• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - რეცენზია

მარველის სუპერგმირის კაპიტანი ამერიკას მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია. არის თუ არა ჯო ჯონსტონის ფილმი შურისმაძიებელთა ფრენჩაიზშის ღირსეული წარმომადგენელი?

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" - ტრეილერი და სურათები

გამოცდილი დეტექტივის ისტორია გრძელდება. ამჯერად ის დიდ მოგზაურობას წამოიწყებს თავის ერთგულ მეგობართან ერთად. თვალი შეავლეთ მათ სახიფათო და სახალისო თავგადასავალს.

"საოცარი ადამიანი–ობობა" - ტრეილერი და სურათები

სუპერგმირის ამბავი ახლიდან იწყება. ახალი სცენარით, რეჟისორით, მსახიობებით. შეაფასეთ რამდენად უკეთესია ენდრიუ გარფილდის ადამიანი-ობობა ტობი მაგუაიერის ამავე გმირზე.

სტივენ სპილბერის "საბრძოლო ცხენი" - პირველი ტრეილერი

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი თამამი გაბრძოლება ოსკარისათვის საბრძოლო დრამით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ბიჭისა და ცხენის საოცარ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

"ბნელი რაინდი: აღზევება" - სამსახიობო გუნდი

კრისტოფერ ნოლანი კრებს სამსახობო გუნდს ბნელი რაინდის ტრილოგიის დასასრულისათვის. ფილმის მუდმივ მსახიობებს „დასაწყისის“ სამი მსახიობიც შეუერთდება.

2/28/2011

ოსკარი 2011 ჩემი გადმოსახედიდან

როგორც იქნა დაიწყო ოსკარის 83–ე დაჯილდოება. (ახლა დილის 5 საათია და ჩემი ყოველი სიტყვა ცერომონიის მიმდინარეობის დროს იწერება)

ენ ჰეთეუეი და ჯეიმზ ფრანკო, ახალგაზრდა მასპინძლები, სცენაზე ჩნდებიან. (როგორც ჩანს ენიმ უკვე მოასწო კაბის გამოცვლა). მათმა შესავალმა ტექსტმა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა, მოკლე იყო, არც თუ ისე სასაცილო, თუმცა "დასაწყისზე" აგებული სიუჟეტი და მათი პატარა ეკსკურსი ფილმებში, ბოლდუინისა და ფრიმენის მონაწილეობით მართლა შესანიშნავი გამოდგა. მშობლებზე და ბებიებზე საუბარი დაასრულეს და ტომ ჰენქსი მოიწვიეს სცენაზე.
ტომ ჰენქსმა გახსნა ოსკარი პირველი ორი ნომინაციით. მხატვრულ გაფორმებაში ჯილდო ტიმ ბარტონის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გადაეცა. ამ ნომინაციაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა მეფის სიტყვა, გამომდინარე იქიდან, რომ XIX-XX საუკუნეზე გადაღებული ფილმები ყოველთვის პრივილეგირებულია, ვფიქრობდი ის მოეგებდა ამ ჯილდოს.

2/26/2011

სათამაშოების ისტორია ჰავაური არდადეგები

წინა წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიქსარი გეგმავდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას სათამაშოების ისტორიის გმირებზე. პირველი მათგანი იქნება ჰავაური არდადეგები. დისნეის ანიმატორის ფლოიდ ნორმანის სიტყვებით მისი სიუჟეტი განვითარდება კენსა და ბარბის გარშემო, რომელთაც ჰავაიში წასვლა სურთ. Entertainment Weekly-მ გამოაქვეყნა ჰავაური არდადეგების პირველი სურათები.

"პრომეთე" - "უცხოს" პრიკველი?

The Daily Mail-ის ცნობით რიდლი სკოტის "პრომეთეს" შეუერთდნენ იდრის ელბა (თორი), შონ ჰარისი (Red Riding) და ქეით დიკი (წითელი გზა), მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ვის ითამაშებენ ისინი. ფილმში უკვე მონაწილეობენ ნუმი რაპასი, შარლიზ ტერონი და მაიკლ ფასბენდერი, რომელიც ანდროიდის როლს შეასრულებს.

რიდლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრომეთე არ იქნება უცხოს პრიკველი, მაგრამ მოქმედება კვლავ იმავე სამყაროში განვითარდება და უცხოს დნმ-თანაც ექნება კავშირი.

