კრისტოფერ ნოლანის დასაწყისისყველასთვის დამაბნეველი დასასრულის შესახებ ინტერნეტში მრავალი თეორიას გადავაწყდი. რასაკვირველია, მთავარი შეკითხვაა დაუბრუნდა კობი ბავშვებს რეალობაში თუ ის ისევ ოცნებობს. ისევე, როგორც ნოლანის ყველა ფილმმა, დასაწყისმაც ბევრი კითხვა დაუტოვა მაყურებელს პასუხგაუცემელი. ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული კითხვა ისეთთა რიგს განეკუთვნება, რომელზეც ზუსტი პასუხი არავინ იცის, გარდა თავად კრისტოფერ ნოლანმა, როგორც ეს თავად აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მთავარი ის კი არ არის კობი ისევ ოცნებობდა თუ არა ფილმის ბოლოს, არამედ ის ფაქტი, რომ ის ბოლოსდაბოლოს შეეგუა იმ სამყაროს, რომელშიც თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა და ტოტემის ბზრიალს თავი მიანება.
თუმცა მათთვის, ვისაც უფრო კონკრეტული პასუხის გაგება სურთ...:
- მას შემდეგ, რაც კობი და საიტო თვითმფრინავში გამოიღვიძებენ, გუნდის წევრები რატომღაც დუმილს ამჯობინებ და ერთმანეთს უსიტყვოდ შორდებიან, რაც არარეალურობის ეფექტს სძენს მომენტს.
- შემდეგი შეკითხვაა იყო თუ არა საიტო იმდენად გავლენიანი, რომ ერთი ზარით გადაეწყვიტა კობის ყველა პრობლემა თუ ეს მხოლოდ კობის მიერ ლიმბოში შექმნილი მითია. ერთ-ერთი ყველაზე სუსტი არგუმენტია კობის რეალობაში დაბრუნების წინააღმდეგ, რადგან არამგონია კაცს, რომელმაც რამდენიმე საათში მთელი აეროკომპანია შეიძინა, ასეთი "წვრილმანის" მოგვარება გასჭირვებოდა.
- სიზმრებში კობი ატარებს საქორწინო ბეჭედს, რომელიც მას არ უკეთია დასკვნით, აეროპორტის სცენაში. სავსებით დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ კობი მართლაც რეალობაში ცხოვრობს და არა ლომბოში.
- დასასრულში, სახლში დაბრუნებისას კობის ბავშვები იგივე ასაკისები ჩანან და იგივე ტანისამოსიც აცვიათ. არის თუ არა ეს ლიმბოს ვერსიის მტკიცებულება? თუმცა კარგად თუ დააკვირდებით მიუხედავად იმისა, რომ მათი ტანსაცმელი იდენტურია კობის მოგონებების ტანისამოსისა, პატარებს განსხვავებული ფეხსაცმელები იცვიათ. ასევე თუ შეამოწმებთ მსახიობთა სიას IMDb-ზე ნახავთ, რომ ფილიპას და ჯეიმსს ორ-ორი მსახიობი ასრულებს და მათ ასაკებს შორის განსხვავება 2 წელია (20 თვის ჯეიმსს კრისის შვილი, მაგნუს ნოლანი თამაშობს). განსხვავება დასასრულის ბავშვებსა და კობის მოგონებებში აღბეჭდილ შვილებს შორის, იმას მიუთითებს, რომ კობი არა ლიმბოში, არამედ რეალობაშია, რადგან "ძველ მონაცემებს" აღარ ეყრდნობა.
- და ბოლოს, ტოტემი აგრძელებდა ბზრიალს თუ უკვე ტოკვა დაიწყო ფილმის დასასრულისას. ამაზე პასუხის გაგება ალბათ შეუძლებელია და კამათის საორჭოფოა.
ფილმის დასაწყისში, ჩვენ ვხედავთ კობს, რომელიც სასტუმროს ოთახში უყურებს ტოტემს ხელში იარაღ მომარჯვებული. ეს არის ადამიანი, რომელიც მზადაა იმ წამსვე მოიკლას თავი, თუ ეჭვი შეეპარება საკუთარი ადგილსამყოფელის რეალობაში. თუმცა სიტუაცია მკვეთრად იცვლება დასასრულში, როდესაც დომი აღარ აქცევს ტოტემს ყურადღებას, მას უკან იტოვებს და მიკენ გამოქცეული შვილების შესაგებებლად მიემართება. ეს ბედნიერება ქმნის "რეალობას", რომელიც მას სავსებით აკმაყოფილებს.
თავად ნოლნმა Entertainment Weekly-სთან საუბრისას განაცხადა:
მე ეს შეკითხვა დამისვეს მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი ჩემი სხვა ფილმიდან... ყველაზე სასაცილო ჩემთვის ის არის, რომ ეს ხალხი მართლაც ელის, რომ ვუპასუხებ... მე ყოველთვის ასეთი მიმაჩნდა სწორი დასასრული... კადრის მთავარი დანიშნულება – და ის, რისი თქმაც მინდოდა მაყურებლისთვის – ის არის, რომ კობი აღარ უყურებს ტოტემს. ის ახლა უყურებს ბავშვებს. მან ის უკან მოიტოვა. ეს არის ამ კადრის ემოციური დატვირთვა.
0 კომენტარი:
Post a Comment