• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/03/2011

ოსკარი 2011 - მასპინძლები და საინტერესო ფაქტები (ვიდეოები)

ოსკარის 83–ე ცერემონიის გახსნა შთამბეჭდავი იყო. ფილმი "დასწყისის" იდეაზე დაფუძნებული ვიდეოკლიპი, რომელშიც ახალგაზრდა მასპინძლები ენ ჰეთეუეი და ჯეიმზ ფრანკო მონაწილეობდნენ წინა წლის მასპინძელ ალეკ ბოლდუინსა და მორგან ფრიმენთან ერთად. ნომინანტ ფილმებში მოგზაურობა დროში გადაადგილებით დამთავრდა. შემდეგ სცენაზე თვით ჯეიმზი და ენი გამოჩნდნენ. ენი ახალი კაბით და ჯეიმზი მობილურით ხელში (იღებდა ვიდეოებს Twitter–ზე ასატვირთად - http://twitter.com/jamesfranco)




დასაწყისზე დაფუძნებული დასაწყისი მართლაც საინტერესო და სახალისო გამოდგა, თუმცა რატომზაც მას მოსაწყენი გაგრძელება მოჰყვა. მასში ჩვენდა გასაკვირად სტივენ სპილბერგის ხილვით აღფრთოვანებული ენ ჰეთეუეის დედა და ჯეიმზ ფრანკოს ბებიაც მონაწილეობდნენ ოღონდ პარტერიდან. სასაცილო იყო, თუმცა რაღაც აკლდა. შეიძლება მუსიკალური ნომერი ან ხუმრობები ნომინანტებზე, რომლებიც გასულ წლებში გაცილებით მეტი იყო. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ჰეთეუეიმ მანამდე განაცხადა რომ არ აპირებდა სხვა ადამიანების დაცინვას ან გაკილვას, რადგან თვლიდა რომ ამის მორალური უფლება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ვიდეო მონტაჟის გამოყენება. რაც შეეხება მუსიკალურ ნომრებს, ინტერნეტში აიტვირთა ჯეიმზისა და ენის ვიდეო, რომელსაც მეც შემოგთავაზებთ. ეს სიმღერა გარკვეული მიზეზების გამო ცერემონიის განრიგიდან ამოიღეს. რამდენად კარგი იყო ეს გადაწყვეტილება თქვენ შეაფასეთ.


ამის მიუხედავად ორგანიზატორებმა საბოლოოდ არ გაგვიმეტეს და პატარა მუსიკალური ნაწილი მოგვიმზადეს. მამაკაცის კოსტუმში გამოწყობილი, დამწუხრებული და ნაწყენი ენ ჰეთეუეის სიმღერა, რაც პორდაპირი გამოძახილი იყო ორი წლის წინანდელი ოსკარის და ჰიუ ჯეკმენს ეძღვნებოდა. ბევრმა ალბათ კარგად იცის 2008 წელს მასპინძელმა ჯეკმენმა როგორ აიტაცა ენი ხელში და სცენაზე აიყვანა, მასთან ერთად რომ ემღერა. იმ ოსკარის შემდეგ კი ჰიუ ჯეკმენი ჯერჯერობით უარს აცხადებს ცერემონიის კვლავ წაყვანაზე. ამ "სერენადის" შემდეგ მერლინ მონროდ გადაცმული ქერათმიანი ჯეიმზ ფრანკო გამოჩნდა გრძელ კაბაში გამოწყობილი.



