• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

5/16/2011

"იქს–ადამიანები: პირველი კლასი" – პერსონაჟთა ტრეილერები

20th Century Fox-მა "იქს–ადამიანები: პირველი კლასის" ახალი ოფიციალური ტრეილერების გამოქვეყნების შემდეგ, მაისის დასაწყისში ასევე გამოუშვა ოთხი პერსონაჟის ტრეილერი. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმის ტრეილერებში აქამდე აქცენტი გადატანილი იყო ჩარლზსა და ერიკზე, ამიტომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები გამოკვეთილნი არ ყოფილან. ამ კადრებში კი ბევრ ახალს აღმოაჩენთ ბენშის, ჰავოკის, მხეცისა და მისტიკას შესახებ.

ჰავოკი
ალექს სამერსი იგივე ჰავოკი ფლობს პლაზმური ენერგიის წარმოქმნისა და კონტროლის უნარს. კომიქსის მიხედვით ალექსი სკოტ სამერსიის ანუ ციკლოპის ძმაა, თუმცა რადგანაც ამ ფილმში მოქმედება სამოციან წლებში ხდება, ამიტომ სავარაუდოა, რომ ის ციკლოპის მამად უფრო მოგვევლინოს. მისი ბლასტიც ძალიან ჰგავს ციკლოპისას, განსაკუთრებით ფერით. ის საკმაოდ ძლიერია და საშიშიც გარშემომყოფთათვის, რადგან მასაც, როგორც ბევრ სხვა მუტანტს თავიდან უჭირს ძალის კონტროლი. "პირველ კლასში" ახალგაზრდა ჰავოკისთვის მსახიობიც საკმაოდ კარგად არის შერჩეული. ფილმში მას ლუკას თილი განასახიერებს.


მხეცი
დოქტორი ჰენკ მაკკოი იგივე მხეცი ერთ–ერთი გმირია, რომელიც იქს–ადამინების ტრილოგიაშიც ჩანდა. პირველ კლასში მის როლს ნიკოლას ჰოლტი შეასრულებს. მხეცს, როგორც როუგს, არ სურს მუტანტად ყოფნა და ყველანაირად ცდილობს თავის განსაკურნებელ საშუალებას მიაგნოს. ამის მიუხედავად ჰენკი მაინც განიცდის ტრანსფორმაციას და არაჩვეულებრივ ლურჯ არსებად გადაიქცევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იქს–ადამიანებ 2–ში ის ჩანს ტელევიზორში, ერთ–ერთ გადაცემის დროს, ჩვეულებრივი გარეგნობით, მესამე ფილმში – "იქს–ადამიანებ: უკანესკნელ ბრძოლა" ის უკვე სახეშეცვლილია მუტანტია. ასევე ამ ტრეილერიდან ჩანს, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ჯენიფერ ლოურენსის მისტიკასთან.


ბენში
შონ კესიდი იგივე ბენში მუტანტია, რომლის ძალაც მის ხმაშია. ის დაფრინავს ყვირილის საშუალებით, ეს საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ უკეთესად ტრეილერში იხილავთ, თუ რაში იყენებს ბენში ხმის ძლიერ იოგებს. ბენშს მსახიობი ქელებ ლენდრი ჯონსი ასახიერებს. კომიქსისგან განსხვავებით ფილმში ბენშს არ აქვს ირლანდიური აქცენტი. იქს–ადამიანებში ზოგადად შეიმჩნევა ტენდენცია სხვადასხვა ეროვნების გმირების გაამერიკელების, თუნდაც რუსი კოლოსი და პირო რომ გავიხსენოთ ტრილოგიიდან.


მისტიკა
რეივენ დარქჰოლმი იგივე მისტიკა, როგორც ჩარლზ იქსავიერი და ერიკ ლენშერი, ტრილოგიისა და კომიქსის მნიშვნელოვანი გმირია და ამავდროულად ტრილოგიაში უკვე განსახიერებული სხვა მსახიობის მიერ. ოსკარზე ნომინირებულ ჯენიფერ ლოურენს მოუწევს რებეკა რომიჯნის შექმნილი პერსონაჟის ახალგაზრდობის თამაში. ტრეილერიდან ჩანს რომ "პირველ კლასში" ის უფრო აქტიური იქნება, ვიდრე უბრალოდ "მაგნეტოს უტყვი დამხმარე და მისი მცველი". პრიკველში მისტიკა ხშირად იყენებს ჩვეულებრივ გარეგნობას და გარდასახვის უნარის საშუალებით მალავს თავის ლურჯ სხეულს. შესაძლოა გარეგნობის გამოცაა ის საკმაოდ ახლოს მხეცთან.


"იქს–ადამიანები: პირველი კლასი" კინოთეატრებში 2011 წლის 3 ივნისს გამოვა.
ფილმში მონაწილეობენ: ჯეიმს მაკევოი. მაიკლ ფასბენდერი, კევინ ბეიკონი, ჯენიერ ლოურენსი, ჯენუარი ჯონსი, როუზ ბირნი, ნიკოლას ჰოლტი, ჯეისონ ფლემინგი, ზოი კრავითცი, ლუკას თილი, ოლივერ პლეტი, რეი უაიზი, ქელებ ლენდრი ჯონსი და ალექს გონსალესი.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More