პირველი მსახიობი, რომელიც კრისტოფერ ნოლანის მესამე ბეტმენს შეუერთდა იყო ტომ ჰარდი. რამდენიმე თვეში კი Warner Bros.-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რითაც დაადასტურა მისი და ენ ჰეთეუეი პროექტში მონაწილეობდა. ასევე გამნჟღავდა პერსონაჟი, რომელსაც ტომ ჰარდი ითამაშებდა.
ბეინი არის ერთ-ერთი ბეტმენის მტრებს შორის, რომლებიც გამორჩეულები არიან თავისი ზეადამიანური ფიზიკური ძალით. დაახლოებით მარველის ჯიგერნაუტს მოგაგონებთ იქს-ადამიანების მესამე სერიიდან. ცნობილია იმით, რომ კომიქსში "Knightfall" მან ზურგი გადაუმტვრია და კინაღამ მოკლა კიდეც ბეტმენი. პერსონაჟი უკვე გამოჩნდა შუმახერის ფილმში "ბეტმენი და რობინი" (1997). ისევე, როგორც ფილმი, ასევე პერსონაჟი შესრულებითა და ე.წ. წინაპირობით რბილად, რომ ვთქვათ არც თუ ისე კარგი გამოვიდა. სურათში ის შხამიანი სუროს (Poison Ivy) "მუნჯი" მცველია, რომელსაც რობინი და ბეტგერლი დაამარცხებენ და ისევ თავის ადამიანურ სახეს დაუბრუნებენ.
ბეინი "ბეტმენი და რობინში" |
ტომ ჰარდი ფილმში "ბრონსონი" |
ამასთან, საკმაო წონის მომატება დამჭირდება, გადაღებებს კი მაისში ვიწყებთ. ისევ იმ "ზომას" უნდა დავუბრუნდე [იგულისმება ბრონსონი] და გავხდე 13-ნახევარი ან 14 სტოუნი [დაახ. 88 კგ.]. ახლა ჯერ 12 სტოუნზე ცოტა მეტი ვარ, [დაახ. 76 კგ.] ასე რომ სამი თვე მქვს ამის გასაკეთებლად.
0 კომენტარი:
Post a Comment