• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

3/05/2011

"კუნგ-ფუ პანდა 2-ის" მეორე ტრეილერი და "ჩექმებიანი კატის" ტიზერი

Dreamworks-მა გამოაქვეყნა 2011 წელს გამოსასვლელი თავისი ორივე მულტფილმის, ჩექმებიანი კატისა და კუნგ-ფუ პანდა 2-ის ტრეილერები. ტიზერისა და ე.წ. Super Bowl Spot-ისაგან განსხვავებით კუნგ-ფუ პანდა 2"–ის ტრეილერი გვაწვდის ინფორმაციას ფილმის სიუჯეტთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება "ჩექმებიანი კატის" ტრეილერს, ის ნამდვილი ტიზერია.

კუნგ-ფუ პანდას პირველი სერია 2008 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური სურათი გახდა და ასევე ოსკარზეც იყო ნომინირებული საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Dreamworks-მა სიკველის გადაღება გადაწყიტა. ფილმის სცენარს დაწერს ოსკაროსანი ჩარლი კაუფმანი (ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება),
ჯონათან აიბელთან და გლენ ბერგერთან ერთად. ხოლო რეჟისორად მოგვევლინება ჯინიფერ იუ ნელსონი, რომელიც Spawn-ის ანიმაციურ სერიალზე მუშაობდა. პირველი სერიის უკვე შესანიშნავ სამსახიობო ჯგუფს (ჯეკ ბლეკი, ანჯელინა ჯოლი, დასტინ ჰოფმანი, ჯეკი ჩანი, სეთ როგენი, დევიდ ქროსი, ჯეიმს ჰონგი) დაემატებიან  გარი ოლდმენი, ჟან–კლოდ ვან დამი, მიშელ იაო და ვიქტორ გარბერი. სურათის პრემიერა შედგება 26 მაისს.

ქვემოთ მოცემულია ფილმის ოფიციალური სინოპსისი და ტრეილერი.

კუნგ-ფუ პანდა 2-ში, პო ცხოვრობს თავისი ოცნებით, იცავს მშვიდობის ხეობას თავის მეგობარ კუნგ-ფუს ოსტატებ მძვინვარე ხუთეულთან ერთად. მაგრამ პოს ახალ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის საშინელი ბოროტმოქმედი, რომელიც საიდუმლო, შეუჩერებელი იარაღის გამოყენებით გეგმავს ჩინეთის დაპყრობას და კუნგ-ფუს განადგურებას. პოს მოუწევს გაიხსენოს თავისი წარსული და გაარკვიოს მისი იდუმალებით მოცული წარმოშობის საიდუმლო. მხოლოდ მაშინ ექნება მას იმდენი ძალა, რომ გაიმარჯვოს.    
                                 
ფილმის პოსტერი
რაც შეეხება ჩექმებიანი კატას, ის წარმოადგენს შრეკის ფრენჩაიზის სფინ-ოფს, რომელშიც ანტონიო ბანდერასი ბრუნდება მთვარი გმირის გასახმოვანებლად. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს კატის ადრეულ თავგადასავს, სადაც მას მოუწევს ჰამპთი დამპთისა (ზაკ გალიფიანაკისი) და კიტის (სელმა ჰაიაკი) დახმარებით ბატის მოტაცება, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს. თავდაპირველად ფილმი პირდაპირ DVD-ზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ შემდგომ სტუდიამ გადაწყვეტილება შეცვალა და  მისი გამოსვლა კინოთეატრებში 4 ნოემბრისთვისაა მოსალოდნელი. ქვემოთ იხილავთ ფილმის პირველი ტრეილერსა და პოსტერს.

  

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More