• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/17/2011

სკორსეზე და დიკაპრიო კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ


მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ ყველასთვის ცნობილი ოთხი წარმატებული პროექტის, ავიატორის, ნიუ-იორკის ბანდების, განდგომილისა და შეშლილთა კუნძულის შემდეგ.  (რომელთაგანაც განდგომილი კინოაკადემიამ 2006 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა.) ამჯერად სკორსეზე ჯორდან ბელფორტის წიგნის, "უოლ-სტრიტის მგელის" ეკრანიზაციას მოახდენს.

ამ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე დაფუძნებული სცენარი დაწერა HBO-ს ოქროს გლობუსის მქონე ტელესერიალის "მიწისქვეშა იმპერიის" შემქმნელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ტერენს უინტერმა. აღსანიშნავია, რომ სერიალის პილოტი სკორსეზემ გადაიღო და ის ასევე მისი პროდიუსერია.



თავდაპირველად ფილმის გადაღებას რიდლი სკოტი გეგმავდა Warner Bros.-ისთვის, რომელშიც ასევე ლეონარდო დიკაპრიოს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა დიკაპრიოს მენეჯერმა შეძლო, რომ დამოუკიდებლად დაეფინანსებინა პროექტი.

ამჟამად სკორსეზე მუშაობს სათავგადასავლო სურათზე - "ჰუგო კაბრე", რომელიც წარმოადგენს ბრაიან სელზნიკის 2007 წლის ბესთსელერის ადაპტაციას. ფილმის გადაღებები დაიწყო 2010 წლის ივნისში და დიდ ეკრანზე 2011 წლის დეკემბერში გამოჩნდება 3D ფორმატში.

უოლ-სტრიტის მგელი იქნება დამოუკიდებელი ფილმი და მისი გადაღებების დაწყების შესაძლო დროდ ამა წლის ივნისი მოიაზრება. ამის მიუხედავად გამორიცხული არ არის, რომ სკორსეზემ ჯერ სხვა პროექტი განახორციელოს, რომელიც ასევე რომანის ეკრანიზაციაა. "სიჩუმე" არის იაპონელი მწერლის შუსაკო ენდოს რომანი, რომელიც მოგვითხრობს XVII საუკუნეში იაპონიაში გაგზავნილ იეზუიტ მისიონერზე.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More