ოსკარი 2011 – წინასწარი პროგნოზი

ზუსტად ერთი დღე დარჩა იმ მღელვარების ჩასაცხრომად, რომელსაც ოსკარის ცერემონია ყოველწლიურად იწვევს. იმ დრომდე, სანამ მსოფლიოს მილიონობით ადამიანი სულმოუთქმენლად შეაჩერდება კოდაკის თეატრსა და მის წინ გაფენილ წითელ ხალიჩას, ათასნაირი ვარაუდი გამოითქმება. როგორც პროფისიონალი კინოკრიტიკოსები, ასევე მოყვარული კინოგურმანები ოქროს გლობუსზე, ბაფტასა და კიდევ ბევრ სხვა დაჯილდოებასა და გილდიაზე დაყრდნობით, ასევე მარტივი სტატისტიკის მოშველიებით კინოაკადემიის შესაძლო ფავორიტს ასახელებენ. ამ ლოგიკით 2010 წლის საუკეთესო ფილმი რომელი უნდა იყოს თუ არა ბრიტანეთის კიდევ ერთ მონარქზე გადაღებული ბიოგრაფიული სურათი "მეფის სიტყვა".

ვიგო მოტენსენმა შესაძლოა ითამაშოს ზოდი "ფოლადის ადამიანში"

მას შემდეგ, რაც ჰენრი კავილი ოფიციალურად დაამტკიცეს ზაკ სნაიდერის "სუპერმენი: ფოლადის ადამიანში", ინტერნეტში გავრცელდა მრავალი ჭორი თუ ვინ ითამაშებდნენ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. რამდენიმე თვის წინ სნაიდერმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ გენერალი ზოდი იქნებოდა მთავარი უარყოფითი გმირი სუპერმენის ახალ სერიაში. მიუხედავად ამისა, The Hollywood Reporter-ის ცნობით ვიგო მორტენსენი არის მთავარი კანდიდატი ზოდის როლისათვის ბრძოლაში.

2/23/2011

Transformers: Dark of the Moon - ტრეილერი

ჯერ კიდევ ბევრი ტრანსფორმერების მესამე სერიის ხანგრძლივი ტრეილერის მოლოდინშია. იმ დრომდე კი ნახევარწუთიანი ვიდეოებით მოგვიწევს დაკმაყოფილება. როგორც ცნობილია, მაიკლ ბეის ფილმის დიდ ეკრანებზე 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდება. ფილმის პროდიუსერი კვლავ სტივენ სპილბერგი იქნება. ასევე მესამე სერიაში დაბრუნდება მსახიობთა დიდი ნაწილიც. ფილმში პირადი უთანხმოების გამო აღარ ითამაშებს მეგან ფოქსი, თუმცა რადგანაც ფილმი რობოტებზეა, ის მარტივად ჩაანაცვლეს მოდელით და სემსაც სიყვარულის ახალი ობიექტი მოუძებნეს. ასევე სცენარისტებმა რობერტ ორსმა და ალექს კურცმანმა დატოვეს პროექტი და ახლა სცენარზე მხოლოდ ერებ კრუგერი (მეორე სერიის სცენარისტი) მუშაობს. სურათი საბოლოოდ დასათაურდა, როგორც Transformers: Dark of the Moon. რეჟისორი მაიკლ ბეი ამტკიცებს, რომ ეს ფილმი უკანასკნელი იქნება და ამვდროულად საუკეთესო ტრილოგიაში.

პირველად ფილმის 30 წამიანი ვიდეო აჩვენეს ამერიკული ფეხბურთის თამაშზე (Super Bowl XLV),



ტრანფორმერების უფრო შთამბეჭდავი ვიდეო კი აჩვენეს Daytona 500 დროს. ტრადიციული კადრების გარდა, სადაც სტარსკრიმი ეშვება მიწაზე და სემი გარბის, რომ თავი გადაირჩინოს, ვიდეო ასახავს ოპტიმუს პრაიმის ბრძოლას, ასევე გვთავაზობს დამაინტრიგებელ დეტალებს ბამბლების მექანიზმში. სემის მანქანა ჰიბრიდული მოდელი ხდება. ამავე სახელწოდების ტრანსფორმერების ვიდეო თამაშის (რომელიც, მალე გამოვა) მიხედვით ბამბლებიში შერწყმულია რობოტის იარაღები და ბრძოლის უნარი მანქანის სისწრაფესა და მანევრულობასთან.





