• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/11/2011

"დედპულს" ტიმ მილერი გადაიღებს

ორი კვირის წინ იქს-ადამიანების პროდიუსერმა ლორენ შულერ დონერმა განაცხადა, რომ რაინ რეინოლდსი კვლავ მზად იყო დედპულის როლის შესრულებისათვის და ფილმი მთლიანად უარყოფდა "იქს-ადამიანები წარმოშობა: სამურავში" მომხდარ მოვლენებს. მაგრამ დედპულის გადაღებას ორი რამ მაინც უშლიდა ხელს: "მწვანე ჩირაღდანი" და რეჟისორის არ ყოლა. ფილმის რეჟისორად განიხილებოდნენ რობერტ როდრიგესი (მაჩეტე) და ადამ ბერგი.
მიუხედავად ამისა 24 Frames-ის ცნობით Fox-მა არჩევანი ახალბედა ტიმ მილერის სასარგებოდ გააკეთა, რომელსაც სარეჟისორო გამოცდილება არ გააჩნია. მილერი პირველი ორი იქს-ადამიანების, თავზეხელაღებულისა და სკოტ პილგრიმის ეფექტებზე მუშაოდა, ახლა კი მოულოდნელად მაღალ ბიუჯეტიანი ფილმის გადაღება ანდეს. ფილმს  ზომბილენდის სცენარისტები რეტ რიზი და პოლ ვერნიკი დაწერენ და ის R-rated იქნება. Deadline-ის მიხედვით ფილმს "იქს-ადამიანები წარმოშობა: დედპული" ერქმევა, რაც ან შეცდომაა (24 Frames ფილმს დედპულს უწოდებს) ან არადა Fox-მა გადაწყვიტა, რომ ფილმი იქს-ადამიანების სათაურით უფრო მეტ ფულს მოუტანთ. რეინოლდსის შემდეგი ფილმი მწვანე ჩირაღდანი კინოთეატრებში რამდენიმე თვეში გამოვა, მაგრამ უკვე მიდის საუბარი მისი გაგრძელების გადაღებასთან დაკავშირებით. ამიტომაც სავარაუდოდ დედპულის გადაღებები მწვანე ჩირაღდანის მეორე სერიის შემდეგ დაიწყება.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More