„კარიბის ზღვის მეკობრეებისა“ და „რანგოს“ შემდეგ გორ ვერბინსკი და ჯონი დეპი კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ ერთად. რანგოს მსგავსად ახალი ფილმი „მარტოხელა რეინჯერიც“ ვესტერნია, რომელიც 30-იანი წლების რადიო სერიალზეა დაფუძნებული. ჯერ კიდევ 2008 წელს Disney–მ გამოაცხადა, რომ ჯონი დეპი მარტოხელა რეინჯერის ინდიელ თანაშემწეს ტონტოს ითამაშებდა, ხოლო წინა წელს კი რეჯისორად გორ ვერბინსკიც დაამტკიცეს. ხოლო რაც შეეხება მთავარ პერსონაჟს, დეპმა შესაძლო კანდიდატურად ჯორჯ ქლუნი და ბრედ პიტი დაასახელა, მაგრამ როგორც ჩანს ამ როლს სხვა დაეპატრონება. The Wrap გვაუწყებს, რომ ნიღბიან ტეხასელ რეინჯერის როლზე ოსკარის ნომინანტ რაიან გოსლინგს განიხილავენ. გოსლინგს მომავალში „ლოგანის გაქცევის“ რემეიქში ვიხილავთ, რომელიც კინოთეატრებში 2012 წელს გამოვა. მარტოხელა რეინჯერის პროდუსერი ჯერი ბრუკჰაიმერია, ხოლო ტედ ელიოტისა და ტერი როსიოს მიერ დაწერილ სცენარს ჯასტინ ჰაითი (რევოლუციური გზა) ამუშავებს. Disney ფილმის გამოშვებას 2014 წლისათვის გეგმავს.
განახლება: Entertainment Weekly იუწყება, რომ The Wrap–ის ცნობა არასწორია და რაიან გოსლინგი არ ითამაშებს მარტოხელა რეინჯერს.
0 კომენტარი:
Post a Comment