დასაწყისი - დასასრულის განმარტება

კრისტოფერ ნოლანის დასაწყისისყველასთვის დამაბნეველი დასასრულის შესახებ ინტერნეტში მრავალი თეორიას გადავაწყდი. რასაკვირველია, მთავარი შეკითხვაა დაუბრუნდა კობი ბავშვებს რეალობაში თუ ის ისევ ოცნებობს. ისევე, როგორც ნოლანის ყველა ფილმმა, დასაწყისმაც ბევრი კითხვა დაუტოვა მაყურებელს პასუხგაუცემელი. ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული კითხვა ისეთთა რიგს განეკუთვნება, რომელზეც ზუსტი პასუხი არავინ იცის, გარდა თავად კრისტოფერ ნოლანმა, როგორც ეს თავად აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მთავარი ის კი არ არის კობი ისევ ოცნებობდა თუ არა ფილმის ბოლოს, არამედ ის ფაქტი, რომ ის ბოლოსდაბოლოს შეეგუა იმ სამყაროს, რომელშიც თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა და ტოტემის ბზრიალს თავი მიანება.

კევინ კოსტნერი შესაძლოა სუპერმენის მამა გახდეს

ზაკ სნაიდერის "სუპერმენში" ჰენრი კავილის მთავარ როლზე დამტკიცების შემდეგ, Deadline-მა გამოაქვეყნა სტატია, რის მიხედვითად Warner Bros. და Legendary Pictures დაინტერესებული არიან ფილმში მოიწვიონ არც მეტი არც ნაკლები კევინ კოსტნერი. Empire-ის ცნობით ოსკაროსანი მსახიობი ჯონათან კენტს, სუპერმენის გამზრდელ მამას ითამაშებს.

ფილმის პროდიუსერები არიან დებორა სნაიდერი, თავად კრისტოფერ ნოლანი, ემა თომასი (კრისის ცოლი), ჩარლზ როვენი. სცენარი ეკუთვნის დევიდ ს. გოიერს. პრემიერის შესაძლო თარიღად სახელდება 2012 წლის დეკემბერი.

2/22/2011

ტომ ჰარდი "ბეინის" შესახებ

პირველი მსახიობი, რომელიც კრისტოფერ ნოლანის მესამე ბეტმენს შეუერთდა იყო ტომ ჰარდი. რამდენიმე თვეში კი Warner Bros.-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რითაც დაადასტურა მისი და ენ ჰეთეუეი პროექტში მონაწილეობდა. ასევე გამნჟღავდა პერსონაჟი, რომელსაც ტომ ჰარდი ითამაშებდა.

ბეინი არის ერთ-ერთი ბეტმენის მტრებს შორის, რომლებიც გამორჩეულები არიან თავისი ზეადამიანური ფიზიკური ძალით. დაახლოებით მარველის ჯიგერნაუტს მოგაგონებთ იქს-ადამიანების მესამე სერიიდან. ცნობილია იმით, რომ კომიქსში "Knightfall" მან ზურგი გადაუმტვრია და კინაღამ მოკლა კიდეც ბეტმენი. პერსონაჟი უკვე გამოჩნდა შუმახერის ფილმში "ბეტმენი და რობინი" (1997). ისევე, როგორც ფილმი, ასევე პერსონაჟი შესრულებითა და ე.წ. წინაპირობით რბილად, რომ ვთქვათ არც თუ ისე კარგი გამოვიდა. სურათში ის შხამიანი სუროს (Poison Ivy) "მუნჯი" მცველია, რომელსაც რობინი და ბეტგერლი დაამარცხებენ და ისევ თავის ადამიანურ სახეს დაუბრუნებენ.


2/21/2011

ოსკარის ლეგო პოსტერები

იმ დრომდე, სანამ საბოლოოდ ცნობილი გახდება, თუ რომელი ფილმი დასახელდება 2010 წლის საუკეთესო ნამუშევრად, ჩვენ შემოგთავაზებთ ყველა ნომინანტი ფილმის ლეგო პოსტერებს.

 ამ სურათზე კი, თქვენ ხედავთ, ყველასათვის კარგად ცნობილ ოქროს კაცუნას, რომელიც ასევე "ლეგოს" საშუალებითაა შექმნილი. მართალია ლეგოს კაცუნასთვის არა, მაგრამ მისი ნამდვილი ანალოგისთვის ბრძოლას კვლავ აგრძელებს შემდეგი ათი ფილმი:
"127 საათი", "ბავშვები კარგად არიან", "დასაწყისი", "ზამთრის ძვალი", "მებრძოლი", "მეფის სიტყვა", "ნამდვილი სიმამაცე", "სათამაშოების ისტორია 3", "სოციალური ქსელი", "შავი გედი".

