ჯერ კიდევ ბევრი ტრანსფორმერების მესამე სერიის ხანგრძლივი ტრეილერის მოლოდინშია. იმ დრომდე კი ნახევარწუთიანი ვიდეოებით მოგვიწევს დაკმაყოფილება. როგორც ცნობილია, მაიკლ ბეის ფილმის დიდ ეკრანებზე 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდება. ფილმის პროდიუსერი კვლავ სტივენ სპილბერგი იქნება. ასევე მესამე სერიაში დაბრუნდება მსახიობთა დიდი ნაწილიც. ფილმში პირადი უთანხმოების გამო აღარ ითამაშებს მეგან ფოქსი, თუმცა რადგანაც ფილმი რობოტებზეა, ის მარტივად ჩაანაცვლეს მოდელით და სემსაც სიყვარულის ახალი ობიექტი მოუძებნეს. ასევე სცენარისტებმა რობერტ ორსმა და ალექს კურცმანმა დატოვეს პროექტი და ახლა სცენარზე მხოლოდ ერებ კრუგერი (მეორე სერიის სცენარისტი) მუშაობს. სურათი საბოლოოდ დასათაურდა, როგორც Transformers: Dark of the Moon. რეჟისორი მაიკლ ბეი ამტკიცებს, რომ ეს ფილმი უკანასკნელი იქნება და ამვდროულად საუკეთესო ტრილოგიაში.
პირველად ფილმის 30 წამიანი ვიდეო აჩვენეს ამერიკული ფეხბურთის თამაშზე (Super Bowl XLV),

0 კომენტარი:
Post a Comment