მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?
გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.
სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.
სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.
2009 წელს იქს-ადამიანების სერიის კიდევ ერთი ფილმი "იქს ადამიანების წარმოშობა: სამურავი" (X-Men Origins: Wolverine) მსუბუქად, რომ ვთქვათ არცთუ ისე კარგი გამოვიდა, თუმცა კინოგაქირავებაში ცუდი შემოსავალი არ მიუღია ($373 მილიონი მოიგო, მაშინ როცა ბიუჯეტი იყო $150 მილიონი). მალევე გახდა ცნობილი, რომ Fox აპირებდა მისი გაგრძელების გადაღებას. ფილმში ისტორია განვითარდება იაპონიაში, ქვეყანაში რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული სამურავი მარველის კომიქსებში. იაპონიაშივე ვითარდება მოქმედება პირველი ფილმის ერთ-ერთ ტიტრების შემდგომ სცენაში. ერთადერთი პერსონაჟი იქს-ადამიანების ფრანშიზიდან, რომელიც ახალ ფილმშიც გამოჩნდება სამურავია, რომელსაც კვლავინდებურად ჰიუ ჯეკმენი ითამაშებს. სურათში გადმოცემული ისტორია უფრო ცალკე მდგომია, ვიდრე პირველი ნაწილის პირდაპირი სიკველი და ის დასათაურდა, როგორც "The Wolverine".
ყველასდა გასაოცრად 2010 წლის ოქტომბერში არც მეტი არც ნაკლები "შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოვსკი დაამტკიცეს ფილმის რეჟისორად. მარველის კომიქსის ადაპტაციისთვის ერთი შეხედვით შეუფერებელი რეჟისორის შერჩევამ ნათელჰყო, რომ ახალი ფილმი სრულიად განსხვავებული გამოვიდოდა და მხოლოდ ექშენსა და სპეც-ეფექტებზე არ იქნებოდა ფოკუსირებული. სიუჟეტის იაპონიაში განვითარება და სრულიად განსხვავებული კულტურის შემოტანა ფილმში ამ ყველაფრის შესრულებას კიდევ უფრო რეალურს ხდიდა, თუმცა მარტში არონოვსკიმ პროექტი დატოვა პირადი მიზეზების გამო.
ამჟამად კინოსტუდია კვლავ განაგრძობს რეჟისორის ძიებას. სამურავის რეჟისორობაზე განიხილება 8 კანდიდატურა:
• ანტუან ფუკუა (Training Day)
• დაგ ლიმანი (Jumper)
• გარი შორი (commercials director)
• გევინ ო'კონორი (Pride and Glory)
• ჯეიმს მანგოლდი (Knight and Day)
• ხოსე ფადილა (Elite Squad)
• ჯასტინ ლინი (Fast Five)
• მარკ რომანეკი (Never Let Me Go)
ერთი სიტყვით, არონოვსკიმ შემდეგ აქცენტი ექშენის რეჟისორებზე კეთდება. მთავარი კანდიდატურა არის ჯასტინ ლინი, რომლის ფორსაჟმაც წელს კინოგაქირავებაში უკვე ნახევარი მილიარდი აიღო და ჯერჯერობით კარიბის ზღვის მეკობრეების შემდეგ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. გარდა იმისა, რომ "ფორსაჟი ხუთი" კომერციულად მომგებიანი იყო, ის კიონკრიტიკოსების უმეტესობამაც დადებითად შეაფასა, რამაც პროდიუსერებს მაშინვე გადააწყვეტინათ მისთვის არაერთი გაგრძელების გადაღება. ლინის სახელს ასევე უკავშირებენ ტერმინატორის შესაძლო მეხუთე ნაწილს.
საინტერესო კანდიდატურაა ასევე ჯეიმს მანგოლდი, რომლის სარეჟისორო ფილმებს შორისაა "ქეითი & ლეოპოლდი", ჯონი კეშის ბიოპიკი "Walk the Line" და ვესტერნი "3:10 to Yuma". პოტენციურ რეჟისორებს შორისაა დაგ ლიმანი, რომლის საუკეთესო ნამუშევარიცაა ბორნის სერიის პირველი ნაწილი "ბორნის იდენთიფიკაცია". მის ნამუშევრებს შორისაა "მისტერ და მისის სმიტები" (Mr. & Mrs. Smith) და "მხტომელი" (Jumper). ფრანგმა რეჟისორმა ანტუან ფუკუამ 2001 წელს გადაიღო "Training Day", რომელმაც დენზელ ვაშინგტონს ოსკარიც მოუტანა, თუმცა შემდგომ გადაღებული ფილმები "მეფე არტური" და "მსროლელი" (Shooter) ასეთი წარმატებული აღარ ყოფილა. ერთ–ერთი კანდიდატია მარკ რომანეკი, რომელიც ძირითადად მუსიკალური კლიპების რეჟისორია. 2010 წელს კი გადაიღო "არასოდეს გამიშვა" (Never Let Me Go) კირა ნაითლის, ენდრიუ გარფილდისა და კერი მულიგანის მონაწილეობით.
მანამდე კი სანამ სამურავის (The Wolverine) ნახვის საშუალება მოგვეცემა, 23 ივნისს საქართველოში იქს–ადამიანების კიდევ ერთი ნაწილის "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" პრემიერა შედგება.
დღემდე იქს–ადამიანები: პირველი კლასის ტრეილერები ფოკუსირებული იყო ფილმის ცალკეულ გმირებზე, მათ ისტორიასა და მათ ახალგაზრდა შემსრულებლებზე და რადგანაც სტუდიამ და პროდიუსერებმა მაყურებელი დაარწმონეს, რომ ჯეიმს მაკევოი და მაიკლ ფასბენდერი არაჩვეულებრივი იქსი და მაგნეტო იქნებიან, ახლა დრო მოვიდა მეტი ყურადღება ფილმის სიუჟეტს, ექშენს და უარყოფით გმირებს დაუთმონ. თუ რამოდემინე თვის წინ ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ ფილმის წარმატებაში, წინასწარი შეფასებები და უკვე არსებული რეცენზიები იმაზე მეტყველებს, რომ მეთოუ ვონმა თავის საქმეს მოსალოდნელზე უკეთესად გაართვა თავი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა პერსონაჟთა ტრეილერი, ახლა კი კიდევ რამოდენიმე ვიდეო. ქვემოთ კი მოცემულია ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ კლიპების ნახვამდე:
1950–იან წლებში ამერიკა და საბჭოთა კავშირი ცივი ომის ზღვარზე არიან. ამ დროისათვის ასპარეზზე ადამიანთა ახალი სახეობა გამოდის, ეგრეთწოდებული "მუტანტები", რომლებიც ფლობენ განსხვავებულ და ფანტასტიკურ ძალას. ჩარლზ იქსავიერი, ტელეპატი, ცდილობს დაეხმაროს ასეთ არსებებს განვითარებაში და თან შეძლოს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება. ჩარლზის კარგ მეგობარს, ნაცისტების ბანაკის მსხვერპლ ერიკ ლენშერს კი არ სჯერა, რომ ადამიანები და მუტანტები ოდესმე მშვიდ თანაცხოვრებას შეძლებენ. თუმცა ეს ორი ადამიანი ერთად დააარსებს სკოლას ახალგაზრდა მუტანტებისათვის, სადაც ნებისმიერ მათგანს ასწავლის ძალის კონტროლს. ამის პარალელურად კიდევ ერთი მუტანტი – სებასტიან შოუ ცდილობს ცივი ომი ადამიანების გასანადგურებლად გამოიყენოს და მუტანტების ძალაუფლება გაზარდოს.