2/20/2011

"ჰეშერის" პირველი ტრეილერი

Newmarket Films-მა გამოაქვეყნა "ჰეშერის" პირველი ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ნატალი პორტმანი. ფილმი პირველად აჩვენეს სანდენსის კინოფესტივალზე 2010 წელს, რის შემდეგაც კინოკომპანიამ მის დისტრიბუციას მიჰყო ხელი. მას შემდეგ ლევიტმა "დასაწყისში" ითამაშა, პორტმანი კი  წარადგინეს ოსკარზე "შავი გედით" (და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჯილდოს არავის დაუთმობს).

გორდონ-ლევიტი თამაშობს აპათიურ, მარტოსულ პირომანიაკს, რომელიც პატარა ბიჭის, თიჯეის (დევინ ბროშუ) ცხოვრებაში ერავა, მას შემდეგ რაც ის ბებიის სახლში გადადის მამასთან (რეინ უილსონი) ერთად, დედის სიკვდილის შემდეგ. სურათის პრემიერა შედგება წელს, აპრილში.

ხავიერ ბარდემს როლი შესთავაზეს ბონდიანაში

Deadline-ის ცნობით ოსკაროსან მსახიობს ხავიერ ბარდემს შესთავაზეს უარყოფითი გმირის როლი ბონდიანას ახალ ნაწილში. ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერ ბურუსითაა მოცული, თუმცა სავარაუდოდ ის ვითარდება "მოწყალების კვანტუმში" ასახული მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ. დენიელ კრეიგი და ჯუდი დენჩი დაბრუნდებიან შესაბამისად ბონდისა და ემის როლების შესასრულებლად. ბარდემს, რომელსაც წლევანდელ ოსკარზე აქვს მესამე ნომინაცია, ამჯერად ესპანურენოვან ფილმში "Biutiful" შესრულებული როლისთვის, ცოტა ხნის წინ ასევე შესთავაზეს როლი სტივენ კინგის "ბნელი კოშკის" ეკრანიზაციაში, რომელსაც გადაიღებს რეჟისორი რონ ჰოვარდი.

"ბრძოლა: ლოს ანჯელესის" ახალი პოსტერი

Sony-მ გამოაქვეყნა ბრძოლა: ლოს ანჯელესის ახალი პოსტერი. ფილმის რეჟისორია ჯონათან ლიბესმენი და მონაწილეობენ აარონ ეკჰარტი, მიშელ როდრიგესი, რამონ როდრიგესი, ბრიჯეტ მოინაჰანი, ნე-იო და მაიკლ პენია. ფილმი კინოთეატრებში გამოვა 11 მარტს.

ფილმის ოფიციალური სინოპსისი:
წლების განმავლობაში უცხოპლანეტელების თვალთვალის შემთხვევები შეინიშნებოდა მთელ მსოფლიოში – ბუენოს აირესში, სეულში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩინეთში. მაგრამ 2011 წელს ის, რაც მხოლოდ თვალთვალი იყო გადაიქცა საშინელ რეალობად, როცა უცნობი ძალები დედამიწას თავს დაესხნენ. როცა ხალხი უყურებს მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ნგრევას, ლოს ანჯელესი ხდება ბრძოლის უკანასკნელი ადგილი კაცობრიობის გადარჩენისთვის. ახლა ყველაფერი საზღვაო ქვეითთა სერჟანტსა და მის ოცეულზეა დამოკიდებული, რომლებიც უნდა შეებრძოლონ მტერს, რომლის მსგავსსაც არასდროს დაპირისპირებიან.

2/19/2011

"შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში"

დღესდღეისობით გაგრძელები, სათაურებში ციფრების გარეშე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. "ბნელი რაინდი: აღზევებისა" და "საოცარი ადამიანი-ობობის" (თუმცა ის რებუთი უფროა, ვიდრე გაგრძელება) შემდეგ ახლა გამოქვეყნდა გაი რიჩის შერლოკ შოლმსის მეორე ნაწილის სათაური. "შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში" კვლავინდებურად მოგვითხრობს ჰოლმსისა (რობერტ დაუნი უმცროსი) და დოქტორი უოტსონის (ჯუდ ლოუ) შესახებ. წინა ნაწილისგან განსხვავებით რეიჩელ მაკადამსი, რომელიც ირენ ადლერს ასრულებდა, მხოლოდ კამეოთი დაკმაყოფილდება.

