ერთი წლის წინ არავინ იცოდა პატარა ნიჭიერი მსახიობის, ჰეილი სტეინფელდის შესახებ. 2010 წელს ის მოგვევლინა ძმები კოენების ვესტერნში "ნამდვილი სიმამაცე", როგორც 14 წლის შეუპოვარი გოგონა. არსაიდან მოსულმა ახალგაზრდა ქალბატონმა მალევე დაიპყრო კინოაკადემიის გული და ოსკარზე ნომინაციაც მოიპოვა. უცნაური არ არის ის ფაქტი, რომ Paramount-მა თავისი აღმოჩენა ხელიდან არ გაუშვა და ახალ პროექტზე მუშაობა შესთავაზა. სტუდიამ ახლახანს შეიძინა კეტ პატრიკის წიგნის, "დავიწყებულის" ეკრანიზაციის უფლებები. სურათის პროდიუსერები იქნებიან ჯოშ შვარცი და სტეფანი სავეიჯი (Fake Empire).
წიგნის გარეკანი |
სტეინფელდი ითამაშებს 16 წლის ლონდონ ლეინს, რომლის მეხსიერებაც იშლება ყველ ღამე 4:33-ზე და შემდეგ დღეს მხოლოდ მომავლის მოვლენების გახსენებას ახერხებს. მას შემდეგ, რაც სკოლაში გაიცნობს ერთ ბიჭს, აღელდება იმის გამო, რომ ეს ბიჭი არ არსებობს მის მომავლის "მოგონებებში".
0 კომენტარი:
Post a Comment