ტრანსფორმერების ფრენჩაიზის დასასრულის ხილვას სულ ერთ თვეზე ოდნავ მეტი გვაშორებს. უკვე ვნახეთ ფილმის ნახევარწუთიანი ვიდეო, ტრეილერი და გავეცანით ოფიციალურ სინოფსისსაც. ასევე მოვისმინეთ რეჟისორ მაიკლ ბეის დაპირება "საუკეთესო" ტრანსფორმერების გადაღების შესახებ. სანამ ამას პირადად შევამოწმებდეთ, Paramount–მა საშუალება მოგვცა ფილმის რამოდენიმე კადრი შევაფასოთ. მერე რა რომ ფილმი უცხოპლანეტელ რობოტებზეა, ერთი კვირის წინ გამოსულ ვიდეოებში არც თვალისმომჭრელი სპეცეფექტებია, არც მაშტაბული ბრძოლები, არც ავტობოტები და არც დეცეპტიკონები. ფილმში რამოდენიმე ახალი არაკომპიუტერული გმირი მოგვევლინება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი Victoria's Secret–ის ერთ–ერთი ანგელოზის როზი ჰანტინგტონ–უიტლის გმირი იმსახურებს. პირველი ვიდეოკლიპიც მას ეთმობა და ქერლი (ჰანტინგტონ–უიტლი) ფილმის მთავარ გმირ სემ უიტვიკისა (შაია ლაბეფი) და თავის ბოსთან (პატრიკ დემსპი) ერთად ჩნდება.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტრანფორმერები მხოლოდ ლამაზი ფილმია დახვეწილი ეფექტებით, ძვირადღირებული ავტომობილებით და ბევრი კარგი იუმორით (ეს უკანასკნელი მხოლოდ პირველ ფილმს ახასიათებს). რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ ასპექტში ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება საკმაოდ მოისუსტებდა. მსახიობთა მთელი ჯგუფი არათანაბრად იყო განაწილებული, როგორც ზოგადად სეკველებში ჩვევიათ ხოლმე და გმირებიც ქაოტურად და უფუნქცუოდ ჩნდებოდნენ ფილმში, მხოლოდ ის გამო რომ ისინი პირველ სერიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. ჯოშ დუჰამელის ლეიტენანტ–პოლკოვნიკი ლენოქსი და ტაირის გიბსონის სერჟანტი რობერტ ეპსი მოსალოდნელი იყო, რომ მეორე ფილმის სცენარს უფრო კარგად მოერგებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მესამე სერიისთვის მაიკლ ბეი ამის გამოსწორებას აპირებს. მეორე ვიდეოკლიპიც სამხედროებს და კონკრეტულად ამ ორ ადამიანს ეხება და პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული.
სულ ახლახანს კი დაიდო ორი სატელევიზიო რგოლი, რომელიც ტრანსფორმერების მთელ დიდებულებას იტევს და ნამდლივად კარგი საყურებელია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კადრების დიდი ნაწილს წინა ტრეილერებიც შეიცავდა.
ფილმი 3D ფორმატშია და მისი პრემიერა 29 ივნისს შედგება.
19 მაისს, კინოთეატრ ამირანში შედგა დისნეის მეკობრეების ფრენჩაიზის კიდევ ერთი ფილმის პრემიერა. ფილმს საქართველოში სულმოუთმენლად ელოდნენ, გამომდინარე იქიდან რომ წინა ტრილოგია ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან განსაკუთრებით პოპულარულია. შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმის წინასწარ მიმოხილვას. პირადად მე ბილეთები საქართველოს ბანკის Facebook-ის ტრივია-კონკურსში მოვიგე და ფილმითაც უფასოდ ვისიამოვნე. რაც შეეხება თვითონ პრემიერას, ნამდვილად კარგი იყო, თუმცა Dress Code-მა, როგორც მოსალოდნელი იყო არ გაამართლა. სურათში მონაწილეობენ ჯონი დეპი, პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში, კევინ მაკნელი და სხვები. რეჟისორი გორ ვერბინსკი მეოთხე ფილმში რობ მარშალმა ჩაანაცვლა.
კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides) მოგვითხრობს ჯეკისა (ჯონი დეპი) და ბარბოსას (ჯეფრი რაში) შესახებ, რომლებიც ჩათრეულნი არიან უკვდავების წყაროს ძიებაში. ჯეკი ანჯელიკასთან (პენელოპე კრუზი) ერთად აღმოჩნდება შავი წვერის გემზე "დედოფალი ანას შურისძიება", სადაც აღმოაჩენს რომ ანჯელიკა ყველაზე დაუნდობელი მეკობრის ქალიშვილია. ის შავ წვერთან ერთად შეუდგება წყაროს ძიებას. პარალელურად იმავე მიზნისკენ ისწრაფვიან ბრიტანეთის მეფის სამსახურში შესული ჰექტორ ბარბოსა და ესპანელი ფანატიკოსი მონარქის ქვეშევრდომები.
ვერ ვიტყვი, რომ ფილმი უინტერესო იყო, თუმცა ტედ ელიოტისა და ტერი როსიოს სცენარი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეა. სიუჟეტი წინა სერიებისგან განსხვავებით სრულად გადმოტანილია ზღვიდან ხმელეთზე და გემს სატრანსპორტო ფუნქცია უფრო აქვს, ვიდრე სამხედრო. არც ხომალდთა მრავალრიცხვოვნობით გამოირჩა ფილმი. ჩანდა მხოლოდ "დედოფალი ანას შურისძიება" და ინგლისელების გემი ბარბოსას ხელმძღვანელობით (ისიც სულ რამდენიმე მომენტი). არ ვიცი ეს შეცვლილ რეჟისორს უნდა დავაბრალოთ თუ ბიუჯეტს (რომელიც არც თუ ისე ცოტა ჰქონდა ფილმს), მაგრამ ფილმი საერთოდ არ შეიცავს საზღვაო დაპირისპირებებს, იქ თქვენ ვერ ნახავთ ქვემეხიდან გავარდნილ ვერცერთ ყუმბარას.
მოკლედ ის გამოირჩევა თავისი ექშენის სიმცირით. ფილმის დასაწყისში ბრძოლა ჯეკი ჯეკის წინააღმდეგ იყო უხარუსხო ანალოგი ბეღურასა და უილის ბრძოლისა "შავი მარგალიტის წყევლიდან". ექშენიდან აღსანიშნავია მხოლოდ ქალთევზათა შეპყრობის მომენტი.
სამსახიობო ჯგუფზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი. ჯონი დეპი კვლავინდებურად თავის ამპლუაში იყო. იგივეს თქმა შემიძლია მეორეხარისხოვანი გმირების შემსრულებელ მსახიობებზე, თუმცა მათმა კარგმა შესრულებამ სრულად ვერ აანაზღაურა პერსონაჟთა სიცუდე.
