• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/03/2011

"ბნელი რაინდი: აღზევების" შესაძლო სიუჟეტი

რესურსი Badass Digest იუწყება, რომ ნოლანის გადამღებ გუნდთან დაახლოებული წყაროს მეშვეობით შეიტყვეს მნიშვნელოვანი დეტალები სიუჟეტიდან, კონკრეტულად იმის შესახებ თუ ვის დაუპირისპირდება ბრიუსი მესამე სერიაში და როგორ მოერგებიან ბეინი (ჰარდი) და ქალი–კატა (ენ ჰეთეუეი) ფილმს.

საიტი ირწმუნება, რომ ენ ჰეთეუეის გმირი, რომელიც იქნება ქალი–კატა და არა უბრალოდ სელინა კაილი, როგორც ეს თავად დაადასტურა, სულაც არ მოგვევლინება ფილმში ბეტმენის მოწინააღმდეგედ. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფილმის დასაწყისში ის უპირისპირდება თუ არა ბეტმენს, სტატიის მიხედვით დასკვნით ნაწილში ის ბეტმენის მოკავშირე იქნება.

ახლა რაც შეეხეა მოწინააღმდეგეებს. წყაროს მიხედვით ბეტმენის წინააღმდეგ გაერთიანდება აჩრდილთა ლიგა (The League of Shadows), რომელსაც ტალია ალ გული (მარიონ კოტიარი) ხელმძღვანელობს და ბეინი (ტომ ჰარდი). ასევე მათთან ერთად იქნება ჯოზეფ გორდონ–ლევიტის პერსონაჟი, რომელიც სავარაუდოდ იქნება მაფიის ბოსი ალბერტო ფალკონე ან შავი ნიღაბი.

2 კომენტარი:

სისულელეა... ჰარდი სხვა როლს ასრულებს ფილმში...
კოტიარის და ლევიტის კანდიდატურა პირველად მესმის საერთოდ...

ჰარდი ბეინს თამაშობს. ეს დამტკიცებულია, Warner. Bros-მა გამოაქვეყნა პრეს–რელიზი იანვარში. ერთ–ერთი ფრანგული გაზეთის მიხედვით კოტიარიც თამაშობს ფილმში (ჯერ–ჯერობით არაა როლი დაზუსტებული, თუმცა ალბათ ტალია იქნება) რაც შეეხება ლევიტს მასთან ნოლანი მოლაპარაკებას აწარმოებს. შენ, რომ არ გაგიგია იმას არ ნიშნავს, რომ არასწორია.

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More