• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/13/2011

ნუმი რაპასი "პრომეთეს" შესახებ

რიდლი სკოტი უბრუნდება სამეცნიერო–ფანტასტიკის ჟანრს ფილმ პრომეთეთი, რომელშიც მოქმედება "უცხოს" სამყაროში ვითარდება. ნუმი რაპასის, შარლიზ ტერონსა და მაიკლ ფასბენდერს არც ისე დიდი ხნის წინ შეუერთდნენ მსახიობები იდრის ელბა, შონ ჰარისი და კეიტი დიკი. ახლა კი The Daily Mail–ის ცნობით უკვე შესანიშნავ სამსახიობო ჯგუფს დაემატება ინგლისელი მსახიობი რეიფ სპოლი. რეიფ სპოლი ტიმოთი სპოლის შვილი გახლავთ და ცნობილია თავისი როლებით ედგარ რაიტის ფილმებში Shaun of the Dead და Hot Fuzz. ის ასევე გამოჩნდა რაიტის Grindhouse-ის ტრეილერ Don't-ში. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მოგვეპოვება მისი როლის შესახებ. ამასთანავე ნომი რაპასმა შერლოკ ჰოლმსის მეორე სერიის გადასაღებ მოედანზე MTV-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან საკუთარ პერსონაჟსა და რიდლი სკოტთან მუშაობაზე ისაუბრა.
გადაღებები შერლოკ ჰოლმსი 2–ის დასრულებისთანავე დაიწყება. ჩემი პერსონაჟის სახელი ელიზაბეტ შოუა, და მარტის შემდეგ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ამ გმირად გარდავისახები. საკმაოდ ხანგძლივი გადაღება იქნება. ეს  ნამდვილად დაუჯერებელი რამაა.
რაპასიმ ასევე რამოდენიმე სიტყვით ისაუბრა რიდლი სკოტისადმი მის დამოკიდებულებაზე:
ეს დიდი პატივია და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ... მე მას დაახლოებით შვიდ ან რვაჯერ შევხვდი და ის თავგანწირული ადამიანია. მას ნამდვილად უყვარს ფილმები და ყოველ ღამე უყურებს მათ. თითქმის ყველაფერი ნანახი აქვს. ის ახლა ლოს–ანჯელესში იმყოფება, ამიტომ  ჩვენ ტელეფონით ხანგძლივი საუბარი გვქონდა ჩემ გმირთან დაკავშირებით. 
რაპასიმ ასევე დაადასტურა პრომეთეს კავშირი უცხოს სამყაროსთან.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა შედგება 2012 წლის 8 ივნისს.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More