• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/03/2011

"ტრონი: აჯანყება"

"ტრონი: მემკვიდრეობის" გამოსვლის შემდეგ გადაწყდა ტრონის ისტორიის კიდევ უფრო გამდიდრება, ამჯერად Disney-ის ანიმაციური სერიალით. "ტრონი: აჯანყების" რეჟისორები იქნებიან ჩარლი ბინი, შონ ბეილი და "ტრონი: მემკვიდრეობის" ავტორი ჯოზეფ კოსინსკი. მულტსერიალის პირველი სეზონი გამოვა 2012 წლის ზაფხულში, რომელიც ათი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი. სტატიის ბოლოს იხილეთ ტრეილერი.

ანიმაციურ სერიალში მოთხრობილი ისტორია მოგვითხრობს "ტრონსა" და "ტრონი: მემკვიდრეობის" შორის მომხდარ მოვლენებზე. მთავარი პერსონაჟი იქნება ბეკი, ახალგაზრდა პროგრამა, რომელიც გახდება ვირტულალურ სამყაროში მიმდინარე რევოლუციის ლიდერი. მისი მიზანია გაათავისუფლოს იქაურობა კლუ 2-სა და მისი მარჯვენა ხელის გენერალი ტესლერის მმართველობისგან. სიუჟეტის მიხედვით ბეკს გაწვრთნის კომპიუტერული სამყაროს უძლიერესი მეომარი ტრონი (სანამ ის რინზლერი გახდებოდა). ტრონი არამარტო შეასწავლის მას საბრძოლო ხელოვნებას, არამედ იქნება მისი მასწავლებელი და დამრიგებელი იმ პერიოდში, როდესაც ახალგაზრდა პროგრამა ძლევამოსილ ლიდერად გადაიქცევა. სისტემის მმართველობისთვის ბრძოლაში ის დაუპირისპირდება ტესლერსა და მის ძალებს. მოსალოდნელია, მულტსერიალში კევინ ფლინის გამოჩენაც.

ბეკს გაახმოვანებს ელაია ვუდი, ტესლერს - ლანს ჰენრიკსენი, კიდევ ერთ პროგრამას, პეიჯს - ემანუელ შრიქი, ტრონს კი ბრიუს ბოქსლაიტნერი, რომელმაც ანალოგიური როლი განასახიერა ორივე ტრონში.


0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More