ტრილოგიის ერთ-ერთ მიმზიდველობას წარმოადგენდა ის, რომ ფილმში შომეყვანილი იყო რამდენიმე მხარე, რომლებიც ზოგჯერ ერთად იბრძოდნენ, ზოგჯერაც ერთმანეთის წინააღმდეგ. ამის მცდელობა მარშალსაც ჰქონდა "უცხო ნაპირებზე"-ში, თუმცა არც თუ ისე წარმატებული. ინგლისელთა შესახებ საუბარი ზედმეტიცაა (ახლა არ მითხრათ ბარბოსა ბრიტანეთს ემსახურებოდაო), ესპანელები კი მთელი ფილმის მანძილზე ამოუცნობ და ბუნდოვან მხარეს წარმოადგენენ, რომელთა არც ასავალ-დასავალისა და არც მიზნის შესახებ არაფერი ვიცით.
როგორც ეს წინასწარ მიმოხილვაში აღვნიშნე, უილიამისა და ელიზაბეთის წასვლამ შექმნა ფილმში ახალი რომანტიკული ისტორიის შემოტანის საჭიროება. რეჟისორმა გადაწყვიტა წინა სერიების ტაქტიკა შეეცველა და ეს ისტორია ჯეკს დაუკავშირა. ანჯელიკას და ჯეკის სიყვარული ნაკლებად სერიოზულია, რადგან ორივე მეკობრეა და ეს გრძნობა მათი მოკავშირეობა/მოწინააღმდეგობიის განმსაზღვრელი უფროა. მეორე მხრივ იუმორის კუთხით ის კარგადაა გამოყენებული, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. უილისა და ელიზაბეთის კიდევ ერთი შემცვლელი წყვილია კათოლიკე მისიონერი ფილიპი და ქალთევზა სირენი, თუმცა გაცილებით უმნიშვნელო, რადგან პერსონაჟები არ არიან გამოკვეთილნი და წინაისტორია არ გააჩნიათ. თანაც მეზღვაურის შესახებ ფილმში ქალთევზისა და ადამიანის სიყვარული ერთგვარი კლიშეა.
როდესაც თავიდან გავიგე იმის შესახებ, რომ ფილმის უარყოფითი პერსონაჟი შავი წვერი იქნებოდა, ამ ფაქტმა დამაინტერესა. პირველ რიგში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეკობრეების პერსონაჟი ნამდვილ მეკობრეს ეფუძნება, თუ არ ჩავთვლით ჯეკის მამის, კოდექსის მცველი ტიგის გმირს, რომელიც ვერბინსკიმ აგრეთვე შავ წვერზე დააფუძნა და ეს გვარიდანაც კარგად ჩანს. ედვარდ ტიჩი თავისი დაუნდობლობით ყველაზე ცნობილი მეკობრეა მეკობრეობის ისტორიაში, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ფილმში ის წარმოჩენილია, როგორც უკვე მოხუცი კაპიტანი, რომელსაც ახალგაზრდობის დაბრუნება სურს. დიდი პოტენციალის მიუხედავად ის გაცილებით უინტერესო პერსონაჟი გამოდგა, ვიდრე დეივი ჯონსი წინა ორ სერიაში.
3D. რომელი 3D? ა, ფილმი 3D-ში იყო? მეორეჯერ თუ ვნახავ დავაკვირდები, არ შემიმჩნევია. ჩემი სათვალე ბუნდოვანი გამოსახულების გასწორებისა და მისი დაბნელების გარდა არაფერს აკეთებდა. შეიძლება სათვალეების ბრალიც ყოფილიყო ეს. სამი განზომილების დიდი გულშემატკივარი არ ვარ და სათვალის შეცვლასა და ეგეთ რაღაცეებზე არ ვჩალიჩობ.
ის, რითიც მეოთხე სერია ტრილოგიას ტოლს არ უდებდა იყო იუმორი, რაც ფილმს მართლა სასიამოვნოდ სანახავს ხდიდა. ბეღურას ამ ასპექტში ბარბოსა და ანჯელიკა უმაგრებდნენ მხარს.
წინა ფილმებთან შედარებით უინტერესო პერსონაჟებისა და გაცილებით უარესი ექშენის მიუხედავად, ფილმი მაინც ღირს სანახავად, თუნდაც იმიტომ რომ შესანიშნავი ტრილოგიის გაგრძელებაა. ასეთი ჩავარდნის მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არც თუ ისე კარგი რეჟისორი რობ მარშალია, რომელმაც ვერ შეძლო გორ ვერბინსკის ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყო.
ფილმის 3D-ში ნახვა შეგიძლიათ კინოთეატრებში რუსთაველი და ამირანი. განრიგი იხილეთ ბმულზე.
20th Century Fox-მა "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" ახალი ოფიციალური ტრეილერების გამოქვეყნების შემდეგ, მაისის დასაწყისში ასევე გამოუშვა ოთხი პერსონაჟის ტრეილერი. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის ტრეილერებში აქამდე აქცენტი გადატანილი იყო ჩარლზსა და ერიკზე, ამიტომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები გამოკვეთილნი არ ყოფილან. ამ კადრებში კი ბევრ ახალს აღმოაჩენთ ბენშის, ჰავოკის, მხეცისა და მისტიკას შესახებ.
ჰავოკი
ალექს სამერსი იგივე ჰავოკი ფლობს პლაზმური ენერგიის წარმოქმნისა და კონტროლის უნარს. კომიქსის მიხედვით ალექსი სკოტ სამერსიის ანუ ციკლოპის ძმაა, თუმცა რადგანაც ამ ფილმში მოქმედება სამოციან წლებში ხდება, ამიტომ სავარაუდოა, რომ ის ციკლოპის მამად უფრო მოგვევლინოს. მისი ბლასტიც ძალიან ჰგავს ციკლოპისას, განსაკუთრებით ფერით. ის საკმაოდ ძლიერია და საშიშიც გარშემომყოფთათვის, რადგან მასაც, როგორც ბევრ სხვა მუტანტს თავიდან უჭირს ძალის კონტროლი. "პირველ კლასში" ახალგაზრდა ჰავოკისთვის მსახიობიც საკმაოდ კარგად არის შერჩეული. ფილმში მას ლუკას თილი განასახიერებს.
მხეცი
დოქტორი ჰენკ მაკკოი იგივე მხეცი ერთ–ერთი გმირია, რომელიც იქს–ადამინების ტრილოგიაშიც ჩანდა. პირველ კლასში მის როლს ნიკოლას ჰოლტი შეასრულებს. მხეცს, როგორც როუგს, არ სურს მუტანტად ყოფნა და ყველანაირად ცდილობს თავის განსაკურნებელ საშუალებას მიაგნოს. ამის მიუხედავად ჰენკი მაინც განიცდის ტრანსფორმაციას და არაჩვეულებრივ ლურჯ არსებად გადაიქცევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იქს–ადამიანებ 2–ში ის ჩანს ტელევიზორში, ერთ–ერთ გადაცემის დროს, ჩვეულებრივი გარეგნობით, მესამე ფილმში – "იქს–ადამიანებ: უკანესკნელ ბრძოლა" ის უკვე სახეშეცვლილია მუტანტია. ასევე ამ ტრეილერიდან ჩანს, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჯენიფერ ლოურენსის მისტიკასთან.
