• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/08/2011

ვუდი ალენის კიდევ ერთი ევროპული ვოიაჟი

ვუდი ალენი თავის ევროპული ტურნეს აგრძელებს და ამჯერად ის ქალაქ რომის დაპყრობას აპირებს. Variety–სთან საუბრისას ალენმა განაცხადა:
"მე მიყვარს ეს დახვეწილი და ცივილიზებული მეტროპოლიები. ყოველ ჯერზე თითქოს ამ ადგილებს სასიყვარულო წერილებს ვუძღვნი და ყოველი ახალი პროექტის დროს ჩემი მათდამი გრნობები ეკრანზე გადამაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ იგივეს შევძლებ რომშიც." 
 ყველამ კარგად იცის, რომ ალენის ფილმოგრაფიაში ევროპასა და ევროპის დიდ ქალაქებს დიდი ადგილი უკავიათ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან გადასაღები მოედანი მოაწყო ლონდონში (მაჩ პოინტი, სენსაცია, კასანდრას ოცნება), ბარსელონაში (ვიკი კრისტინა ბარსელონა) და სულ ახლახანს პარიზში (შუაღამე პარიზში). აღსანიშნავია, რომ მისი ფილმები პოპულარულია ევროპაში და რამოდენიმე მათგანის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზეც შედგა, ხოლო რაც შეეხება  მის ბოლო ნამუშევარს "შუა ღამე პარიზში", რომელშიც მონაწილეობენ რეიჩელ მაკადამსი, ოუენ უილსონი, ედრიენ ბროუდი, მარიონ კოტიარი და საფრანგეტის პირველი ლედი კარლა ბრუნი–სარკოზი, მაისში კანის კინოფესტივალს გახსნის. ვუდი ალენის შემდეგი ფილმი კი სცენარის დაწერის პროცესშია და მისი გადაღება ზაფხულში დაიწყება.




0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More