"აპოლონ 18"-ის ტრეილერი

Weinstein Company-მ გამოაქვეყნა მათი იდუმალებით მოცული ფილმის, აპოლონ 18-ის ტრეილერი. ფილმი მოგვითხრობს გამოგონილ ისტორიას აპოლონ 18-ის კოსმოსურ მისიაზე. სინამდვილეში უკანასკნელი ხომალდი, რომელმაც მთავარეზე იმუგზაურა იყო აპოლო 17. NASA-მ ფინანსური პრობლემების გამო შეაჩერა მთვარეზე აპოლონ 18-ის, 19-ისა და 20-ის გაგზავნა. სურათი მოგვითხრობს აპოლონ 18-ის მისტიურ მოგზაურობაზე, რის დროსაც ისინი მთვარეზე უცხოპლანეტელებს წააწყდებიან. ცოტა ხნის წინ გავრცელებული სინოპსისის მიხედვით სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც აღარ დავბრუნდით მთვარეზე. ფილმის რეჟისორია გონსალო ლოპეს-გალეგო, ხოლო პროდუსერი ტიმურ ბეკმამბეტოვი.


აპოლონ 18-ის ოფიციალური სინოპსისი:
ოფიციალურად, აპოლონ 17, რომელიც გაუშვეს 1972 წლის 17 დეკემბერს, იყო მთვარეზე გაშვებული უკანასკნელი ხომალდი. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, 1973 წლის დეკემბერში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ორი კოსმონავტი გაუშვეს მთვარეზე საიდუმლო მისიით. რასაც ფილმში ნახავთ არის რეალური კადრები, რომლებიც კოსმონავტებმა გადაიღეს მთვარეზე. მიუხედავად იმისა, რომ NASA არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, სხვები ამბობენ, რომ ესაა ნამდვილი მიზეზი, რატომაც აღარ დავბრუნდით მთვარეზე.
ფილმის გამოსვლა იგეგმება 2011 წლის 22 აპრილისათვის.

"ჰობიტის" გადაღებები მარტში დაიწყება

MGM-ის ფინანსური კრიზისის, დელ ტოროს პროექტიდან წასვლის და პიტერ ჯექსონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად ჰობიტის გადაღებები 21 მარტს დაიწყება. ჰობიტში მოქმედება ხდება ბეჭდების მბრძანებელში აღწერილ მოვლენებზე 60 წლით ადრე და მოგვითხრობს ფროდოს ბიძის, ბილბო ბეგინსის, ჯადოქარი გენდალფისა და ცამეტი გნომის თავგადასავალს. ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებიდან პრიკველში დაბრუნდებიან ელაია ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი), ანდი სერკისი (გოლუმი), ქეით ბლანშეტი (გალადრიელი), ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი) და კრისტოფერ ლი (სარუმანი). ასევე სავარაუდოა იან ჰოლმის და ჰუგო ვივინგის დაბრუნებაც.

მიშელ პფაიფერი და ჰელენა ბონამ კარტერი ტიმ ბარტონის "ბნელ აჩრდილებში"

The Hollywood Reporter გვამცნობს, რომ Warner Bros. მოლაპარაკებას აწარმოებს მიშელ პფაიფერთან და ჰელენა ბონამ კარტერთან ტიმ ბარტონის ბნელ აჩრდილებში (Dark Shadows) მონაწილეობის თაობაზე. ფილმი წარმოადგენს 60-იანი წლების გოთიკური საპნის ოპერის ადაპტაციას. პფაიფერი ითამაშებს ელიზაბეტ კოლინს, ხოლო კარტერი დოქტორ ჯულია ჰოფმანს. ამ უკანასკნელის მონაწილეობაში ეჭვი არავის ეპარება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარტერს მეუღლის, ტიმ ბარტონის არცერთი ფილმი არ გამოუტოვებია 2001 წლიდან დღემდე. საინტერესოა, რომ ბარტონს ბნელი აჩრდილების გადაღებისკენ უბიძგა მისმა დიდი ხნის მეგობარმა ჯონი დეპმა, რომლის ბავშვობის ოცნებაც ბარნაბას კოლინსის განსახიერება ყოფილა.

