• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/05/2011

ტომ ჰარდის შეშლილი მაქსის გადაღებები 2012 წლის იანვარში დაიწყება

ჯორჯ მილერი, მელ გიბსონის შეშლილი მაქსის ტრილოგიის რეჟისორი, უკვე დიდი ხანია მეოთხე სერიის გადაღებაზე მუშაობს. თავდაპირველად ფილმის გადაღებები $100 მილიონიანი ბიუჯეტით 2009 წელს უნდა დაწყებულიყო და მასში ტომ ჰარდისა (რომელიც მელ გიბსონს ჩაანაცავლებს და შეშლილ მაქსს ითამაშებს) და შარლიზ ტერონს უნდა მიეღო მონაწილეობა. მილერს უკვე დაწყებული ჰქონდა ფილმისათვის მასიური დეკორაციებისა და მანქანების აგება, როცა მოულოდნელად ფილმის წარმოება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ახალი კი ჩანს, რომ Mad Max: Fury Road-ის გადაღებები მომავალი წლის იანვარში დაიწყება. The Daily Telegraph-თან ინტერვიუში მილერმა განაცხადა, რომ შეშლილი მაქსის გადასაღებად ყველაფერი მზადაა და Happy Feet 2-ის გამოსვლის შემდეგ მას საშუალება ექნება დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Fury Road-ის გადაღებები დაიწყოს.  ტომ ჰარდის და შარლიზ ტერონის გარდა ფილმში ასევე თამაშობენ ნიკოლას ჰოლტი და ზოე კრავიცი. ტერეზა პალმერი, რომელსაც წინა წლის მონაცემებით ფილმში უნდა ეთამაშა,  The Playlist-ის ცნობით პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ფილმს 3D ფორმატში გადაიღებენ და სავარაუდოდ კინოთეატრებში 2013 წლისათვის გამოვა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More