
თავად კრისტოფერ ნოლანმა ამის შესახებ განაცხადა "მე ვარ გახარებული, რადგან მემოცა საშუალება ვიმუშავო ენ ჰეთეუეისთან ერთად, რომელიც იქნება ჩვენი სამსახიობო ჯგუფის ფანტასტიკური დამატება.”
Warner Bros.-მა გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ასევე გამოაცხადა, რომ ტომ ჰარდი განასახიერებს DC კომიქსების პერსონაჟს ბეინს. ტომ ჰარდისთვის "დასაწყისის" შემდეგ ეს მეორე ფილმია, სადაც მას კრისტოფერ ნოლანთან მუშაობა მოუწევს.
გადაღებები დაიწყება აპრილში, ფილმი კი 2012 წლის 20 ივლისს გამოვა. სცენარი უკვე დაწერეს თავად კრის ნოლანმა და მისმა ძმამ ჯონათან ნოლანმა. ფილმის პროდიუსერები კი კრისთან ერთად იქნებიან მისი მეუღლე ემა თომასი და ჩარლზ როვენი.
0 კომენტარი:
Post a Comment