

5/08/2011

2011 წლის ზაფხულის ფილმები - ექშენი

2011 წლის ზაფხული ექშენ ბლოკბასტერებისა დიდ არჩევანს გვთავაზობს: ფილმების რებუთები, პოპულარული კომიქსების ადაპტაციები, ყველასათვის კარგად ცნობილი ფრენჩაიზების ბოლო სერიიები ან უბრალოდ მათი გაგრძელებები და ახალი, უცნაური, იდუმალი და ამბიციური სამეცნიერო ფანტასტიკები.

ქვემოთ მოყვანილია შემდეგი სეზონის 13 ბლოკბასტერებისა, ექშენების ჟანრის ფილმის ზოგადი მიმოხილვა, მსახიობთა ჩამონათვალთან და ამერიკული და ქართული პრემიერების თარიღებთან ერთად.


ფორსაჟი 5
გამოსვლის თარიღი:  29 აპრილი (აშშ), 5 მაისი (საქ)

მონაწილეობენ: ვინ დიზელი, პოლ უოლკერი, ჯორდანა ბრიუსტერი, დუეინ ჯონსონი, ტაირის გიბსონი 

მიმოხილვა: როგორც ჩანს, ეს ფორსაჟს ბოლო სერია არ იქნება, რადგან რეჟისორი ჯასტინ ლინი პროექტისათვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს და შემდეგი ფილმების გადაღების სურვილსაც გამოთქვამს. თანმიმდევრული სცენარი და ძველი მსახიობების დაბრუნება დიდი ფრენჩაიზის შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ სერიაში კი გმირები ყველა წინამორბედი ფილმიდან გამოჩნდნენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი რეცენზია.


თორი
გამოსვლის თარიღი:  6 მაისი (აშშ), 28 აპრილი (საქ)

მონაწილეობენ: კრის ჰემსვორთი, ტომ ჰიდლსტონი, ნატალი პორტმენი, ენტონი ჰოპკინსი

მიმოხილვა: შექსპირზე შეყვარებული რეჟისორის, კენეტ ბრანას პირველი მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც მარველის კომიქსებს ეფუძნება და მარველის მომავალი პროექტის - შურისმაძიებლების ერთ-ერთი წინაპირობა და შემადგენელი ნაწილია. მოქმედება ვითარდება ასგარდელი ღმერთის, თორის გარშემო, რომელსაც ოდინი დასჯის, სამეფოდან გამოაძევებს და დედამიწაზე გამოაგზავნის. ფილმის უკეთ გასაცნობად იხილეთ ჩვენი რეცენზია.



მღვდელი
გამოსვლის თარიღი: 13 მაისი

მონაწილეობენ: პოლ ბეტანი, ლილი კოლინსი, კარლ ურბანი, მეგი ქიუ, კრისტოფერ პლამერი

მიმოხილვა: ფილმი დაფუძნებულია ამავე სახალწოდების კორეულ კომიქსზე და ასახავს ადამიანებისა და ვამპირების ბრძოლას. მთავარი გმირი, მეომარი მღვდელი უკანასკნელი ომის შემდეგ დანარჩენებთან ერთად გალავნით შემორტყმულ ქალაქში ცხოვრობდა, სანამ მისი ძმიშვილი არ მოიტაცეს ვამპირებმა, მღვდელმა კი აღთქმის დარღვევა და გამტაცებლებზე ნადირობა გადაწყვიტა.


კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე
გამოსვლის თარიღი: 20 მაისი (აშშ), 19 მაისი (საქ)

მონაწილეობენ: ჯონი დეპი, პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში

მიმოხილვა: კარიბის ზღვის მეკობრეები ბრუნდება ახალი რეჟისორითა და მსახიობების არასრული შემადგენლობით. რობ მარშალის ახალი ფილმში კვლავ ვიხილავთ კაპიტან ჯეკ ბეღურასა და ჰექტორ ბარბოსას თავგადასავალს, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის შადრევანის ძიების დროს გადახდებათ. პირველად მეკობრეების ფრენჩაიზში გამოჩნდებიან რეალური, ისტორიული პერსონაჟები. მათ შორისაა მთავარი ანტაგონისტი შავი წვერი, რომელსაც იან მაკშეინი განასახიერებს. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი რეცენზია.