ბენში
შონ კესიდი იგივე ბენში მუტანტია, რომლის ძალაც მის ხმაშია. ის დაფრინავს ყვირილის საშუალებით, ეს საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ უკეთესად ტრეილერში იხილავთ, თუ რაში იყენებს ბენში ხმის ძლიერ იოგებს. ბენშს მსახიობი ქელებ ლენდრი ჯონსი ასახიერებს. კომიქსისგან განსხვავებით ფილმში ბენშს არ აქვს ირლანდიური აქცენტი. იქს–ადამიანებში ზოგადად შეიმჩნევა ტენდენცია სხვადასხვა ეროვნების გმირების გაამერიკელების, თუნდაც რუსი კოლოსი და პირო რომ გავიხსენოთ ტრილოგიიდან.
მისტიკა
რეივენ დარქჰოლმი იგივე მისტიკა, როგორც ჩარლზ იქსავიერი და ერიკ ლენშერი, ტრილოგიისა და კომიქსის მნიშვნელოვანი გმირია და ამავდროულად ტრილოგიაში უკვე განსახიერებული სხვა მსახიობის მიერ. ოსკარზე ნომინირებულ ჯენიფერ ლოურენს მოუწევს რებეკა რომიჯნის შექმნილი პერსონაჟის ახალგაზრდობის თამაში. ტრეილერიდან ჩანს რომ "პირველ კლასში" ის უფრო აქტიური იქნება, ვიდრე უბრალოდ "მაგნეტოს უტყვი დამხმარე და მისი მცველი". პრიკველში მისტიკა ხშირად იყენებს ჩვეულებრივ გარეგნობას და გარდასახვის უნარის საშუალებით მალავს თავის ლურჯ სხეულს. შესაძლოა გარეგნობის გამოცაა ის საკმაოდ ახლოს მხეცთან.
"იქს–ადამიანები: პირველი კლასი" კინოთეატრებში 2011 წლის 3 ივნისს გამოვა.
ფილმში მონაწილეობენ: ჯეიმს მაკევოი. მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენიერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი, ნიკოლას ჰოლტი, ჯეისონ ფლემინგი, ზოი კრავითცი, ლუკას თილი, ოლივერ პლეტი, რეი უაიზი, ქელებ ლენდრი ჯონსი და ალექს გონსალესი.
კარიბის ზღვის მეკობრეების კიდევ ერთი სერიის თბილისურ პრემიერამდე რამდენიმე დღეღა რჩება. "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides) არის ტრილოგიის გაგრძელება, რომელიც კვლავინდებურად მოგვითხრობს დისნეის საკულტო პერსონაჟის კაპიტანი ჯეკ ბეღურას შესახებ. გორ ვერბინსკი სარეჟისორო სკამზე ჩაანაცვლა რობ მარშალმა (ჩიკაგო, გეიშას დღიურები, ცხრა) და გადაწყვიტა დისნეისთვის მეორე ტრილოგია გადაეღო. ფილმი მოგვითხრობს ჯეკისა (დეპი) და ბარბოსას (ჯეფრი რაში) შესახებ, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ უკვდავების წყაროს მიგნება. ამ დროს ბეღურა აღმოჩნდება "შავი წვერის" გემზე "დედოფალი ანას შურისძიება". აღსანიშნავია, რომ ედვარდ ტიჩი (იან მაკშეინი), იგივე "შავი წვერი" ნამდვილი პიროვნებაა, რომელიც 1716-1718 წლებში მეკობრეობდა კარიბის ზღვაში.
ფილმი წინამორბედთაგან ძალიან განსხვავებული იქნება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მეკობრეების პირველ სამ სერიაში მიუხედავად იმისა, რომ მთავარ პერსონაჟად ჯეკი ითვლება, დატვირთვა გადანაწილებული იყო რამდენიმე მეორეხარისხოვან გმირზე. მათვე უკავშირდებათ ფილმის მთავარი სასიყვარულო ისტორია. ამ მხრივ მარშალის ფილმი განსხვავებულია. სურათში მხოლოდ ჯეკი, ბარბოსა და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ბრუნდება. უილიამისა და ელიზაბეთის წასვლამ შექმნა ფილმში ახალი რომანტიკული ისტორიის შემოტანის საჭიროება, რისთვისაც რეჟისორმა მსახიობი თავისი წინა ფილმიდან მოიყვანა. პენელოპე კრუზის გმირი ანჯელიკა ჯეკის ძველი სიყვარული და მისი მტრის, "შავი წვერის" ქალიშვილია.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალ სერიას წინამორბედების სტილის არაფერი სცხია. ცოტა ხნის წინ დისნეიმ გამოაქვეყნა პირველი ვიდეო ფილმიდან, რომელიც ასახავს იმას თუ როგორ უსხლტება ხელიდან ბეღურა უკვე ბრიტანეთის ოფიცრად ქცეულ ბარბოსას და მის ჯარისკაცებს. ის უეჭველად მოგაგონებთ ანალოგიურ სცენას პირველი ფილმიდან.
იხილეთ ფილმის ტრეილერი:
სურათი მსოფლიოს კინოთეატრებში 20 მაისს გამოჩნდება 2D, 3D და IMAX 3D ფორმატში. თბილისში კი მისი პრემიერა 19 მაისს შედგება.
ჯერ კიდევ "უსახელო ნაბიჭვრების" გამოსვლამდე კვენტინ ტარანტინომ The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდოდა გადაეღო სპაგეტი ვესტერნი, რომელშიც მოქმედებები ამერიკის უკიდურეს სამხრეთში განვითარდებოდა. ასე, რომ ფილმი "საუსერნი" უფრო გამოდის, ვიდრე ვესტერნი. მან თქვა, რომ მისი ფილმი შეეხებოდა ამერიკაში გაბატონებულ მონობას, რასაც ქვეყნის სირცხვილი უწოდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ Twitter-ის მომხმარებელმა @AgentTrainee გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც აღბეჭდილია ტარანტინოს ხელნაწერი სცენარის გარეკანი. ის დასათაურებულია, როგორც "DJANGO UNCHAINED" (გათავისუფლებული ჯანგო).
სცენარის გარეკანი
ახლა, ვინ არის ჯანგო? ჯანგო ვესტერნის ისეთივე პერსონაჟია, როგორიც Man with No Name დოლარების ტრილოგიიდან. ის მთავარი პერსონაჟია დაახლოებით 30 სპაგეტი ვესტერნში. პირველად გამოჩნდა 1966 წლის სერჯიო კორბუჩის ფილმში "ჯანგო", სადაც ის ფრანკო ნერომ განასახიერა (ცოტა ხნის წინ იგივე ფრანკო ნერო დაამტკიცა ტარანტინომ ერთ-ერთ როლზე). ასევე საინტერესოა ტაკასი მიიკეს 2007 წლის ფილმი "სუკიაკი ვესტერნი ჯანგო", სადაც კვენტინ ტარანტინოს აქვს ეპიზოდური როლი, როგორც რინგო. (იხილეთ ოფიციალური ტრეილერი)
ორიგინალური ჯანგოს ოფიციალურ ტრეილერში პერსონჟი დახასიათებულია, როგორც "უმოწყალო და შურისმაძიებელი, ყველა იარაღის ოსტატი. ადამიანი, რომელიც ყველას ერჩივნა მოკლული ენახა." მას რაღათქმაუნდა არ უყვარს ბევრი საუბარი, ისევე როგორც უსახელოს. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტარანტინოს პერსონაჟი განსხვავებული იქნება, რისი საფუძველიც მან უკვე მოგვცა. მისი ჯანგო შავკანიანია, რომლის შესასრულებლადაც ტარანტინო უილ სმიტს მოიაზრებს. ასევე როლზე განიხილება იდრის ელბა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თორში ითამაშა ჰეიმდალი. მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ასევე ითამაშებენ კრისტოფ ვოლცი (გერმანელი თავებზე მონადირე), სემუელ ლ. ჯექსონი (ბრძენი, ამაყი მონა), როგორც ზემოთ აღვნიშნე ფრანკო ნერო, ტრიტ უილიამსი და კეით კარადინი. მათგან ვოლცი და ნერო უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს როლზე.
