• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/11/2011

მაიკლ შენონი ითამაშებს ზოდს "ფოლადის ადამიანში"

Warner Bros. Pictures–მა გამოაცხადა, რომ მაიკლ შენონი გენერალი ზოდის როლს შეასრულებს ზაკ სნაიდერის ახალ სუპერმენში. სნაიდერმა შენონის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
ზოდი სუპერმენის არა მხოლოდ ყველაზე საზარელი მტერია, არამედ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაიკლი კი ბრწყინვალე მსახიობია, რომელსაც შეუძლია წარმოაჩინოს ამ პერსონაჟის როგორც ინტელექტი, ასევე სიავე, რაც მას ამ როლისათვის შესაფერისს ხდის. 
მაიკლ შენონი 2008 წელს ოსკარზე იყო ნომინერებული სემ მენდესის ფილმ "რევოლუციურ გზაში" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის. ბოლო დროს კი ის გამოჩნდა HBO სერიალ "მიწისქვეშა იმპერიაში" და ასევე გელა ბაბლუანის "13–ში" აქამდე გენერალი ზოდი გამოჩნდა რიჩარდ დონერის პირველ ორ სუპერმენში, რომელშიც იგი ტერენს სტემპმა განასახიერა. მთავარ უარყოფით გმირზე ზოდის დამტკიცების შეგმედ მოსალოდნელია, რომ ფილმში ასევე ვიხილავთ მის მოკავშირე კრიპტონელებს, ურსასა და ნონს.

ბოლო მონაცემებით ურსას როლზე განიხელებოდნენ დაიან კრუგერი, როზამუნდ პაიკი და ელის ივი. ფილმში მონაწილეობას ასევე იღებენ ჰენრი კავილი (სუპერმენი/კლარკ კენტი), ემი ადამსი (ლუის ლეინი), დაიან ლეინი (მართა კენტი) და კევინ კოსტნერი (ჯონათან კენტი).
მაიკლ შენონი, ტერენს სტემპი (სუპერმენი II) და გენერალი ზოდი
ფილმის პროდუსერები არიან ჩარლზ როვენი, ემა თომასი, კრისტოფერ ნოლანი და დებორა სნაიდერი, ხოლო სცენარს წერს დევიდ გოიერი, ნოლანისა და თავისივე შექმნილი ისტორიის მიხედვით. ფილმის დასახელება "ფოლადის ადამიანი" იქნება და ის კინოთეატრებში 2012 წლის დეკემბრისათვის გამოვა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More