იქს-ადამიანები: პირველი კლასი
გამოსვლის თარიღი:  3 ივნისი (აშშ), 23 ივნისი (საქ)

მონაწილეობენ: კეიმს მაკავიო, მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენუარი ჯონსი

მიმოხილვა: ფილმი მოგვითხრობს, იქს-ადამიანების წარსულზე, ჩარლზ იქსავიერისა და ერიკ ლენშერის ახალგაზრდობის ისტორიებზე. "პირველი კლასი" იქს-ადამიანების ტრილოგიის წინა ნაწილია, თუმცა მასში არ იქნებიან ჩვენთვის ნაცნობი გმირები: სამურავი, ციკლოპი, ჯინ გრეი და შტორმი, ამის მიუხედავად  ფილმი შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად გავეცნოთ მისტიკას, მხეცის, ჰავოკისა და სხვა ძველი თუ ახალი მუტანტების ისტორიას. 

სუპერ 8
გამოსვლის თარიღი:  10 ივნისი (აშშ), 23 ივნისი (საქ)

მონაწილეობენ: კაილ ჩენდლერი, რონ ელდარდი, ელ ფენინგი

მიმოხილვა: საიდუმლოების მოყვარული ჯ.ჯ. აბრაამსის საიდუმლოებით მოცული ფილმი, რომლის შესახებაც ალბათ ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ვიმსჯელოთ.  ტრეილერი საკმაოდ მწირ ინფორმაციას გვაწვდის: 1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს პატარა ქალაქში მეგობრები ფილმს იღებდნენ სუპერ 8 კამერით, როცა მატარებლის კატასტროფის მომსწრენი გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში უჩვეულო მოვლენები გახშირდება. ასევე ტრეილერში არ ჩანს მონსტრი, რომლის ნახვას ალბათ, მხოლოდ "სუპერ 8"-ის ყურებისას შევძლებთ.



მწვანე ჩირაღდანი
გამოსვლის თარიღი:  17 ივნისი

მონაწილეობენ: რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, პიტერ სარსგაარდი, მარკ სტრონგი,ტიმ რობინსი, მაიკლ კლარკ დანკანი, ჯეფრი რაში

მიმოხილვა: კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაცია. ის მოგვითხრობს სამყაროს მშვიდობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგომი მწვანე ჩირაღდანთა კორპუსისა და მათი პირველი ადამიანი წევრის, ჰალ ჯორდანის შესახებ. როგორც ასეთ ისტორიებს ჩვევიათ, სამყაროს დიდი განსაცდელი დაუდგება და მისთვის ბრძოლას ჰალი და სხვა მწვანე ჩირაღდები შეეცდებიან.





ტრანსფორმერები
გამოსვლის თარიღი:  29 ივნისი (აშშ), 30 ივნისი (საქ)

მონაწილეობენ: შაია ლაბეფი, როუზ ჰანტინგტონ-უითლი, ტაირის გიბსონი, ჯონ მალკოვიჩი,

მიმოხილვა: მაიკლ ბეი გვპირდება ტრანსფორმერების მესამე სერია, ტრილოგიის დასასრული, არა მხოლოდ წინაბორბედზე უკეთესი, არამედ კარგი ფილმიც იქნება. რა თქმა უნდა, მთავარ გმირს, სემს (შაია ლაბეფი) კიდევ ერთხელ მოუწევს სამყარო იხსნას რობოტების შემოსევისგან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას ახალი მეგობარი გოგონა დაუმშვენებს გვერდს. ყველაფრის მიუხედავად, ფილმში იქნება ფერადი და ლამაზი კადრები, და შთამბეჭდავი ეფექტები.


ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2 
გამოსვლის თარიღი: 15 ივლისი

მონაწილეობენ: დენიელ რედკლიფი, რუპერტ გრინტი, ემა უოტსონი, ალან რიკმანი, ჰელენა ბონამ-კარტერი, რალფ ფაინსი, გარი ოლდმენი.

