• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

2/28/2011

ოსკარი 2011 ჩემი გადმოსახედიდან

როგორც იქნა დაიწყო ოსკარის 83–ე დაჯილდოება. (ახლა დილის 5 საათია და ჩემი ყოველი სიტყვა ცერომონიის მიმდინარეობის დროს იწერება)

ენ ჰეთეუეი და ჯეიმზ ფრანკო, ახალგაზრდა მასპინძლები, სცენაზე ჩნდებიან. (როგორც ჩანს ენიმ უკვე მოასწო კაბის გამოცვლა). მათმა შესავალმა ტექსტმა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა, მოკლე იყო, არც თუ ისე სასაცილო, თუმცა "დასაწყისზე" აგებული სიუჟეტი და მათი პატარა ეკსკურსი ფილმებში, ბოლდუინისა და ფრიმენის მონაწილეობით მართლა შესანიშნავი გამოდგა. მშობლებზე და ბებიებზე საუბარი დაასრულეს და ტომ ჰენქსი მოიწვიეს სცენაზე.
ტომ ჰენქსმა გახსნა ოსკარი პირველი ორი ნომინაციით. მხატვრულ გაფორმებაში ჯილდო ტიმ ბარტონის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გადაეცა. ამ ნომინაციაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა მეფის სიტყვა, გამომდინარე იქიდან, რომ XIX-XX საუკუნეზე გადაღებული ფილმები ყოველთვის პრივილეგირებულია, ვფიქრობდი ის მოეგებდა ამ ჯილდოს.
ოპერატურა – როგორც იქნა დააფასეს ნოლანის "პირადი" ოპერატორის, ვოლი პფისტერის შრომა და დიდი ლოდინის შემდეგ პირველი ოსკარიც მისცეს. ცოტა მოულოდნელიც კი იყო. ყველა ფავორიტად ''ნამდვილი სიმამაცის'' ოპერატორს მიიჩნევდა. ცერემონია გრძელდება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციით. ოსკარი მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. კირკ დუგლასის არც თუ ისე მოკლე შესავალი გამარჯვებულის გამოცხადებამდე, ჯეიმზისა და ენის წყვილის "ხუმრობებზე" გაცილებით უფრო სასაცილო გამოდგა. ამ კატეგორიაში, როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა მელისა ლეომ. (მებრძოლი) მან არ დაუთმო ჯილდო ჰელენა ბონამ კარტერს, რომელმაც ანალაგიურ ნომინაციაში მოიპოვა ბაფტა.

შემდეგი ნომინაცია (გამომცხადებლები - ტიმბერლეიკი და კუნისი) – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სურათი. არც არავის გაუკვირდება, თუ ამ კატეგორია პიქსარის მოკლე ფილმი დღ და ღამე გაიმარჯვებს, თუმცა ჩემდა გასაკვირად ის გადაეცა the lost thing. მოკლემეტრაჟიანს მოჰყვება სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, სადაც პიქსარის "სათამაშოების ისტორია 3" ერთპიროვნული ფავორიტია. (იმედია აქ მაინც არ შევცდები) თუმცა აღსანიშნავია, რომ ფრანგული ილუზიონისიტიც არანაკლებ შთამბეჭდავია. ამ ნომინაციამ სენსაციის გარეშე ჩაიარა და პიქსარმაც პირველი ჯილდო მოიპოვა. სურათი ასევე წარდგენილია ადაპტირებულ სცენარზე, დღის მთავარ, საუკეთესო სურათის კატეგორიაში და ასევე ორიგინალურ სიმღერაზე..

ხავიერ ბარდემი და ჯოშ ბროლინი წარმოადგენენ შემდეგ ნომინაციას, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. აქ სორკინი ნამდვილად არავის დაუთმობს ოსკარს და ასეც მოხდა, როგორც იყო მოსალოდნელი. სორკინმა სცენარი დაწერა ბენ მეზრიჩის "შემთხვევითი მილიარდელების" მიხედვით. ადაპტირებულს ორიგნალური მოჰყვება, სადაც მე პირადად ნოლანს ვგულშემატკივრობ, შეუძლებელია ეს ადამიანი აქამდე უოსკაროდ დატოვონ, მგონი სირცხვილიცაა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ის ნომინანტ რეჟისორთა სიაშიც არ შეიყვანეს. და ოსკარი გადაეცემა: ( მეფის სიტყვას, დევიდ საიდლერი.) არ გამიკვირდა, უფრო გული დამწყდა, უბრალოდ მეგონა სცენარისტთა გილდიის შედეგები განმეორდებოდა (ადაპტირებული - სორკინი, ორიგინალური - ნოლანი).