კიდევ ერთი "ჩემი მშვენიერი ქალბატონი"

ჯერ კიდევ 2008 წელს "Columbia Pictures"-მა გადაწყვიტა ახლებურად წარმოედგინა სამოცდაათიანი წლების პოპულარული ოსკაროსანი მიუზიკლი "ჩემი მშვენიერი ქალბატონი", რომელიც დაფუძნებულია ბროდვეის ამავე სახელწოდების სპექტაკლზე. თავდაპირველად ფილმის რეჟისორად მოიაზრებოდა დენი ბოილი, შემდეგ კი ჯო ვრაიტი. ამ პერიოდში მთავარი გმირის, ელიზას როლზე კირა ნაითლი განიხილებოდა და გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ ორფილმიანი თანამშრომლობის ("სიმაყე და ცრურწმენა" და "მონანიება") შემდეგ მსახიობი და რეჟისორი ამ ფილმს ერთად შეჭიდებოდნენ.

2/18/2011

ჰეილი სტეინფელდი დავიწყებულის ეკრანიზაციაში

ერთი წლის წინ არავინ იცოდა პატარა ნიჭიერი მსახიობის, ჰეილი სტეინფელდის შესახებ. 2010 წელს ის მოგვევლინა ძმები კოენების ვესტერნში "ნამდვილი სიმამაცე", როგორც 14 წლის შეუპოვარი გოგონა. არსაიდან მოსულმა ახალგაზრდა ქალბატონმა მალევე დაიპყრო კინოაკადემიის გული და ოსკარზე ნომინაციაც მოიპოვა. უცნაური არ არის ის ფაქტი, რომ Paramount-მა თავისი აღმოჩენა ხელიდან არ გაუშვა და ახალ პროექტზე მუშაობა შესთავაზა. სტუდიამ ახლახანს შეიძინა კეტ პატრიკის წიგნის, "დავიწყებულის" ეკრანიზაციის უფლებები. სურათის პროდიუსერები იქნებიან ჯოშ შვარცი და სტეფანი სავეიჯი (Fake Empire).

შეინ ბლექი რკინის კაცის რეჟისორის სავარძელზე

2010 წლის დეკემბერში ჯონ ფავრომ "რკინის კაცი 3"-ის გადაღებაზე უარი განაცხადა, რამაც ფანების იმედგაცრუება გამოიწვია. ფავრომ, რომლის პირველი ორი ნამუშევარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, Twitter-ის მეშვეობით გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება პროექტის დატოვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჯონს დიდი წვლილი მიუძღვის ე.წ. "მარველის სამყაროს ფილმების სერიის" შექმნაში, რაც აერთიანებს "რკინის კაცსა" და "წარმოუდგენელ ჰალკს", ასევე "კაპიტანი ამერიკა:პირველი შურისმაძიებელს", "თორსა" და "შურისმაძიებლებს", რომლებიც 2011 და 2012 წლებში გამოვა.

დღეს კი უკვე გამოცხადდა, რომ სურათის მესამე ნაწილს შეინ ბლექი გადაიღებს. მან სახელი გაითქვა, როგორც რიჩარდ დონერის "სასიკვდილო იარაღის" სცენარისტმა. 2005 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი, ფილმით "Kiss Kiss Bang Bang", (შესაძლო თარგმანი - გამჭოლი კოცნა) სადაც მთავარ როლს ასევე ასრულებს რობერტ დაუნი უმცროსი. გამომდინარე იქიდან, რომ შეინი უფრო სცენარისტია, ვიდრე რეჟისორი, ნუ გაგვიკვირდება თუ რკინის კაცის მესამე ისტორიის სცენარს ის შემოგვთავაზებს.

გილერმო დელ ტორო მუშაობს "პინოქიოს" ახალ ვერსიაზე

2006 წელს გილერმო დელ ტორო აპირებდა პინოქიოს ახალი ეკრანიზაციის შექმნას, მაგრამ მის ნაცვლად "ფავნის ლაბირინთი" გადაიღო. ოთხი წლის შემდეგ იგი ძველ პროექტს დაუბრუნდა ამჯერად, როგორც პროდიუსერი. დელ ტორო, The Jim Henson Company და Pathe კინოეკრანზე დააბრუნებს პინოქიოს ე. წ. stop motion (ვერ ვთარგმნე ნორმალურად) ანიმაციას, თან ამჯერად 3D ფორმატში. Deadline გვამცნობს, რომ ახალი ანიმაციური ფილმი დისნეის ვერსიისაგან განსხვავებით ცოტა საშიში იქნება და არ იქნება გათვლილი მხოლოდ ბავშვებისათვის.