ცოტა ხნის წინ ასევე გამოქვეყნდა პირველი სინოფსისი, რომელმაც გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა შინაარსზე:
ჯანგო არის გათავისუფლებული მონა, რომელიც გერმანელი თავებზე მონადირის (ვოლცი) ხელმძღვანელობით თავადაც ამგვარი მონადირე ხდება. მას შემდეგ რაც გერმანელთან ერთად რამდენიმე "ცუდ" ბიჭს მოკლავს შემოსავლის გამო, გერმანელის დახმარებით იპოვის თავის ცოლს და გაათავისუფლებს ბოროტი პლანტატორის მონობიდან.
2011 წლის ზაფხული ექშენ ბლოკბასტერებისა დიდ არჩევანს გვთავაზობს: ფილმების რებუთები, პოპულარული კომიქსების ადაპტაციები, ყველასათვის კარგად ცნობილი ფრენჩაიზების ბოლო სერიიები ან უბრალოდ მათი გაგრძელებები და ახალი, უცნაური, იდუმალი და ამბიციური სამეცნიერო ფანტასტიკები.
ქვემოთ მოყვანილია შემდეგი სეზონის 13 ბლოკბასტერებისა, ექშენების ჟანრის ფილმის ზოგადი მიმოხილვა, მსახიობთა ჩამონათვალთან და ამერიკული და ქართული პრემიერების თარიღებთან ერთად.
ფორსაჟი 5 გამოსვლის თარიღი: 29 აპრილი (აშშ), 5 მაისი (საქ)
მონაწილეობენ:ვინ დიზელი, პოლ უოლკერი, ჯორდანა ბრიუსტერი, დუეინ ჯონსონი, ტაირის გიბსონი
მიმოხილვა: როგორც ჩანს, ეს ფორსაჟს ბოლო სერია არ იქნება, რადგან რეჟისორი ჯასტინ ლინი პროექტისათვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს და შემდეგი ფილმების გადაღების სურვილსაც გამოთქვამს. თანმიმდევრული სცენარი და ძველი მსახიობების დაბრუნება დიდი ფრენჩაიზის შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ სერიაში კი გმირები ყველა წინამორბედი ფილმიდან გამოჩნდნენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი რეცენზია.
თორი გამოსვლის თარიღი: 6 მაისი (აშშ), 28 აპრილი (საქ)
მონაწილეობენ: კრის ჰემსვორთი, ტომ ჰიდლსტონი, ნატალი პორტმენი, ენტონი ჰოპკინსი
მიმოხილვა: შექსპირზე შეყვარებული რეჟისორის, კენეტ ბრანას პირველი მაღალბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც მარველის კომიქსებს ეფუძნება და მარველის მომავალი პროექტის - შურისმაძიებლების ერთ-ერთი წინაპირობა და შემადგენელი ნაწილია. მოქმედება ვითარდება ასგარდელი ღმერთის, თორის გარშემო, რომელსაც ოდინი დასჯის, სამეფოდან გამოაძევებს და დედამიწაზე გამოაგზავნის. ფილმის უკეთ გასაცნობად იხილეთ ჩვენი რეცენზია.
მღვდელი გამოსვლის თარიღი: 13 მაისი
მონაწილეობენ: პოლ ბეტანი, ლილი კოლინსი, კარლ ურბანი, მეგი ქიუ, კრისტოფერ პლამერი
მიმოხილვა: ფილმი დაფუძნებულია ამავე სახალწოდების კორეულ კომიქსზე და ასახავს ადამიანებისა და ვამპირების ბრძოლას. მთავარი გმირი, მეომარი მღვდელი უკანასკნელი ომის შემდეგ დანარჩენებთან ერთად გალავნით შემორტყმულ ქალაქში ცხოვრობდა, სანამ მისი ძმიშვილი არ მოიტაცეს ვამპირებმა, მღვდელმა კი აღთქმის დარღვევა და გამტაცებლებზე ნადირობა გადაწყვიტა.
მონაწილეობენ: ჯონი დეპი, პენელოპე კრუზი, იან მაკშეინი, ჯეფრი რაში
მიმოხილვა: კარიბის ზღვის მეკობრეები ბრუნდება ახალი რეჟისორითა და მსახიობების არასრული შემადგენლობით. რობ მარშალის ახალი ფილმში კვლავ ვიხილავთ კაპიტან ჯეკ ბეღურასა და ჰექტორ ბარბოსას თავგადასავალს, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის შადრევანის ძიების დროს გადახდებათ. პირველად მეკობრეების ფრენჩაიზში გამოჩნდებიან რეალური, ისტორიული პერსონაჟები. მათ შორისაა მთავარი ანტაგონისტი შავი წვერი, რომელსაც იან მაკშეინი განასახიერებს. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი რეცენზია.
მონაწილეობენ: კეიმს მაკავიო, მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენუარი ჯონსი
მიმოხილვა: ფილმი მოგვითხრობს, იქს-ადამიანების წარსულზე, ჩარლზ იქსავიერისა და ერიკ ლენშერის ახალგაზრდობის ისტორიებზე. "პირველი კლასი" იქს-ადამიანების ტრილოგიის წინა ნაწილია, თუმცა მასში არ იქნებიან ჩვენთვის ნაცნობი გმირები: სამურავი, ციკლოპი, ჯინ გრეი და შტორმი, ამის მიუხედავად ფილმი შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად გავეცნოთ მისტიკას, მხეცის, ჰავოკისა და სხვა ძველი თუ ახალი მუტანტების ისტორიას.
სუპერ 8 გამოსვლის თარიღი: 10 ივნისი (აშშ), 23 ივნისი (საქ)
მიმოხილვა: საიდუმლოების მოყვარული ჯ.ჯ. აბრაამსის საიდუმლოებით მოცული ფილმი, რომლის შესახებაც ალბათ ყველაზე ნაკლებად შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ტრეილერი საკმაოდ მწირ ინფორმაციას გვაწვდის: 1979 წლის ზაფხულში ოჰაიოს პატარა ქალაქში მეგობრები ფილმს იღებდნენ სუპერ 8 კამერით, როცა მატარებლის კატასტროფის მომსწრენი გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში უჩვეულო მოვლენები გახშირდება. ასევე ტრეილერში არ ჩანს მონსტრი, რომლის ნახვას ალბათ, მხოლოდ "სუპერ 8"-ის ყურებისას შევძლებთ.