ენ ჰეთეუეიმ განაგრძო სიმღერით, ისევე, როგროც ორი წლის წინ ჰიუ ჯეკმენთან ერთად, თუმცა ამჯერად სოლო და არა დუეტი. ენის ახლა მერლინ მონროდ გადაცმული ფრანკო შეუერთდა. :D

შემდეგ ნომინაციას ჰელენ მირენი და რასელი ბრენდი წარმოადგენენ. რასელმა მირენის სიტყვების არასწორი ფრანგული თარგმანის მოახდინა , რასაც მოჰყვა ნომინანტები კატეგორიაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ჯილდო აიღო ფილმმა "უკეთეს სამყაროში". პრინციპში ეს მოულოდნელობაა, იმის ფონზე, რომ ხავიერ ბარდემი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში წარდგენილია უცხოენოვანი ფილმით "ლამაზი". თუმცა ოქროს გლობუსიც ხომ დანიურმა ფილმა აიღო.

ამის შემდეგ რიზ უიზერსპუნი წარადგენს ნომინაციას "საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში". აქ ერთმანეთს კრისტიან ბეილი და ჯეფრი რაში შეეცილებიან ჯილდოსთვის ბრძოლაში, თუმცა წინასწარი ვარაუდებით უპირატესობა მაინც ბეილს ენიჭება, რომელმაც ამ ნომინაციაში ოქროს გლობუსი დაიმსახურა და როგორც ვივარაუდეთ კრისტიანმა მოიპოვა გამარჯვება. ისევე, როგორც მსახიობთა გილდიაზე აქაც ესალმება დიკი ეკლანდს, რომელსაც განასახიერებს ფილმში "მებრძოლი".

ახლა ავსტრალიელი ვარსკვლავები ჰიუ ჯეკმენი და ნიკოლ კიდმენი წარადგენენ საუკნდრეკის კატეგორიას. ნომინანტთა გამოცხადებამდე ვარსკვლავური ომებისა და ET-ის საუნდრეკებიდან კომპოზიციები სრულდება. ყველა ნომინანტს თანაბარი შანსი აქვს და ჩემს სიმპატიებსაც თანაბრად იმსახურებენ. ოსკარი კი გადაეცემა ტრენტ რეზნორსა და ატიკუს როსს (სოციალური ქსელი), ისევე როგორც ოქროს გლობუსი ერთი თვის წინ.

შემდეგი წყვილი, რომელიც ნომინაციას წარადგენს არის სკარლეტ იოჰანსონი და მეთიუ მაკკონაჰიუ – ოსკარი საუკეთესო ხმის შერევისთვის. ჯილდო მიიღეს ლორა ჰირშბერგს, გარი რიცოს და ედ ნოვიკს, რითაც ნოლანის დასაწყისმა თავისი მეორე ოსკარი მოიპოვა. შემდეგი კატეგორიაა ხმის მონტაჟი, სადაც ფავორიტი ასევე დასაწყისია. როგორც მოსალოდნელი იყო ჯილდო რიჩარდ კინგს გადაეცა. (დასაწყისი)

შემდეგი ნომინაციაა "საუკეთესო გრიმი", რომელსაც ქეით ბლანშეტი წარადგენს. ოსკარი გადაეცა ადამიან–მგელს. ეს ფილმის ერთადერთი ნომინაცია იყო. გრიმის შემდეგ ბლაანშეტი კოსტუმების დიზაინს წარადგენს, რომელიც გადაეცა ფილმს "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ისევე როგორც ცერემონიის პირველი ნომინაცია მხატვრული გაფორმებისთვის. ოსკარი მიიღო კოლენ ეთვუდმა.

(შემდეგი ნომინაციაა) ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. კევინ სპეისიმ შესანიშნავად წაუმღერა თავისი ტექსტი და დამსწრე საზოგადოებას გაეცნო, როგორც ჯორჯ ქლუნი. ამას მოჰყვა პირველი სიმღერა "We belong together" რენდი ნიუმენის შესრულებით, სათამაშოების ისტორია 3–იდან. სიმართლე გითხრათ ეს ჩემი ფავორიტია. ამას მოჰყვა "I see the light" კიდევ ერთი ანიმაციური ფილმიდან ჩახლართული.
 ემი ადამსი და ჯეიკ ჯილენჰალი წარადგენენ ნომინანტებს კატეგორიაში ოსკარი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტურ ფილმისთვის, რომელშიც გამარჯვება მოიპივა ფილმმა Strangers no more. დოკუმენტურის შემდეგ კი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული სურათის გამარჯვებული გახდა – God of Love.
ამ ნომინაციას მოჰყვა სიუჟეტი, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფილმების კადრებით შექმნილი მიუზიკლირებული ფრაგმენტები. მათ შორის იყო "ჰარი პოტერი", "სათამაშოების იტორია 3", "სოციალური ქსელი" და "ბინდი".
ტელეწამყვანი ოფრა უიმფი წარადგენს ამჯერად სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს. ამ ნომინაციაში ყველაზე საინტერესოა გასასვლელი სათამაშოების მაღაზიიდან, რომლისც რეჟისორიცაა უცნობი გრაფიტის მხატვარი ბენკსი. ჯილდო კი გადაეცა დოკ. ფილმს"Inside Job", რომელიც მოგვითხრობს ფინანსური კრიზისის შესახებ.
სცენაზე გამოვიდა ბილი კრისტალი, რომელმაც საუკეთესო სურათის ნომინანტების და გამარჯვებულის გამოცხადება "სცადა", ეს რა თქმა უნდა ხუმრობით (ჯერ ადრეა). რასაც მოჰყვა მის მიერ ძველი ცერემონიების გახსენება.


