ჯერ კიდევ 2008 წელს "Columbia Pictures"-მა გადაწყვიტა ახლებურად წარმოედგინა სამოცდაათიანი წლების პოპულარული ოსკაროსანი მიუზიკლი "ჩემი მშვენიერი ქალბატონი", რომელიც დაფუძნებულია ბროდვეის ამავე სახელწოდების სპექტაკლზე. თავდაპირველად ფილმის რეჟისორად მოიაზრებოდა დენი ბოილი, შემდეგ კი ჯო ვრაიტი. ამ პერიოდში მთავარი გმირის, ელიზას როლზე კირა ნაითლი განიხილებოდა და გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ ორფილმიანი თანამშრომლობის ("სიმაყე და ცრურწმენა" და "მონანიება") შემდეგ მსახიობი და რეჟისორი ამ ფილმს ერთად შეჭიდებოდნენ.
თუმცა ჯო ვრაიტმა უარი განაცხადა და ის ჯონ მედენით ("შეყვარებული შექსპირი") ჩაანაცვლეს. მალევე სცენარისტმა, ემა თომპსონმა განაცხადა რომ მთავარ როლს ოსკარზე ნომინირებული კერი მოლიგანი შეასრულებდა.
ბრიტანული გამოცემა "Daily Mail"-ის თანახმად მოლიგანს პარტნიორობას გაუწევს ოსკარზე ორჯერ ნომინირებული (ერთ კვირაში ალბათ აიღებს კიდეც) კოლინ ფერთი, რომელსაც ცოტა ხნის წინ Sony-მ შესთავაზა ფილმში მონაწილეობა.
იმ შემთხვევაში თუ კომპანია ფილმს ე.წ. მწვანე შუქს აუნთებს, გადაღებები წესით მომავალი წლის მაისში უნდა დაიწყოს.
0 კომენტარი:
Post a Comment