"თორის" ახალი ტრეილერი

Yahoo! Movies-მა გამოაქვეყნა თორის ახალი ტრეილერი. თორი გადაღებულია მარველის კომიქსების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სკანდინავიურ მითოლოგიაზე. ტრეილერში ნაჩვენებია ჯერ უნახავი კადრები, რომელიც შეიცავს კოლმ ფეორის მოლაპარაკე ყინულის გიგანტს, ენტონი ჰოპკინსის მებრძოლ ოდინსა და ასგარდის უმშვენიერეს ხედებს.

ფილმის რეჟისორია კენეტ ბრანა და მონაწილეობენ კრის ჰემსვორთი, ნატალი პორტმენი, ენტონი ჰოპკინსი, ტომ ჰიდლსტონი, სტელან სკარსგარდი, კეტ დენინგსი, იდრის ელბა, ჯაიმი ალექსანდერი, რენე რუსო, ჯოშუა დალასი, ტადანობუ ასანო, რეი სტივენსონი და კლარკ გრეგი. ასევე მოსალოდნელია ფილმში ვიხილოთ ჯერემი რენერი (კლინტ ბარტონის როლში) და სემუელ ლ. ჯექსონი, რომლის ცხრა ფილმიან კონტრაქტში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თორიც შედიოდეს. ფილმი ამერიკაში გამოვა 2011 წლის 6 მაისს და იქნება 3D ფორმატში.

შვარცნეგერი კინოს უბრუნდება

შვიდწლიანი შესვენების შემდეგ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი პოლიტიკიდან კვლავ კინოს უბრუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში მას ერგუნა რამდენიმე კამეო, მათ შორის სილვესტერ სტალონეს ფილმში "შეუტოკებელნი", (თარგმანიც ამას ჰქვია) სადაც ის გამოჩნდა სტალონესა და ბრიუს უილისთან ერთად.

თუმცა, კინოგურმანთა საბედნიეროდ არნოლდმა 10 თებერვალს საკუთარ Twitter-ზე დაწერა:
"გასაოცარი ამბავი. ჩემი მეგობრები შვიდი წლის მანძილზე მეკითხებოდნენ, თუ როდის შეეძლოთ სერიოზული შემოთავაზებების განხორციელება. დღეს მათ მწვანე შუქს ვუნთებ."
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ფილმში მოგვევლინები ის პირველად. შესაძლო ვარიანტებს შორისაა "შეუტოკებელნი 2", რომელშიც სავარაუდოდ შედარებით დიდი როლი ექნება და ტერმინატორის მეხუთე სერია, რომელზეც დაინტერესება Universal Pictures-ის მხრიდან გაიზარდა არნოლდის დაბრუნების შემდეგ.

მარიონ კოტიარი ნოლანის ბოლო ბეტმენში?

გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ჭორი, რომ კრისტოფერ ნოლანმა ფრანგ ოსკაროსან ლამაზმანს, მარიონ კოტიარს შესთავაზა როლი ბეტმენის მესამე სერიაში, თუმცა მან უარი თქვა სურათში მონაწილეობის მიღებაზე. ამას დაემატა მისი ფეხმძიმობის ამბავი, რამაც საბოლოოდ გადაუწურათ იმედი მის ფანებს.

ამის მიუხედავად, ფრანგული გამოცემა "Le Figaro" იუწყება, რომ მსახიობი ზაფხულში, ლოს-ანჯელესში შეუერთდება გადაღებებს. "Hollywood Reporter"-ის მიხედვით კოტიარის აგენტებმა დაადასტურეს, რომ ნოლანი მსახიობთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა როლზე ჯერ არ დამტკიცებულა. ამავე წყაროს მიხედვით როლზე ასევე განიხილებიან ქეით უინსლეტი, რეიჩელ უაიზი და ნაომი უოტსი, თუმცა როგორც ჩანს მარიონი ფავორიტია.

აღსანიშნავია, რომ ტომ ჰარდისა და ჯოზეფ გორდონ-ლევიტის (თუ მასაც დაამტკიცებენ.) შემდეგ ის მესამე იქნება დასაწყისის მსახიობებიდან, რომელიც ბეტმენის ტრილოგიას შეუერთდება.

2/17/2011

მერილ სტრიპი "რკინის ლედის" ამპლუაში

ოსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი ამჯერად ბრიტანეთის გავლენიანი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის როლს ირგებს. ფილმის გადაღებები 2011 წლის იანვარში დაიწყო.მის რეჟისორ ფილიდა ლოუს ადრეც უმუშავია მერილ სტრიპთან ერთად. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯიმ ბროდბენტი, რომელიც ბარონ დენის ტეტჩერს ითამაშებს, ენტონი ჰედი, რიჩარდ ი. გრანტი და მაიკლ პენინგტონი. სიუჟეტი ასახავს ფოლკლენდის ომამდე განვითარებულ მოვლენებს.

გადაღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ საპროდიუსორო კომპანიებმა გამოაქვეყნეს რკინის ქალბატონად გარდასახული მერილ სტრიპის ფოტოები. ასევე სამხრეთ ლონდონში გადაღებული სურათები.
ფილმის გამოსვლა დაგეგმილია ამ წლის ბოლოსთვის.

"საოცარი ადამიანი-ობობის" პირველი სურათი

Columbia Pictures-მა გამოაქვეყნა პირველი სურათი ადამიანი-ობობას რებუთიდან, რომელიც უკვე ოფიციალურად დასათაურდა, როგორც "საოცარი ადამიანი-ობობა".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ Columbia Pictures გეგმავდა სემ რეიმის ადამიანი-ობიბისთვის გადაეღო კიდევ ორი გაგრძელება, თუმცა მას შემდეგ რაც რეჟისორმა პროექტი დატოვა, მზადება დაიწყო სერიის რებუთისთვის. სურათის რეჟისორად კი მარკ ვები მოგვევლინა. ივლისში პიტერ პარკერის როლზე ენდრუ გარფილდი დაამტკიცეს, რომელმაც მაყურებელს თავი დაამახსოვრა სოციალურ ქსელში შესრულებული როლით, რისთვისაც ოქროს გლობუსზე ნომინაციაც დაიმსახურა.

სკორსეზე და დიკაპრიო კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ


მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ ყველასთვის ცნობილი ოთხი წარმატებული პროექტის, ავიატორის, ნიუ-იორკის ბანდების, განდგომილისა და შეშლილთა კუნძულის შემდეგ.  (რომელთაგანაც განდგომილი კინოაკადემიამ 2006 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა.) ამჯერად სკორსეზე ჯორდან ბელფორტის წიგნის, "უოლ-სტრიტის მგელის" ეკრანიზაციას მოახდენს.

ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე დაფუძნებული სცენარი დაწერა HBO-ს ოქროს გლობუსის მქონე ტელესერიალის "მიწისქვეშა იმპერიის" შემქმნელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ტერენს უინტერმა. აღსანიშნავია, რომ სერიალის პილოტი სკორსეზემ გადაიღო და ის ასევე მისი პროდიუსერია.

ენ ჰეთეუეი და ტომ ჰარდი "ბნელი რაინდი: აღზევება"-ში

Warner Bros.-მა საბოლოოდ გაამჟღავნა კრისტოფერ ნოლანის ბერმენის მესამე სერიაში ერთ-ერთი ქალი მსახიობის ნინაობა. ფილმში "ბნელი რაინდი: აღზევება" ენ ჰეთეუეი შეასრულებს სელინა კაილის ანუ ქალი-კატას როლს. როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ნოლანი თავისი ფილმისთვის არჩევდა ორ ქალ მსახობს. შესაძლო კანდიდატურებს შორის იყვნენ ენთან ერთად იყვენ რეიჩელ ვაიზი, ნატალი პორტმანი, კირა ნაითლი, ნაომი უოტსი და ევა გრინი. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ მოიპოვონ როლი მეორე პერსონაჟისთვის, რომელიც ალბათ იქნება ტალია ალ-გული, რას ალ-გულის შვილი


თავად კრისტოფერ ნოლანმა ამის შესახებ განაცხადა "მე ვარ გახარებული, რადგან მემოცა საშუალება ვიმუშავო ენ ჰეთეუეისთან ერთად, რომელიც იქნება ჩვენი სამსახიობო ჯგუფის ფანტასტიკური დამატება.

Warner Bros.-მა გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ასევე გამოაცხადა, რომ ტომ ჰარდი განასახიერებს DC კომიქსების პერსონაჟს ბეინს. ტომ ჰარდისთვის "დასაწყისის" შემდეგ ეს მეორე ფილმია, სადაც მას კრისტოფერ ნოლანთან მუშაობა მოუწევს.

გადაღებები დაიწყება აპრილში, ფილმი კი 2012 წლის 20 ივლისს გამოვა. სცენარი უკვე დაწერეს თავად კრის ნოლანმა და მისმა ძმამ ჯონათან ნოლანმა. ფილმის პროდიუსერები კი კრისთან ერთად იქნებიან მისი მეუღლე ემა თომასი და ჩარლზ როვენი.

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More