ამის შემდეგ შთამბეჭდავი მხოლოდ ჯასთინ თიმბერლაიქის აღიარება თუ იყო, იმის შესახებ რომ ბენკსია ან ახლადგამომცხვარი ოსკაროსანი მსახიობების  სამადლობელი სიტყვები მაგალითად კრისტიან ბეილის და მელისა ლეოსი. თუმცა ყველაზე მეტი ყურადღება უმშვენიერესმა და უნიჭიერესმა მასპინძელმა, უფრო კი მისმა სამოსმა მიიპყრო. წითელ ხალიჩაზე ის ვალენტინოს წითელი კაბითა და ტიფანის 10 მილიონიანი
ტიფანის ყელსაბამით გამოჩნდა, კრიტიკოსებმა მას საკმაოდ ცუდი შეფასება მისცეს, თითქოს მან მხოლოდ გაბრწყინება სცადა ტანსაცმის ფერით, დიზაინერთან ერთად გამოჩენითა და ეტყობოდა რომ კაბას მალე გამოიცვლიდა. ასეც მოხდა და ცერემონიაზე ის ჟივანშის სახლში შემნილი ვანილისფერი კაბით წარსდგა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს ტიფანის ბრილიანტის საყურეები და სამაჯური სძენდა, ასევე ბრაიან ეტვუდის ფეხსაცმელი.
 ჰიუ ჯეკმენს ის უკვე ლავინის მიერ შექმნილ მამაკაცის კოსტუმში გამოწყობილი უმღეროდა, თუმცა ტიფანის სამკაულები და ბრაიან ეტვუდის სვაროვსკით გაწყობილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მას სინაზესა და ქალურ შარმს ხაზს უხვამდა.
 აღსანიშნავია რომ ჰეთეუეი არა მარტო ოსკარის მასპინძელი, არამედ მოდისა და ჰოლივუდის დამაკავშირებელი ერთ–ერთი რგოლია, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ მისთვის ტანსაცმელი ექსკლუზიურად თავად ვივიენ ვესტვუდმა შექმნა ლონდონში, სწორედ ამ ნაქარგი კაბით, ასევე ტიფანის ბრილიანტისა და ამეთვისტოს ყელსაბამითა და ყვითელი საფირონისა და ბრილიანტის ბეჭდით ახალგაზრდა მსახიობი სცენაზე ბრწინავდა და ჯიმი ჩუს ფეხსაცმლით თავს იწონებდა.
 შემდეგ ისევ ჯიმი ჩუს, ამჯერად ოქროსფერი ფეხსაცმლით გამოჩნდა, 70–იანების სტილში შექმნილი ოსკარ დე ლა რენტას ფოჩებიანი კაბით.
ამას მოჰყვა განსხვავებული წითელი ფერის უფრო კი შვინდისფერი აბრეშუმის კაბა ვერსაჩეს ატელიედან. უფრო შთამბეჭდავი არმანის საფირონისფერი ატლასის კაბა, არმანის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც სრულყოფდა ბრილიანტის საყურეები, შავი ონიქსისა და ბრილიანტის სამაჯური, ლურჯი საფირონის ბეჭედი, ყველა ტიფანისგან. საღამოს დახურვისთვის ჰეთეუეი ბოლოჯერ შეიმოსა ახალი, ამჯერად მაქმანებითა და ბროლის კრისტალებით გაწყობილი კაბით და ტომ ფორდის ფეხსაცმლით, ადამიანის, რომელმაც იცის ყველაფერი მოდისა და კინოს შესახებ.



ოსკარის რამოდენიმე საინტერესო ფაქტი:

საბოოლოდ ოსკარი მთავარ კატეგორიებში სიურპრიზების გარეშე დარიგდა, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ზოგი მართლაც გააკვირვა საუკეთესო რეჟისორად ტომ ჰუპერის და არა დევიდ ფინჩერის დასახელებამ. რაც შეეხება იმ ფაქტებს და სტატისტიკას, რომლითაც ეს ოსკარი, ნომინანტი ფილმები და ადამიანები შევლენ ისტორიაში:

მეფის სიტყვა არის მე-11 ფილმი 1975 წლის შემდეგ, რომელიც გახდა საუკეთესო ფილმი ტექნიკურ კატეგორიებში გამარჯვების გარეშე. დანარჩენი ფილმები: ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ენი ჰოლი, კრამერი კრამერის წინააღმდეგ, ჩვეულებრივი ხალხი, სინაზის ენა, წვიმის კაცი, კრავთა დუმილი, ბრწინვალე გონება, მილიონ დოლარიანი გოგონა და მოხუცებისთვის ადგილი არ არი.

ნამდვილი სიმამაცე ათი ნომინაციით შეუერთდა Turning' & 'Purple (11 ნომინაცია) და ნიუ-იორკის ბანდებს (10 ნომინაცია), რომლებიც ოსკარის გარეშე დაბრუნდნენ სახლებში.

კრისტიან ბეილმა აიღო ოსკარი პირველივე ნომინაციით, კოლინ ფერთმა, ნატალი პორტმანმა და მელისა ლეომ მეორეთი, ხოლო ემი ადამსი და ანეტ ბენინგი ისევ ოსკარის გარეშე დარჩნენ შესაბამისად სამი და ოთხი ნიმინაციის შემდეგ. კომპოზიტორმა ალექსანდრ დეპლამაც ოთხი ნომინაციის შემდეგ ხელცარიელმა დატოვა ცერემონია. რაც შეეხება ოპერატორ როჯერ დიკინს ის ცხრა ნომინაციით (აქედან ხუთი კოენებთან მუშაობისას) ყველაზე ბევრჯერ ნომინირებული ოპერატორია, რომელიც ახლაც მოღვაწეობს. მთელი ისტორიის განმავლობაში კი უფრო მეტი, ცამეტი ნომინაცია აქვს ჯორჯ ჯ. ფოლსს.

რიკ ბეიკერმა მოიგო თავისი მეშვიდე ოსკარი ადამიანი-მგელის გრიმისთვის პირველი ოსკარიდან ოცდაათი წლის თავზე.

თავისი ხანგრძლივობით ეს ოსკარი (3 საათი და 15 წუთი) 1986 წლის შემდეგ მეორეა მოკლე ცერემონიათა სიაში. ის მოსდევს 2005 წლის ოსკარს.


0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More