• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

4/11/2011

მაიმუნების პლანეტის აღზევების პირველი (ხუთ წამიანი) ვიდეო

მაიმუნების პლანეტის აღზევების პირველი ტრეილერი ხუთშაბათს გამოვა, მაგრამ მანამდე Fox-მა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ თუ როგორ გამოიყურებიან მაიმუნები ახალ ფილმში. მაიმუნების პლანეტის წინა ნაწილებიდან განსხვავებით ფილმში მაიმუნები კომპიუტერული ეფექტების მეშვეობით შეიქმნებიან. მართალია ვიდეო ხუთ წამიანი და მასში მხოლოდ თვალების მოძრაობაა, მაგრამ მაინც შეიმჩნევა კომპიუტერული ეფექტების ხარჯზე თუ რამდენად უფრო რეალურად გამოიყურებიან მაიმუნები ტიმ ბარტონის რემეიქთან შედარებითაც კი.


ფილმის რეჟისორი რუპერტ ვიატია, ხოლო სცენარი დაწერეს ამანდა სილვერმა, რიკ ჯაფამ და ჯემი მოსმა. პრიკველში მთავარ გმირს ჯეიმს ფრანკო ასრულებს და ასევე მონაწილეობენ ფრეიდა პინტო, ბრაინ კოქსი და ტომ ფელტონი. ენდი სერკისი კი performance capture-ის მეშვეობით მაიმუნების ლიდერს კეისარს ითამაშებს.

ქვემოთ იხილეთ ფილმის ოფიციალური ლოგო და სინოპსისი.


მაიმუნების პლანეტის აღზევებაში მოქმედება ხდება თანამედროვე სან-ფრანცისკოში და მოგვითხრობს იმ ომის წარმოშობას, რომელმაც დედამიწა მაიმუნების პლანეტად აქცია. სპეცეფექტების ოსკაროსანი გუნდი, რომელმაც გააცოცხლა ავატარისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყარო, იღებს ყველაზე ამბიციურ გამოწვევას და პირველად ქმნის არაადამიან კომპიუტერულ პერსონაჟს, რომელიც გვთავაზობს დრამატულ შესრულებას ნამდვილი ემოციითა და ინტელექტით.

მაიმუნების პლანეტის აღზევება კინოთეატრებში 5 აგვისტოს გამოვა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More