მონაწილეობენ: რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, პიტერ სარსგაარდი, მარკ სტრონგი,ტიმ რობინსი, მაიკლ კლარკ დანკანი, ჯეფრი რაში
მიმოხილვა: კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაცია. ის მოგვითხრობს სამყაროს მშვიდობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე მდგომი მწვანე ჩირაღდანთა კორპუსისა და მათი პირველი ადამიანი წევრის, ჰალ ჯორდანის შესახებ. როგორც ასეთ ისტორიებს ჩვევიათ, სამყაროს დიდი განსაცდელი დაუდგება და მისთვის ბრძოლას ჰალი და სხვა მწვანე ჩირაღდები შეეცდებიან.
ტრანსფორმერები გამოსვლის თარიღი: 29 ივნისი (აშშ), 30 ივნისი (საქ)
მონაწილეობენ: შაია ლაბეფი, როუზ ჰანტინგტონ-უითლი, ტაირის გიბსონი, ჯონ მალკოვიჩი,
მიმოხილვა: მაიკლ ბეი გვპირდება ტრანსფორმერების მესამე სერია, ტრილოგიის დასასრული, არა მხოლოდ წინაბორბედზე უკეთესი, არამედ კარგი ფილმიც იქნება. რა თქმა უნდა, მთავარ გმირს, სემს (შაია ლაბეფი) კიდევ ერთხელ მოუწევს სამყარო იხსნას რობოტების შემოსევისგან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას ახალი მეგობარი გოგონა დაუმშვენებს გვერდს. ყველაფრის მიუხედავად, ფილმში იქნება ფერადი და ლამაზი კადრები, და შთამბეჭდავი ეფექტები.
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 2
გამოსვლის თარიღი: 15 ივლისი
მიმოხილვა: აქ ბევრის თქმა საჭირო არც არის, რადგან პარი პოტერი უდავოდ ყველაზე პოპულარული წიგნის ეკრანიზაცია და ეს ფილმი, მისი ბოლო სერია, ათწლიანი ნამუშევრის და რვასერიანი ფრენჩაიზის დასასრული, რომელსაც მოუთმენლად ელოდება ერთგული მაყურებელი. ამას გარდა ყველას დააინტერესებს მოვლენათა როგორ განვითარებას და როგორ ეკრანული ფინალს შემოგვთავაზებენ რეჟისორი და სცენარისტები.
მონაწილეობენ: კრის ევანსი, ჰუგო უივინგი, ჰეილი ეტველი, სამუელ ელ. ჯექსონი
მიმოხილვა: ფილმი მარველის "შურიმაძიებლების" კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია. მოქმედება ვითარდება 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს. როცა ბრძოლის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა სტივ როჯერსი მონაწილეობას მიიღებს სუპერ ჯარისკაცის პროგრამაში. ამ სამეცნიერო ექსპერიმენტის შემდეგ კაპიტან ამერიკას სახელით ჰიდრას ორგანიზაციის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას და დაუპირისპირდება მათ ხელმძღვანელ წითელ თავისქალას.
მიმოხილვა: ორი, ერთი შეხედვით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ჟანრის გაერთიანებით რეჟისორმა ჯონ ფავრომ რისკიან საქმეს მიჰყო ხელი. თავიდან მას მხოლოდ ვესტერნის გადაღება სურდა, თუმცა ,,მკვდარი ჟანრის" დაფინანსება არცერთმა სტუდიამ არ მოინდომა და საბოლოოდ მივიღეთ ცხენზე ამხედრებული კოვბოების ბრძოლა განვითარებულ და მრტულად განწყობილ უცხოპლანეტელებთან. ფილმი 2D ფორმატშია, ამიტომ როგორც ფავრომ თქვა, ის ორჯერ უნდა ნახოთ.
მონაწილეობენ: ჯეიმს ფრანკო, ფრეიდა პინტო, ენდი სერკისი, ბრაიან კოქსი
მიმოხილვა: ოთხი წარუმატებელი სეკველისა და ერთი რემეიქის შემდეგ, გადაწყვიტეს პრიკველი გადაეღოთ, რომელიც შინაარსობრივად მეოთხე სერიის რემეიქი უფროა. სიუჟეტის მიხედვით, მაიმუნების მეთაური, კეისარი ადამიანების წინააღმდეგ გაიბრძოლებს. კეისარს ენდი სერკისი თამაშობს და ეს კი მისთვის უკვე მეხუთე ფილმია, სადაც performance capture-ით უცნაურ მახინჯ არსებას ან ცხოველს განასახიერებს და უახლოეს მომავალში კიდევ რამოდენიმეს ითამაშებს.
მონაწილეობენ: ჯეისონ მომოა, რონ პერლმენი, სტივენ ლენგი, რეიჩელ ნიკოლსი
მიმოხილვა: ფილმი კონანის გმირზე დაფუძნებული წიგნის კიდევ ერთი, ამჯერად 3D ეკრანიზაციაა, რომელიც მოგვითხრობს მთავარი გმირის ცხოვრების შესახებ: როგორ გადაირჩინა თავი ქურდობით, მეკობრეობითა და ბრძოლით მას შემდეგ, რაც მამა მოუკლეს და სოფელი გაუნადგურეს. ის დაუპირისპირდა კალარ ზიმს და მის მონსტრ მეომრებს, ასევე ძლიერ ჯადოქარ მარიკს.
2011 წლის ერთ-ერთი პირველი ექშენი - ფორსაჟის ფრენჩაიზის გაგრძელება - უკვე დიდ ეკრანებზე გამოვიდა და საშუალება მოგვეცა შეგვეფასებინა. ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი კვლავ თავის ამპლუაშია და მუშაობას განაგრძნობს ფორსაჟის ფილმებზე, რომელთა გადაღებაც ათი წლის წინ დაიწყო და კვლავაც არ კარგავს აქტუალობას. "ფორსაჟი 5"–ში აღწერილია მოვლენები ფორსაჟი 4–სა და "ტოკიო დრიფტს" შორის. მოქმედება ვითარდება რიოში, მას შემდეგ რაც ბრაიანი (პოლ უოლკერი) და მია დომს (ვინ დიზელი) ციხის ავტობუსიდან გააქცევენ ტრანსპორტირებისას. აქ ისინი ადგილობრივ მაფიას დაუპირისპირდებიან და მისი ბოსის (ხუაკიმ დე ალმეიდა) წინააღმდეგ საბრძოლველად გუნდს ქმნიან, რომელშიც ძველ მეგობრებს გააერთიანებენ. პარალელურად ბრაზილიაში FBI აგზავნის გუნდს ლუკ ჰობსის (დუაინ ჯონსონი) მეთაურობით, რომელთაც დომისა და ბრაიანის შეპყრობა აქვთ დავალებული.
