• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/26/2011

ოსკარი 2011 – წინასწარი პროგნოზი

ზუსტად ერთი დღე დარჩა იმ მღელვარების ჩასაცხრომად, რომელსაც ოსკარის ცერემონია ყოველწლიურად იწვევს. იმ დრომდე, სანამ მსოფლიოს მილიონობით ადამიანი სულმოუთქმენლად შეაჩერდება კოდაკის თეატრსა და მის წინ გაფენილ წითელ ხალიჩას, ათასნაირი ვარაუდი გამოითქმება. როგორც პროფისიონალი კინოკრიტიკოსები, ასევე მოყვარული კინოგურმანები ოქროს გლობუსზე, ბაფტასა და კიდევ ბევრ სხვა დაჯილდოებასა და გილდიაზე დაყრდნობით, ასევე მარტივი სტატისტიკის მოშველიებით კინოაკადემიის შესაძლო ფავორიტს ასახელებენ. ამ ლოგიკით 2010 წლის საუკეთესო ფილმი რომელი უნდა იყოს თუ არა ბრიტანეთის კიდევ ერთ მონარქზე გადაღებული ბიოგრაფიული სურათი "მეფის სიტყვა". ახლა სტატისტიკას მეც მოვიშველიებ და გეტყვით, რომ თუნდაც ბოლო ათწლეულში შვიდმა რეჟისორმა ოსკარი აიღო საუკეთესო ფილმთან ერთად, თუმცა ამჯერად ნუ გაგვიკვირდება რომ, სოციალური ქსელის რეჟისორმა არავის დაუთმოს პატარა ოქროს ქანდაკება, თუნდაც "მეფის სიტყვის" რეჟისორს ტომ ჰუპერს. ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საუკეთესო მსახიობებად კი კოლინ ფერთსა და ნატალი პორტმანს აღიარებენ, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი "მებრძოლის" ორი მსახიობი კრისტიან ბეილი და მელისა ლეო დაჯილდოვდებიან. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რაც შეიძლება გამოცდილი ადამიანები არ უნდა გამოთქვამდნენ ამა თუ იმ აზრს, ვარაუდი მაინც ვარაუდია. ასე რომ არ იყოს მაშინ ყველაფერი იმ დრომდე გვეცოდინებოდა, ვიდრე ახალგაზრდა მსახიობები ჯეიმზ ფრანკო და ენ ჰეთეუეი ოსკარის ცერემონიალს გახსნიან და ჩვენი ინტერესიც უკვე გამქრალი იქნებოდა.
ხმა უკვე მიცემულია, შესაბამისად აკადემიამ დასკვნა უკვე გამოიტანა. ალბათ ყველა შევეცადეთ ჩვენი პირადი სიმპატიები გამოგვეხატა ან დიდი ხნის განსჯის შემდეგ გარკვეული წარმოდგენა შეგვქმნოდა განვითარებულ ფინალზე.

საუკეთესო სურათი
ამ ნომინაციაში ფავორიტი მეფის სიტყვაა, თუმცა არანაკლები შანსი აქვს სოციალურ ქსელსაც. მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ოქროს გლობუსი დაიმსახურა, ის დაწინაურდა სხვა ფილმებთან შედარებით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ოქროს გლობუსსა და ოსკარს ერთდოულად არც თუ ისე ბევრი ფილმი იღებს. რაც შეეხება ''მეფის სიტყვას'' მან მოიგო პროდიუსართა გილდია და ოსკარზე 12 ნომინაციიც გამარჯვებაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. ფავორიტთა რიცხვში არ მოიაზრებიან კოენების ''ნამდვილი სიმამაცე'', ნოლანის ''დასაწყისი'', რასელის ''მებრძოლი'' და სხვა ნომინანტები.


საუკეთესო რეჟისორი
ნომინანტები: დარენ არონოვსკი, დევიდ ო. რასელი, ტომ ჰუპერი, დევიდ ფინჩერი, ჯოელ და ითან კოენები.
ყველაზე მოსალოდნელია იქნება თუ ოსკარს დევიდ ფინჩერი მიიღებს. ის შესანიშნავი რეჟისორია, რომელმაც წელს ოქროს გლობუსი დაიმსახურა, თუმცა მაინც ნუ დავივიწყებთ ტომ ფუპერს, რეჟისორთა გილდიის გამარჯვებულს, რომელიც თავის ფილმთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ნომინანტთა გამოცხადებამდე ფავორიტთა შორის სახელდებოდა კრისტოფერ ნოლანიც, თუმცა ყველასთვის გასაკვირად აკადემიამ მას დასცინა და ნომინაციაც კი არ არგუნა.


საუკეთესო მსახიობი კაცი
ნომინანტები: ხავიერ ბარდემი, ჯეფ ბრიჯესი, ჯესი აიზენბერგი, კოლინ ფერთი, ჯეიმზ ფრანკო.
ერთპიროვნული ფავორიტი კოლინ ფერთია. მან თავისი საუკეთესო მხარე აჩვენა მეფე ჯორჯ VI-ის განსახიერებაში. მისი პრობლემებისა და შინაგანი მხარის გამოხატვისას. ხავიერ ბარდემი ამ კატეგორიაზე ნომინირებულია უცხოენოვან ფილმში შესრულებული როლისთვის. ჯეფ ბრიჯესი კი წინა წელს ჯოლდოს მოპოვების შემდეგ მეორედაა საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა ნუსხაში. 1972 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ ცერემონიის მასპინძელი ასევე ნომინირებულია ოსკარზე. ჯეიმზ ფრანკომდე ეს პატივი მაიკლ კეინს ერგო წილად.

საუკეთესო მსახიობი ქალი
ნომინანტები: ანეტ ბენინგი, ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლოურენსი, ნატალი პორტმანი, მიშელ უილიამსი
ამ ნომინაციაში ბრძოლას ნატალი პორტმანი და ანეტ ბენინგი გამართავან. ნატალი ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის გამარჯვებულია, ამიტომ მისი შანსები ერთი-ორად იზრდება.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More