ტრანსფორმერების ფრენჩაიზის დასასრულის ხილვას სულ ერთ თვეზე ოდნავ მეტი გვაშორებს. უკვე ვნახეთ ფილმის ნახევარწუთიანი ვიდეო, ტრეილერი და გავეცანით ოფიციალურ სინოფსისსაც. ასევე მოვისმინეთ რეჟისორ მაიკლ ბეის დაპირება "საუკეთესო" ტრანსფორმერების გადაღების შესახებ. სანამ ამას პირადად შევამოწმებდეთ, Paramount–მა საშუალება მოგვცა ფილმის რამოდენიმე კადრი შევაფასოთ. მერე რა რომ ფილმი უცხოპლანეტელ რობოტებზეა, ერთი კვირის წინ გამოსულ ვიდეოებში არც თვალისმომჭრელი სპეცეფექტებია, არც მაშტაბული ბრძოლები, არც ავტობოტები და არც დეცეპტიკონები. ფილმში რამოდენიმე ახალი არაკომპიუტერული გმირი მოგვევლინება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი Victoria's Secret–ის ერთ–ერთი ანგელოზის როზი ჰანტინგტონ–უიტლის გმირი იმსახურებს. პირველი ვიდეოკლიპიც მას ეთმობა და ქერლი (ჰანტინგტონ–უიტლი) ფილმის მთავარ გმირ სემ უიტვიკისა (შაია ლაბეფი) და თავის ბოსთან (პატრიკ დემსპი) ერთად ჩნდება.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტრანფორმერები მხოლოდ ლამაზი ფილმია დახვეწილი ეფექტებით, ძვირადღირებული ავტომობილებით და ბევრი კარგი იუმორით (ეს უკანასკნელი მხოლოდ პირველ ფილმს ახასიათებს). რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ ასპექტში ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება საკმაოდ მოისუსტებდა. მსახიობთა მთელი ჯგუფი არათანაბრად იყო განაწილებული, როგორც ზოგადად სეკველებში ჩვევიათ ხოლმე და გმირებიც ქაოტურად და უფუნქცუოდ ჩნდებოდნენ ფილმში, მხოლოდ ის გამო რომ ისინი პირველ სერიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. ჯოშ დუჰამელის ლეიტენანტ–პოლკოვნიკი ლენოქსი და ტაირის გიბსონის სერჟანტი რობერტ ეპსი მოსალოდნელი იყო, რომ მეორე ფილმის სცენარს უფრო კარგად მოერგებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. მესამე სერიისთვის მაიკლ ბეი ამის გამოსწორებას აპირებს. მეორე ვიდეოკლიპიც სამხედროებს და კონკრეტულად ამ ორ ადამიანს ეხება და პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული.
სულ ახლახანს კი დაიდო ორი სატელევიზიო რგოლი, რომელიც ტრანსფორმერების მთელ დიდებულებას იტევს და ნამდლივად კარგი საყურებელია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კადრების დიდი ნაწილს წინა ტრეილერებიც შეიცავდა.
ფილმი 3D ფორმატშია და მისი პრემიერა 29 ივნისს შედგება.
0 კომენტარი:
Post a Comment