შემდეგ ნომინაციას წარადგენენ რობერტ დაუნი ჯუნიორი და ჯუდ ლოუ, ანუ ჰოლმსი და უოტსონი გაი რიჩის შერლოკ ჰოლმსიდან. ეს არის კატეგორია ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. ჯილდო გადაეცათ კრის კორბოლდის, პოლ ფრანკლინის, ენდრუ ლოკლის და პიტერ ბებისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც დასაწყისზე მუშაობდა. ამის შემდეგ დაუნიმ და ლოუმ გამოაცხადეს გამარჯვებული კატეგორიაში – საუკეთესო მონტაჟი და ოსკარი სოციალურ ქსელს გადასცეს.
ჯენიფერ ჰადსონმა წარადგინა კიდევ ორი სიმღერა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიიდან. "If I Rise" "127 საათიდან" და "Coming Home" "Country Strong"-იდან, რომელის გვინეტ პელტროუმ შეასრულა. ნომინანტები თავად ჰადსონმა გამოაცხადა. ჯილდო რენდი ნიუმენმა დაიმსახურა სათამაშოების ისტორია 3–ისთვის. 

ახლა კი დადგა დრო წინა წელს გარდაცვლილი ხალხის მოგონებისა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კინოს განვითარებაში. სლაიდშოუ მიმდინარეობდა სელინ დიონის სიმღერის ფონზე.


დარჩა მხოლოდ ოთხი მთავარი ნომინაცია. ჰილარი სვონკი და წინა წილის ოსკაროსანი კატრინ ბიგელოუ წარადგენენ ნომინანტებს საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში. და ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა,(ამას არ ველოდი). იმის მიუხედავად, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებას ფინჩერს უწინასწარმეტყველებდნენ, ჯილდო ტომ ჰუპერს გადაეცა, რითაც ფაქტიურად ყველანაირი ეჭვი გაიფანტა იმის შესახებ, მოიგებს თუ არა მეფის სიტყვა ცერემონიის მთავარ ჯილდოს.
სცენაზე შემდეგ გამოდის ანეტ ბენინგი, რომელიც წარადგენს ირვინ ტალბერის სახელობის და საპატიო ოსკარის ჯილდოს გამარჯვებულებს ფრენცის ფორდ კოპოლას, ელი ვოლახს, ჟან–ლუკ გოდარს და დევინ ბროუნლოუს.


ახლა დადგა მთავარი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობის დაჯილდოების, რომელსაც ოსკაროსანი ჯეფ ბრიჯესი წარადგენს. ბრიჯესმა წარადგინა ეს ნომინაცია ასევე ოქროს გლობუსსა, ბაფტასა და მსახიობთა გილდიაზე, სადაც გამარჯვება სამივე შემთხვევაში ნატალი პორტმანმა მოიპოვა. იგივეა მოსალოდნელი დღესაც. და ოსკარი გადაეცემა ნატალი პორტმანის ფილმისთვსის "შავი გედი"(ეს არ გამკვირვებია, ალბათ არც არავის). 
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციას კი წარადგენს ოსკაროსანი სანდრა ბულოკი. ამ კატეგორიაში ერთპიროვნულ ლიდერად მიიჩნევა კოლინ ფერთი, რომელმაც წელს თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო დაიმსახურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ოსკარი გადაეცა ფერთს. რის შემდეგაც მხოლოდ საუკეთესო სურათის გამჟღავნებაღა დარჩა, და სცენაზე გამოდის სტივენ სპილბერგი. ამ ნომინაციაში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ სოციალური ქსელი და მეფის სიტყვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰუპერი გახდა აკადემიის ფავორიტი რეჟისორი, ფაქტიურად გადაწყდა, რომ ეს ტიტული მეფის სიტყვას გადაეცემოდა. ერთად დაველოდოთ.... and the Oscar goes to .... მეფის სიტყვა.
ამით ოსკარის 83-ე დაჯილდოება დამთავრებულია. დამსწრე საზოგადოება ახლა წვეულებაზე გაერთობა, თქვენ კი ვინც თვალს ადევნებდით დაჯილდოებას ნუ დაიზარებთ გამოხატეთ თქვენი აზრი და კომენტარებში დაწერეთ რამ გაგაკვირვათ, რა გაგახარათ, ან უბრალოდ რას ფიქრობთ წლევანდელ ოსკარზე.

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More