• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

10/22/2011

გორდონ–ლევიტი ტარანტინოს ჯანგოში

Variety-ის ცნობით "დასაწყისის" ვარსკვლავი ჯოზეფ გორდონ–ლევიტი შეუერთდება კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის "გათავისფლებული ჟანგოს" მსახიობთა გუნდს. თუმცა სანამ ის შეძლებს სპაგეტი ვესტერნში თამაშზე დათანხმებას, მსახიობს მოუწევს მოაგვაროს პრობლემები გადაღებების განრიგთან დაკავშირებით. ახლა ის მონაწილეობს სტივენ სპილბერგის ბიოპიკში აბრაამ ლინკოლნის შესახებ, რომლის გადაღებებიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. ტარანტინო კი იანვარში გეგმავს ჯანგოს გადაღებების დაწყებას ნიუ–ორლეანში.

თუმცა მიუხედავად ამ პრობლემებისა, ლევიტის მონაწილეობა ჯანგოში უკვე თითქმის გადაწყვეტილი საქმეა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა როლი ექნება ლევიტს ფილმში. ის კიდევ ერთხელ ითამაშებს "დასაწყისის" მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად. ტარანტინოს ვესტერნში ასევე მონაწილეობენ ჯეიმი ფოქსი, კრისტოფ ვალცი, სემუელ ლ. ჯექსონი, კურტ რასელი და სხვები.

სურათი კინოთეატრებში 2012 წლის 25 დეკემბერს გამოვა. შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ სინოფსისს:
ჯანგო არის გათავისუფლებული მონა, რომელიც გერმანელი თავებზე მონადირის (ვოლცი) ხელმძღვანელობით თავადაც ამგვარი მონადირე ხდება. მას შემდეგ რაც გერმანელთან ერთად რამდენიმე "ცუდ" ბიჭს მოკლავს შემოსავლის გამო, გერმანელის დახმარებით იპოვის თავის ცოლს და გაათავისუფლებს ბოროტი პლანტატორის მონობიდან.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More