• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/19/2011

"ჰობიტის" გადაღებები მარტში დაიწყება

MGM-ის ფინანსური კრიზისის, დელ ტოროს პროექტიდან წასვლის და პიტერ ჯექსონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად ჰობიტის გადაღებები 21 მარტს დაიწყება. ჰობიტში მოქმედება ხდება ბეჭდების მბრძანებელში აღწერილ მოვლენებზე 60 წლით ადრე და მოგვითხრობს ფროდოს ბიძის, ბილბო ბეგინსის, ჯადოქარი გენდალფისა და ცამეტი გნომის თავგადასავალს. ბეჭდების მბრძანებლის მსახიობებიდან პრიკველში დაბრუნდებიან ელაია ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი), ანდი სერკისი (გოლუმი), ქეით ბლანშეტი (გალადრიელი), ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი) და კრისტოფერ ლი (სარუმანი). ასევე სავარაუდოა იან ჰოლმის და ჰუგო ვივინგის დაბრუნებაც. განძის მაძიებელ ცამეტ გნომს განასახიერებენ რიჩარდ ერმიტეჯი (თორინი), გრეემ მაკტევიში (დვალინი), კენ სტოტი (ბალინი), ეიდენ ტერნერი (კილი), რობ კაზინსკი (ფილი), მარკ ჰედლოუ (დორი), ჯედ ბროფი (ნორი), ადამ ბრაუნი (ორი), ჯონ კალენი (ოინი), პიტერ ჰემბლეტონი (გლოინი), უილიამ კირშერი (ბიფური), ჯეიმს ნესბიტი (ბოფური), სტივენ ჰანტერი (ბომბური), ხოლო მთავარ გმირს ბილბო ბეგინს ითამაშებს ბრიტანელი მსახიობი მარტინ ფრიმენი.

სურათის საუნდრეკის შესაქმნელად დაბრუნდება ჰოვარდ შორი, რომელმაც სამი ოსკარი დაიმსახურა ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიისათვის. ფილმის სცენარზე მუშაობდნენ პიტერ ჯექსონი, ფრენ ვოლში, ფილიპა ბოინსი და გილერმო დელ ტორო.


ჰობიტი ორ ნაწილად გამოვა დიდ ეკრანზე 3D ფორმატში და ფილმების საერთო ბიუჯეტი იქნება $500 მილიონი. პირველი ნაწილის პრემიერა შედგება 2012 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ფილმის ნახვის საშუალება მაყურებელს 2013 წლის დეკემბერში მიეცემა.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More