2006 წელს გილერმო დელ ტორო აპირებდა პინოქიოს ახალი ეკრანიზაციის შექმნას, მაგრამ მის ნაცვლად "ფავნის ლაბირინთი" გადაიღო. ოთხი წლის შემდეგ იგი ძველ პროექტს დაუბრუნდა ამჯერად, როგორც პროდიუსერი. დელ ტორო, The Jim Henson Company და Pathe კინოეკრანზე დააბრუნებს პინოქიოს ე. წ. stop motion (ვერ ვთარგმნე ნორმალურად) ანიმაციას, თან ამჯერად 3D ფორმატში. Deadline გვამცნობს, რომ ახალი ანიმაციური ფილმი დისნეის ვერსიისაგან განსხვავებით ცოტა საშიში იქნება და არ იქნება გათვლილი მხოლოდ ბავშვებისათვის. სურათის რეჟისორები იქნებიან გრის გრიმლი და მარკ გუსტაფსონი (შეუდარებელი მისტერ ფოქსის ანიმატორი). აღსანიშნავია, რომ 2002 წელს გრიმლიმ დაასურათა პინოქიოს ახალი გამოცემა, რომელიც საფუძვლად დაედება ამ პროექტს. სცენარს დაწერენ თვითონ გილერმო დელ ტორო და მეთიუ რობინსი. ფილმის საუნდრეკზე იმუშავებს სცენარისტი/როკ მუსიკოსი ნიკ ქეივი, ხოლო სათამაშოებსა და 3D ეფექტებზე იზრუნებს ბრიტანული კომპანია "Mackinnon & Saunders" (შეუდარებელი მისტერ ფოქსი, ტიმ ბარტონის პატარძლის გვამი). ქვემოთ მოყვანილია ფილმის პერსონაჟების და დეკორაციების სურათები.
0 კომენტარი:
Post a Comment