სიმართლე გითხრათ სიჩქარე და ფორსაჟის სერიიდან მაინცდამაინც არცერთ ფილმზე არ ვგიჟდები, თუმცა ნამდვილად ვაფასებ და მხიბლავს ის, რომ სტუდიამ შეძლო ფრენჩაიზი ამდენ ხანს შეენარჩუნებინა ასე თუ ისე სტაბილურად. ამ მხრივ მეხუთე ფილმი განსხვავებული აღმოჩნდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა გადაწყვიტა არა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა ისტორია, არამედ პერსონაჟებიც დაებრუნებინა ყველა ძველი ფილმიდან: პირველი სერიიდან ვინსი, მეორიდან რომან პირსი და ევა მენდესის პერსონაჟი აგენტი მონიკა ფუენტესი (კამეო), მესამიდან ჰანი, მეოთხიდან კი გიზელ იაშარი. ამის გათვალისწინებით, ფილმი არც საჭიროებდა მეორეხარისხოვანი პერსონაჟების background-ების გამოკვეთას. რაც შეეხება ახალ გმირებს. ჰობსი და ელენა ნევესი (რიოელი პოლიციის ოფიცერი) საკმაოდ კარგად იყვნენ ჩასმულები, თანაც დუეინ ჯონსონი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე თავის ტიპურ უაზრო კომედიურ ფილმებში. პერსონაჟები ერთადერთი არ იყო, რაც ფილმს წინამორბედებთან აკავშირებდა. ფილმმა პირველი ნაწილიდან ოჯახის თემა აიღო, მეოთხიდან კი თავისუფლების ("გაქცევა თავისუფლებას არ მოგვიტანს!"). სიუჟეტი ასევე გვთავაზობს მსუბუქ იუმორს.
ფორსაჟი 5 ჟანრობრივად შეცვლილია, თუ წინა ნაწილები ქუჩურ რბოლებზე მოგვითხრობდა, ის ე.წ. ჰეისთია ანუ სურათი ძარცვის შესახებ. ამ ცვლილებას მაინცდამაინც კარგი ზემოქმედება ფილმზე არ მოუხდენია. ფილმში მხოლოდ ერთი–ორი ქუჩის რბოლაა და ისინიც ჩემი აზრით ხელოვნურად ჩამატებული, სერიას თავისი ხიბლი სრულად რომ არ დაეკარგა. ფორსაჟმა მე "ძარცვა იტალიურად" უფრო მომაგონა, თუმცა თავად ქურდობის ხელოვნება არც ისე საინტერესო იყო. რომ არ მცოდნოდა სად მივდიოდი, ის მისი გაგრძელება "ძარცვა ბრაზილიურად" მეგონებოდა. (ფილმის დაგეგმილი გაგრძელების სახელწოდება, რომლის გადაღებაც ვერ შეძლეს) ასევე უაზრო იყო ის ფაქტი, რომ გუნდმა ძარცვა სხვანაირად დაგეგმა და სულ სხვანაირად შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ რბოლებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, ძირითადი აქცენტი ისევ ექშენზე იყო გადატანილი, რაც ფილმს ფრენჩაიზის ფანებისთვის ისეთივე სასიამოვნო სანახავს ხდიდა. მანქანები, სიჩქარე და ფიზიკის კანონების უგულვებელყოფა ამჯერადაც თავზესაყრელად იყო. სიუჟეტის რიოში განვითარება კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. რიოს ღარიბული უბნები ზედგამოჭრილია დევნისთვის, რაც წარმოუდგენელ ჰალკშიც გამოჩნდა. ანალოგიური სცენა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დომი, ბრაიანი და მია, ჰობსის გუნდი და ბრაზილიური მაფია.
ფილმის ბოლოს ნაჩვენებია ყველა გადარჩენილი პერსონაჟის "ეპილოგი", რაც ცოტა უაზრო გადაწყვეტილებაა იმის ფონზე, რომ რამოდენიმე წელში მისი გაგრძელებისგადაღება სრულიად რეალურია. უფრო სწორედ რეალური კი არა აუცილებელია. აქამდე მეგონა, რომ ფორსაჟი 6 საბოლოოდ დააკავშირებდა დომინიკს "სიჩქარე და ფორსაჟი: ტოკიო დრიფტის" მთავარ გმირ შონთან, თუმცა მეხუთე სერიის დანატოვარი ისტორია და ტიტრების შემდგომ კადრში წამოჭრილი ახალი საქმე ამ კავშირს შორეული მომავლისთვის გადაავადებს. რომელი ტიტრების შემდგომი სცენა? რუსთაველის და ამირანის კრიტიკას ამის გამო აღარ მოვყვები, როგორც ეს თორის რევიუში გავაკეთე, უბრალოდ მოგცემთ საშუალებას აქ მაინც იხილოთ ეს კადრი.
სპოილერი (არ უყუროთ თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ)
კინოდან სახლში, რომ ვბრუნდებოდი იმაზე ვფიქრობდი ევა მენდესის (აგენტი მონიკა ფუენტესი მეორე სერიიდან) შეპირებული კამეო მე გამომრჩა თუ საერთოდ ამოჭრეს ფილმიდან, სინამდვილეში თურმე ის არც მინახავს. ასევე ამავე კადრშია მიშელ როდრიგესის შეპირებული ფოტო. მოკლედ თუ ვერ გაიგეთ, მონიკა მიდის ჰობსთან და აჩვენებს ფაილს ბერლინში სამხედრო ბადრაგზე თავდასხმის შესახებ, სადაც ჰობსი ლეტიცია 'ლეტი' ორტიზის (მიშელ როდრიგესი) სურათს აღმოაჩენს. ანუ ლეტი სინამდვილეში მეოთხე სერიაში არ მომკვდარა.
ყველაფერი უფრო სახალისო და ლამაზია, როცა ლეგოთია შექმნილი. უკვე საზაფხულო სეზონიც მოახლოვდა. ზაფხულში კი ბევრი, ჩვენთვის სასურველი, ფილმის პრემიერა შედგება: კომიქსების ადაპტაციიდან დაწყებული ტრანსფორმერების ტრილოგიისა და ჰარი პოტერის ფილმების დასასრულით დამთავრებული. უკვე შეგვეძლო გვენახა მწვანე ჩირაღდნის, კარიბის ზღვის მეკობრეების, იქს-ადამინების ტრეილერები, პოსტერები და სატელევიზიო ვიდეოები, ახლა კი Old Red Jalopy-მ Next Movie-ის დაკვეთით შექმნა 10 ფილმის ლეგო პოსტერი, მათგან უმეტესობა ალბათ ამ სეზონის ყველაზე გამორჩეული და ამბიციური ფილმები, რომელთა გამოსვლასაც ბევრი მოუთმენლად ელოდება.
"მწვანე ჩირაღდნის" ახალი ტრეილერი კინოთეატრებში "თორთან" ერთად უნდა გამოსულიყო, მიუხედავად ამისა მისი ნახვის საშუალება ორი დღით ადრე გვეძლევა. Wondercon–ის ვიდეოს მსგავსად მეორე ტრეილერიც ფილმის სერიოზულ მხარესა და გამაოგნებელ ვიზუალურ ეფექტებს გვთავაზობს. მართალია მასში ბევრი კადრია სატელევიზიო ტრეილერიდან გამოყენებული, მაგრამ ასევე გვაძლევს საშუალებას პირველად ვიხილოთ ტიმ რობინსის სენატორი ჰამონდი, ანჯელა ბასეტის დოქტორი ამანდა ვალერი და რაც მთავარია მწვანე ჩირაღდანთა კორპუსის დამაარსებლები და ხელმძღვანელები, სამყაროს მცველები. ასევე სასიამოვნოა მაიკლ კლარკ დანკანის ხმის მოსმენა, რომელიც კილოვოგს ახმოვანებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Warner Bros.–მა ფილმის ბიუჯეტს 9 მილიონი დაუმატა, იმედია საბოლოოდ ფილმი ამ წლის არა მარტო ყველაზე ამბიციური, არამედ წარმატებული პროექტიც იქნება. ტრეილერთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ახალი ბანერი და პოსტერი, რომლებზედაც მწვანე ჩირაღდანთა კორპუსის მთავარი წევრები არიან გამოსახულნი.
