• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

10/11/2011

"შურისმაძიებლები/The Avengers" - ტრეილერი

მარველის ამბიციური პროექტი "შურისმაძიებლები" კულმინაციას უახლოვდება. 2008 წლის შემდეგ ამ კომიქსის გმირებზე სხვადასხვა ფილმები შექმნეს, რომელთაც ერთმანეთთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ. მომალ წელს კი რკინის კაცი, ჰალკი, თორი, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი და ქორისთვალი ერთ ფილმში მოგვევლინებიან. დღეს უკვე შესაძლებელია ფილმის ტრეილერის ხილვა, რომელიც Apple-ის მიერ გავრცელდა.



ტრეილერი ასევე შეგიძლიათ იხილოთ - Apple.com-ზე

პირველი ფილმი შურისმაძიებლების ფრანშაიზიდან, ჯონ ფავროს მიერ გადაღებული "რკინის კაცი", 2008 წელს გამოვიდა დიდ ეკრანებზე. ამავე წელს შედგა ჰალკის პრემიერაც, რომელიც რობერტ დაუნი უმცროსის კამეოს შეიცავდა. ამის შემდეგ რკინის კაცის მეორე ფილმი გამოვიდა, ხოლო მისი მესამე ნაწილი, რომელსაც უკვე შეინ ბლექი გადაიღებს ორი წლის შემდეგ გამოვა კინოთეატრებში. წელს კი ჯერ კენეტ ბრანას "თორი" მოგვევლინა, ხოლო შემდგომ ჯო ჯონსტონის "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი". ამას გარდა მარველმა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოუშვა.


ფილმის რეჟისორი ჯოშ ვედონია. მასში მონაწილეობენ რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ევანსი, კრის ჰემსუორთი, მარკ რუფალო, ჯერემი რენერი, ტომ ჰიდლსტონი, სკარლეტ იოჰანსონი, კლარკ გრეგი და სემუელ ელ. ჯექსონი.

"შურისმაძიებლების" პრემიერა 2012 წლის 4 მაისს შედგება.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More