• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/26/2011

"პრომეთე" - "უცხოს" პრიკველი?

The Daily Mail-ის ცნობით რიდლი სკოტის "პრომეთეს" შეუერთდნენ იდრის ელბა (თორი), შონ ჰარისი (Red Riding) და ქეით დიკი (წითელი გზა), მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ვის ითამაშებენ ისინი. ფილმში უკვე მონაწილეობენ ნუმი რაპასი, შარლიზ ტერონი და მაიკლ ფასბენდერი, რომელიც ანდროიდის როლს შეასრულებს.

რიდლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრომეთე არ იქნება უცხოს პრიკველი, მაგრამ მოქმედება კვლავ იმავე სამყაროში განვითარდება და უცხოს დნმ-თანაც ექნება კავშირი.
Sky Movies-ის ინფორმაციით პრომეთეში კვლავ გამოჩნდება Space Jockey (მკვდარი უცხოპლანეტელი, რომელიც "ნოსტრომოს" ეკიპაჟმა აღმოაჩინა უცხოს პირველ სერიაში). მას გადაიღებენ 8 ფუტის (2,5 მეტრი) სიმაღლის ანიმატრონიკის მეშვეობით, რომლის დიზაინერი თვით ჰ.რ. გიგერი იქნება. Bleeding Cool-ის ერთ-ერთი წყაროს მიხედვით კი ფილმში ქსენომორფებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ისინი აღარ იქნებიან ისეთები, როგორებიც წინა სერიებში ვიხილეთ. მათი ინფორმაციით ადამიანის ან ძაღლის დნმ-ის ნაცვლად, ქსენომორფებს სხვა უცხოპლანეტელის დნმ ექნება.

ფილმის სცენარზე მუშაობს დეიმონ ლინდელოფი. სურათი გამოვა 3D ფორმატში 2012 წლის 3 ივნისს.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More