მიმოხილვა: აქ ბევრის თქმა საჭირო არც არის, რადგან პარი პოტერი უდავოდ ყველაზე პოპულარული წიგნის ეკრანიზაცია და ეს ფილმი, მისი ბოლო სერია, ათწლიანი ნამუშევრის და რვასერიანი ფრენჩაიზის დასასრული, რომელსაც მოუთმენლად ელოდება ერთგული მაყურებელი. ამას გარდა ყველას დააინტერესებს მოვლენათა როგორ განვითარებას და როგორ ეკრანული ფინალს შემოგვთავაზებენ რეჟისორი და სცენარისტები. 

კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი
გამოსვლის თარიღი: 22 ივლისი

მონაწილეობენ: კრის ევანსი, ჰუგო უივინგი, ჰეილი ეტველი, სამუელ ელ. ჯექსონი

მიმოხილვა: ფილმი მარველის "შურიმაძიებლების" კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია. მოქმედება ვითარდება 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს. როცა ბრძოლის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა სტივ როჯერსი მონაწილეობას მიიღებს სუპერ ჯარისკაცის პროგრამაში. ამ სამეცნიერო ექსპერიმენტის შემდეგ კაპიტან ამერიკას სახელით ჰიდრას ორგანიზაციის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას და დაუპირისპირდება მათ ხელმძღვანელ წითელ თავისქალას.


კოვბოები & უცხოპლანეტელები
გამოსვლის თარიღი: 29 ივლისი

მონაწილეობენ: დენიელ კრეიგი, ჰარისონ ფორდი, ოლივია უაილდი, სემ როკველი

მიმოხილვა: ორი, ერთი შეხედვით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ჟანრის გაერთიანებით რეჟისორმა ჯონ ფავრომ რისკიან საქმეს მიჰყო ხელი. თავიდან მას მხოლოდ ვესტერნის გადაღება სურდა, თუმცა ,,მკვდარი ჟანრის" დაფინანსება არცერთმა სტუდიამ არ მოინდომა და საბოლოოდ მივიღეთ ცხენზე ამხედრებული კოვბოების ბრძოლა განვითარებულ და მრტულად განწყობილ უცხოპლანეტელებთან. ფილმი 2D ფორმატშია, ამიტომ როგორც ფავრომ თქვა, ის ორჯერ უნდა ნახოთ.


მაიმუნების პლანეტის აღზევება
გამოსვლის თარიღი: 5 აგვისტო

მონაწილეობენ: ჯეიმს ფრანკო, ფრეიდა პინტო, ენდი სერკისი, ბრაიან კოქსი

მიმოხილვა: ოთხი წარუმატებელი სეკველისა და ერთი რემეიქის შემდეგ, გადაწყვიტეს პრიკველი გადაეღოთ, რომელიც შინაარსობრივად მეოთხე სერიის რემეიქი უფროა. სიუჟეტის მიხედვით, მაიმუნების მეთაური, კეისარი ადამიანების წინააღმდეგ გაიბრძოლებს. კეისარს ენდი სერკისი თამაშობს და ეს კი მისთვის უკვე მეხუთე ფილმია, სადაც performance capture-ით უცნაურ მახინჯ არსებას ან ცხოველს განასახიერებს და უახლოეს მომავალში კიდევ რამოდენიმეს ითამაშებს.



კონან ბარბაროსი
გამოსვლის თარიღი: 19 აგვისტო

მონაწილეობენ: ჯეისონ მომოა, რონ პერლმენი, სტივენ ლენგი, რეიჩელ ნიკოლსი

მიმოხილვა: ფილმი კონანის გმირზე დაფუძნებული წიგნის კიდევ ერთი, ამჯერად 3D ეკრანიზაციაა, რომელიც მოგვითხრობს მთავარი გმირის ცხოვრების შესახებ: როგორ გადაირჩინა თავი ქურდობით, მეკობრეობითა და ბრძოლით მას შემდეგ, რაც მამა მოუკლეს და სოფელი გაუნადგურეს. ის დაუპირისპირდა კალარ ზიმს და მის მონსტრ მეომრებს, ასევე ძლიერ ჯადოქარ მარიკს.


0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More