ფილმის რეჟისორი მარტინ კემპბელია და მასში მონაწილეობენ რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, მარკ სტრონგი, პიტერ სარსგაარდი, ანჯელა ბასეტი, ტიმ რობინსი, ჯეფრი რაში და მაიკლ კლარკ დანკანი. "მწვანე ჩირაღდანი" კინოთეატრებში 3D ფორმატში 17 ივნისს გამოვა.
არავისთვისაა გასაკვირი, რომ ფილმების გადაღება ძალიან ძვირი ჯდება. განსაკუთრებით ჯეიმს ბონდის მსგავსი ექშენების. სწორედ ფილმში რეკლამის სანაცვლოდ მიღებული დაფინანსების გამოა, რომ უფრო მეტი და მეტი სტუდია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან. მაგრამ საინტერესოა, შეუძლია თუ არა ფილმში დიდი რაოდენობით ბრენდების რეკლამირებას თვითონ ფილმის გაფუჭება ან სულაც მისი განადგურება? შეიძლება თუ არა ამ ინვესტიციების გამო რეჟისორმა ფილმზე კონტროლი დაკარგოს?
ამ კითხვაზე იმაზე უკეთეს პასუხს ვინ გაგვცემს თუ არა ჯეიმს ბონდის ჯერაც დაუსათაურებელი ფილმი. როგორც გაზეთი The Australian გვამცნობს, ბონდის 23–ე სერია თავისი 45 მილიონიანი შემოსავლით "პროდაქტ-პლეისმენტის" რეკორდს ხსნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თანხა ფილმის მთელი ბიუჯეტის ერთ-მესამედს შეადგენს. აქამდე ცნობილი ბრენდებთან მომგებიანი თანამშრომლობით გამოირჩეოდა სტივენ სპილბერგის "განსხვავებული აზრი". მან ფილმში განთავსებული უამრავი რეკლამით 20 მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
ბონდის ფილმები აქამდეც არ უჩიოდა ბრენდების გამოყენების ნაკლებობას. პირადად ჩემთვის ფილმში ფარულ რეკლამირებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ის ძალიან მომაბეზრებელი არ არის. ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესოა ლეგენდარულ ფრანსშიზეს, როგორ გაგრძელებას შემოგვთავაზებს რეჟისორი სემ მენდესი. უკვე ცნობილია, რომ გადაღებები დაიწყება ივნისის დასაწყისში ინდოეთის ქალაქებ გოასა და მუმბაიში. აქვე უნდა ითქვას, რომ 1983 წელს ბონდის ერთერთი სერია - "ოქტოპუსიც" გადაიღეს ინდოეთში - აგრასა და უდაიპუში.
გამოვიდა ტრანსფორმერების სერიის რიგით მესამე ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი. ფილმი დასათაურებულია, როგორც "Transformers: Dark of the Moon" (ტრანსფორმერები: მთვარის სიბნელე). სურათის ძირითად შინაარსზე წარმოდგენა უკვე შეგვიქმნა ტიზერმა, რომელიც ამ წლის თებერვალში გამოქვეყნდა. მისგან შევიტყვეთ, რომ სურათში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭებოდა სენტინელ პრაიმს (როგორც ჩანს ბეიმ ფილმში კიდევ ერთი "უკანასკნელი" პრაიმის შემოიყვანა), რომელსაც მთვარეზე ჩასვლისას აღმოაჩენს ნილ არმსტრონგი. ეს ტიზერი წარმოადგენდა მაიკლ ბეის მცდელობას დავერწმუნებინეთ, რომ მესამე სერია არ დაემსგავსებოდა მის წინამორბედს და ტრილოგიის შემოტრიალებას შეძლებდა. და გარკვეულწილად შეძლო კიდეც. ახლა კი ჩვენს წინაშეა ტრანსფორმერების მთავარი ღირსების ამსახველი ტრეილერი, ანუ სპეცეფექტებით გაჟღენთილი კადრები. ტრეილერის მიხედვით, როგორც ჩნას ბეიმ მაინც ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა ფილმში. ბევრი ფრანსფორმერი, ბევრი აფეთქება და არანაირი განსხვავება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შაიას შეყვარებულს თმის ფერი შეუცვალეს (ეს უკანასკნელიც კი ჩემი აზრით უარყოფითად უნდა ჩაითვალოს, ფოქსი მსახიობი მაინც იყო).
თავად იხილეთ ფილმის მეორე ტრეილერი.
ფილმის პირველი ოფიციალური სინოფსისი:
როდესაც უცნაური შემთხვევა დედამიწის წარსულიდან თავს შეგვახსენებს, ის პლანეტას ისეთ დიდ ომში ჩართვის საფრთხეს შეუქმნის, რომ ტრანსფორმერებიც კი ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას დამოუკიდებლად. ფილმში მონაწილეობენ შაია ლაბეფი, ჯონ ტურტურო, ჯოშ დუჰამელი, ტაირის გიბსონი, როზი ჰანტინგტონ-უიტელი, პატრიკ დემპსი, კევინ დანი, ჯონ მალკოვიჩსა და ფრენცის მაკდორმანთან ერთად.
დაახლოებით ერთი კვირის წინ "ჰობიტის" რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მსახიობი, რობ კაზინსკი, რომელსაც ფილმში ჯუჯა ფილი უნდა განესახიერებინა, პირადი მიზეზების გამო სახლში ბრუნდებოდა. (იხილეთ პოსტი) ახლა კი იმავე Facebook-ზე ჯექსონმა დაპოსტა მისი შემცვლელის ვინაობა. ეს იქნება ახალი ზელანდიელი მსახიობი დინ ო'გორმანი. მან ადგილობრივ მაყურებლებს ისიც ამცნო, რომ მსახიობი სატელევიზიო სერიალ "ყოვლისშემძლე ჯონსონებს" მეორე სეზონში დაუბრუნდება.
მან ასევე დაპოსტა კიდევ ერთი მსახიობის ვინაობა. ლი პეისი ითამაშებს ელფების მეფე თრანდრუილს. ჯექსონმა ახსენა მსახიობის შესანიშნავი შესრულება ფილმში "დაცემა" (The Fall, უკვდავების რეჟისორის ტარსემის მეორე ფილმი). შეგიძლიათ იხილოთ პიტერ ჯექსონის სრული პოსტი Facebook-ზე.
განახლება: ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე ჯექსონმა ასევე გამოაქვეყნა თავისი და ჰუგო ვივინგის სურათი (იხილეთ Facebook-ზე), რომელიც გადაღებულია ჰობიტის გადასაღებ მოედანზე. მაშინ გაურკვეველი იყო ნიშნავდა თუ არა ეს ვივინგის დაბრუნებას ტოლკინის საგის ეკრანიზაციაში, თუმცა ცოტა ხანში ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდა. ჰუგო ვივინგი ჰობიტში კიდევ ერთხელ განასახიერებს ელფ ელრონდს.
ლი პეისი
დინ ო'გორმანი
ტოლკინის "ჰობიტის" ადაპტაციის პირველი ნაწილი კინოთეატრებში გამოვა 2012 წელს, მეორე ნაწილი კი 2013 წელს.