• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

5/31/2011

The Wolverine - 8 პოტენციური რეჟისორი

2009 წელს იქს-ადამიანების სერიის კიდევ ერთი ფილმი "იქს ადამიანების წარმოშობა: სამურავი" (X-Men Origins: Wolverine) მსუბუქად, რომ ვთქვათ არცთუ ისე კარგი გამოვიდა, თუმცა კინოგაქირავებაში ცუდი შემოსავალი არ მიუღია ($373 მილიონი მოიგო, მაშინ როცა ბიუჯეტი იყო $150 მილიონი). მალევე გახდა ცნობილი, რომ Fox აპირებდა მისი გაგრძელების გადაღებას. ფილმში ისტორია განვითარდება იაპონიაში, ქვეყანაში რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული სამურავი მარველის კომიქსებში. იაპონიაშივე ვითარდება მოქმედება პირველი ფილმის ერთ-ერთ ტიტრების შემდგომ სცენაში. ერთადერთი პერსონაჟი იქს-ადამიანების ფრანშიზიდან, რომელიც ახალ ფილმშიც გამოჩნდება სამურავია, რომელსაც კვლავინდებურად ჰიუ ჯეკმენი ითამაშებს. სურათში გადმოცემული ისტორია უფრო ცალკე მდგომია, ვიდრე პირველი ნაწილის პირდაპირი სიკველი და ის დასათაურდა, როგორც "The Wolverine".

ყველასდა გასაოცრად 2010 წლის ოქტომბერში არც მეტი არც ნაკლები "შავი გედის" რეჟისორი დარენ არონოვსკი დაამტკიცეს ფილმის რეჟისორად. მარველის კომიქსის ადაპტაციისთვის ერთი შეხედვით შეუფერებელი რეჟისორის შერჩევამ ნათელჰყო, რომ ახალი ფილმი სრულიად განსხვავებული გამოვიდოდა და მხოლოდ ექშენსა და სპეც-ეფექტებზე არ იქნებოდა ფოკუსირებული. სიუჟეტის იაპონიაში განვითარება და სრულიად განსხვავებული კულტურის შემოტანა ფილმში ამ ყველაფრის შესრულებას კიდევ უფრო რეალურს ხდიდა, თუმცა მარტში არონოვსკიმ პროექტი დატოვა პირადი მიზეზების გამო.

ამჟამად კინოსტუდია კვლავ განაგრძობს რეჟისორის ძიებას. სამურავის რეჟისორობაზე განიხილება 8 კანდიდატურა:
• ანტუან ფუკუა (Training Day)
• დაგ ლიმანი (Jumper)
• გარი შორი (commercials director)
• გევინ ო'კონორი (Pride and Glory)
• ჯეიმს მანგოლდი (Knight and Day)
• ხოსე ფადილა (Elite Squad)
• ჯასტინ ლინი (Fast Five)
• მარკ რომანეკი (Never Let Me Go)

ერთი სიტყვით, არონოვსკიმ შემდეგ აქცენტი ექშენის რეჟისორებზე კეთდება. მთავარი კანდიდატურა არის ჯასტინ ლინი, რომლის ფორსაჟმაც წელს კინოგაქირავებაში უკვე ნახევარი მილიარდი აიღო და ჯერჯერობით კარიბის ზღვის მეკობრეების შემდეგ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. გარდა იმისა, რომ "ფორსაჟი ხუთი" კომერციულად მომგებიანი იყო, ის კიონკრიტიკოსების უმეტესობამაც დადებითად შეაფასა, რამაც პროდიუსერებს მაშინვე გადააწყვეტინათ მისთვის არაერთი გაგრძელების გადაღება. ლინის სახელს ასევე უკავშირებენ ტერმინატორის შესაძლო მეხუთე ნაწილს.

საინტერესო კანდიდატურაა ასევე ჯეიმს მანგოლდი, რომლის სარეჟისორო ფილმებს შორისაა "ქეითი & ლეოპოლდი", ჯონი კეშის ბიოპიკი "Walk the Line" და ვესტერნი "3:10 to Yuma". პოტენციურ რეჟისორებს შორისაა დაგ ლიმანი, რომლის საუკეთესო ნამუშევარიცაა ბორნის სერიის პირველი ნაწილი "ბორნის იდენთიფიკაცია". მის ნამუშევრებს შორისაა "მისტერ და მისის სმიტები" (Mr. & Mrs. Smith) და "მხტომელი" (Jumper). ფრანგმა რეჟისორმა ანტუან ფუკუამ 2001 წელს გადაიღო "Training Day", რომელმაც დენზელ ვაშინგტონს ოსკარიც მოუტანა, თუმცა შემდგომ გადაღებული ფილმები "მეფე არტური" და "მსროლელი" (Shooter) ასეთი წარმატებული აღარ ყოფილა. ერთ–ერთი კანდიდატია მარკ რომანეკი, რომელიც ძირითადად მუსიკალური კლიპების რეჟისორია. 2010 წელს კი გადაიღო "არასოდეს გამიშვა" (Never Let Me Go) კირა ნაითლის, ენდრიუ გარფილდისა და კერი მულიგანის მონაწილეობით.

კიდევ ორი, რეკლამების რეჟისორი გარი შორი და გევინ ო'კონორი შედარეით უცნობი სახეებია, თუმცა იმის ფონზე რომ "იქს–ადამიანების წარმოშობა: დედპულის" რეჟისორად იქს–ადამიანების სპეც–ეფექტების ზედამხედველი ტიმ მილერი დაამტკიცეს, მათაც აქვთ რეჟისორის სავარძლის მოპოვების შანსი.

მანამდე კი სანამ სამურავის (The Wolverine) ნახვის საშუალება მოგვეცემა, 23 ივნისს საქართველოში იქს–ადამიანების კიდევ ერთი ნაწილის "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" პრემიერა შედგება.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More