• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

5/09/2011

კვენტინ ტარანტინოს ახალი პროექტი - ჯანგო

ჯერ კიდევ "უსახელო ნაბიჭვრების" გამოსვლამდე კვენტინ ტარანტინომ The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდოდა გადაეღო სპაგეტი ვესტერნი, რომელშიც მოქმედებები ამერიკის უკიდურეს სამხრეთში განვითარდებოდა. ასე, რომ ფილმი "საუსერნი" უფრო გამოდის, ვიდრე ვესტერნი. მან თქვა, რომ მისი ფილმი შეეხებოდა ამერიკაში გაბატონებულ მონობას, რასაც ქვეყნის სირცხვილი უწოდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ Twitter-ის მომხმარებელმა @AgentTrainee გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც აღბეჭდილია ტარანტინოს ხელნაწერი სცენარის გარეკანი. ის დასათაურებულია, როგორც "DJANGO UNCHAINED" (გათავისუფლებული ჯანგო).

სცენარის გარეკანი
ახლა, ვინ არის ჯანგო? ჯანგო ვესტერნის ისეთივე პერსონაჟია, როგორიც Man with No Name დოლარების ტრილოგიიდან. ის მთავარი პერსონაჟია დაახლოებით 30 სპაგეტი ვესტერნში. პირველად გამოჩნდა 1966 წლის სერჯიო კორბუჩის ფილმში "ჯანგო", სადაც ის ფრანკო ნერომ განასახიერა (ცოტა ხნის წინ იგივე ფრანკო ნერო დაამტკიცა ტარანტინომ ერთ-ერთ როლზე). ასევე საინტერესოა ტაკასი მიიკეს 2007 წლის ფილმი "სუკიაკი ვესტერნი ჯანგო", სადაც კვენტინ ტარანტინოს აქვს ეპიზოდური როლი, როგორც რინგო. (იხილეთ ოფიციალური ტრეილერი)

ორიგინალური ჯანგოს ოფიციალურ ტრეილერში პერსონჟი დახასიათებულია, როგორც "უმოწყალო და შურისმაძიებელი, ყველა იარაღის ოსტატი. ადამიანი, რომელიც ყველას ერჩივნა მოკლული ენახა." მას რაღათქმაუნდა არ უყვარს ბევრი საუბარი, ისევე როგორც უსახელოს. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტარანტინოს პერსონაჟი განსხვავებული იქნება, რისი საფუძველიც მან უკვე მოგვცა. მისი ჯანგო შავკანიანია, რომლის შესასრულებლადაც ტარანტინო უილ სმიტს მოიაზრებს. ასევე როლზე განიხილება იდრის ელბა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თორში ითამაშა ჰეიმდალი. მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ასევე ითამაშებენ კრისტოფ ვოლცი (გერმანელი თავებზე მონადირე), სემუელ ლ. ჯექსონი (ბრძენი, ამაყი მონა), როგორც ზემოთ აღვნიშნე ფრანკო ნერო, ტრიტ უილიამსი და კეით კარადინი. მათგან ვოლცი და ნერო უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს როლზე.

ცოტა ხნის წინ ასევე გამოქვეყნდა პირველი სინოფსისი, რომელმაც გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა შინაარსზე:
ჯანგო არის გათავისუფლებული მონა, რომელიც გერმანელი თავებზე მონადირის (ვოლცი) ხელმძღვანელობით თავადაც ამგვარი მონადირე ხდება. მას შემდეგ რაც გერმანელთან ერთად რამდენიმე "ცუდ" ბიჭს მოკლავს შემოსავლის გამო, გერმანელის დახმარებით იპოვის თავის ცოლს და გაათავისუფლებს ბოროტი პლანტატორის მონობიდან.

გამოგვყევით Facebook-ზე - SinCopy.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More