• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/05/2011

კრისტენ სტიუარტი ფიფქიას ითამაშებს

Deadline-ის ცნობით რეჟისორმა რუპერტ სანდერსმა სურათის "ფიფქია და მონადირე", მთავარ როლზე დაამტკიცა კრისტენ სტიუარტი, რომელსაც აქამდე როლისთვის სელენა გომეზი ეცილებოდა. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა პალეკ პატელმა განაცხადა, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ბოლო ფაზაში შევიდა. სტიუარტის გარდა ფილმში ასევე მონაწილეობს შარლიზ თერონი, რომელიც ბოროტი დედოფალის როლს შეასრულებს. მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა უარი თქვა მონადირე ერიკის როლის შესრულებაზე, ამ როლზე ვიგო მორტენსენი განიხილება. კრისტენი ბინდის გადაღებებს აპრილში დაასრულებს და აგვისტოში ის უკვე ფიფქიას შეუერთდება.
Hollywoodlife.com-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დეტალები ფილმის სიუჟეტიდან:

ფიფქია, 18 წლის პრინცესა, რომელიც მხოლოდ ცხოველებთან მეგობრობს, დღითი დღე ლამაზდება, მაშინ როდესაც მისი დედინაცვალი, ბოროტი დედოფალი რავენა უფრო და უფრო შურიანი ხდება. როდესაც რავენა პრინცესას მოვლას შეეცდება, ფიფქიას მონადირე ერიკი გადაარჩნს. ერიკი მას ასწავლის, თუ როგორ დაიცვას თავი ტყის ბოროტი ქმნილებებისგან. როდესაც ფიფქია შეჭამს მოწამლულ ვაშლს, მხოლოდ მისმა ბავშვობის სიყვარულმა, პრინცმა შარმანმა უნდა აკოცოს მას. ფიფქია ფიქრობს, რომ მას ერიკი შეუყვარდა, თუმცა მონადირე მას არწმუნებს, რომ მისი ერთადერთი სიყვარული პრინცია

პარალელურად ასევე იღებენ ორ ფილმს ფიფქიას შესახებ. პირველის "ძმები გრიმები: ფიფქია" რეჟისორია ტარსემ საი და მთავარ როლებს ასრულებენ რეიჩელ ვაიზი (ფიფქია) და ჯულია რობერტსი (დედინაცვალი). მეორე ფილმი "ფიფქია და შვიდი" მოგვითხრობს პრინცესას შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ჩინეთში ცხოვრობს. ფილმის სცენარისტია მაიკლ არნდტი, რომელიც ასევე მუშაობდა "სათამაშოების ისტორია 3"-ის სცენარზე

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More