2011 წლის ერთ-ერთი პირველი ექშენი - ფორსაჟის ფრენჩაიზის გაგრძელება - უკვე დიდ ეკრანებზე გამოვიდა და საშუალება მოგვეცა შეგვეფასებინა. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი კვლავ თავის ამპლუაშია და მუშაობას განაგრძნობს ფორსაჟის ფილმებზე, რომელთა გადაღებაც ათი წლის წინ დაიწყო და კვლავაც არ კარგავს აქტუალობას. "ფორსაჟი 5"–ში აღწერილია მოვლენები ფორსაჟი 4–სა და "ტოკიო დრიფტს" შორის. მოქმედება ვითარდება რიოში, მას შემდეგ რაც ბრაიანი (პოლ უოლკერი) და მია დომს (ვინ დიზელი) ციხის ავტობუსიდან გააქცევენ ტრანსპორტირებისას. აქ ისინი ადგილობრივ მაფიას დაუპირისპირდებიან და მისი ბოსის (ხუაკიმ დე ალმეიდა) წინააღმდეგ საბრძოლველად გუნდს ქმნიან, რომელშიც ძველ მეგობრებს გააერთიანებენ. პარალელურად ბრაზილიაში FBI აგზავნის გუნდს ლუკ ჰობსის (დუაინ ჯონსონი) მეთაურობით, რომელთაც დომისა და ბრაიანის შეპყრობა აქვთ დავალებული.
სიმართლე გითხრათ სიჩქარე და ფორსაჟის სერიიდან მაინცდამაინც არცერთ ფილმზე არ ვგიჟდები, თუმცა ნამდვილად ვაფასებ და მხიბლავს ის, რომ სტუდიამ შეძლო ფრენჩაიზი ამდენ ხანს შეენარჩუნებინა ასე თუ ისე სტაბილურად. ამ მხრივ მეხუთე ფილმი განსხვავებული აღმოჩნდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა გადაწყვიტა არა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა ისტორია, არამედ პერსონაჟებიც დაებრუნებინა ყველა ძველი ფილმიდან: პირველი სერიიდან ვინსი, მეორიდან რომან პირსი და ევა მენდესის პერსონაჟი აგენტი მონიკა ფუენტესი (კამეო), მესამიდან ჰანი, მეოთხიდან კი გიზელ იაშარი. ამის გათვალისწინებით, ფილმი არც საჭიროებდა მეორეხარისხოვანი პერსონაჟების background-ების გამოკვეთას. რაც შეეხება ახალ გმირებს. ჰობსი და ელენა ნევესი (რიოელი პოლიციის ოფიცერი) საკმაოდ კარგად იყვნენ ჩასმულები, თანაც დუეინ ჯონსონი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე თავის ტიპურ უაზრო კომედიურ ფილმებში. პერსონაჟები ერთადერთი არ იყო, რაც ფილმს წინამორბედებთან აკავშირებდა. ფილმმა პირველი ნაწილიდან ოჯახის თემა აიღო, მეოთხიდან კი თავისუფლების ("გაქცევა თავისუფლებას არ მოგვიტანს!"). სიუჟეტი ასევე გვთავაზობს მსუბუქ იუმორს.
ფორსაჟი 5 ჟანრობრივად შეცვლილია, თუ წინა ნაწილები ქუჩურ რბოლებზე მოგვითხრობდა, ის ე.წ. ჰეისთია ანუ სურათი ძარცვის შესახებ. ამ ცვლილებას მაინცდამაინც კარგი ზემოქმედება ფილმზე არ მოუხდენია. ფილმში მხოლოდ ერთი–ორი ქუჩის რბოლაა და ისინიც ჩემი აზრით ხელოვნურად ჩამატებული, სერიას თავისი ხიბლი სრულად რომ არ დაეკარგა. ფორსაჟმა მე "ძარცვა იტალიურად" უფრო მომაგონა, თუმცა თავად ქურდობის ხელოვნება არც ისე საინტერესო იყო. რომ არ მცოდნოდა სად მივდიოდი, ის მისი გაგრძელება "ძარცვა ბრაზილიურად" მეგონებოდა. (ფილმის დაგეგმილი გაგრძელების სახელწოდება, რომლის გადაღებაც ვერ შეძლეს) ასევე უაზრო იყო ის ფაქტი, რომ გუნდმა ძარცვა სხვანაირად დაგეგმა და სულ სხვანაირად შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ რბოლებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, ძირითადი აქცენტი ისევ ექშენზე იყო გადატანილი, რაც ფილმს ფრენჩაიზის ფანებისთვის ისეთივე სასიამოვნო სანახავს ხდიდა. მანქანები, სიჩქარე და ფიზიკის კანონების უგულვებელყოფა ამჯერადაც თავზესაყრელად იყო. სიუჟეტის რიოში განვითარება კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. რიოს ღარიბული უბნები ზედგამოჭრილია დევნისთვის, რაც წარმოუდგენელ ჰალკშიც გამოჩნდა. ანალოგიური სცენა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დომი, ბრაიანი და მია, ჰობსის გუნდი და ბრაზილიური მაფია.

ფილმის ბოლოს ნაჩვენებია ყველა გადარჩენილი პერსონაჟის "ეპილოგი", რაც ცოტა უაზრო გადაწყვეტილებაა იმის ფონზე, რომ რამოდენიმე წელში მისი გაგრძელებისგადაღება სრულიად რეალურია. უფრო სწორედ რეალური კი არა აუცილებელია. აქამდე მეგონა, რომ ფორსაჟი 6 საბოლოოდ დააკავშირებდა დომინიკს "სიჩქარე და ფორსაჟი: ტოკიო დრიფტის" მთავარ გმირ შონთან, თუმცა მეხუთე სერიის დანატოვარი ისტორია და ტიტრების შემდგომ კადრში წამოჭრილი ახალი საქმე ამ კავშირს შორეული მომავლისთვის გადაავადებს. რომელი ტიტრების შემდგომი სცენა? რუსთაველის და ამირანის კრიტიკას ამის გამო აღარ მოვყვები, როგორც ეს თორის რევიუში გავაკეთე, უბრალოდ მოგცემთ საშუალებას აქ მაინც იხილოთ ეს კადრი.
სპოილერი (არ უყუროთ თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ)
კინოდან სახლში, რომ ვბრუნდებოდი იმაზე ვფიქრობდი ევა მენდესის (აგენტი მონიკა ფუენტესი მეორე სერიიდან) შეპირებული კამეო მე გამომრჩა თუ საერთოდ ამოჭრეს ფილმიდან, სინამდვილეში თურმე ის არც მინახავს. ასევე ამავე კადრშია მიშელ როდრიგესის შეპირებული ფოტო.
მოკლედ თუ ვერ გაიგეთ, მონიკა მიდის ჰობსთან და აჩვენებს ფაილს ბერლინში სამხედრო ბადრაგზე თავდასხმის შესახებ, სადაც ჰობსი ლეტიცია 'ლეტი' ორტიზის (მიშელ როდრიგესი) სურათს აღმოაჩენს. ანუ ლეტი სინამდვილეში მეოთხე სერიაში არ მომკვდარა.

2.5/5 |
გამოგვყევით Facebook-ზე - SinCopy.
0 კომენტარი:
Post a Comment