• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

8/09/2011

"კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი" - განხილვა

"კაპიტანი ამერიკა" მარველის კომიქსის ეკრანიზაციაა და ამავდროულად "შურისმაძიებლების" კიდევ ერთი და ამადროულად ბოლო წინაპირობა, თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებს არ ჩავთვლით, რომლებსაც სხვა დროს მივუბრუნდებით. თუმცა ზოგადად შურისმაძიებლებს თავი დავანებოთ და მათ პირველ წამომადგენელ კაპიტან ამერიკას დავუბრუნდეთ. ჯო ჯონსტონის ფილმი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა, იმის გამო, რომ სიუჟეტი მთავარი ნაწილი 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება.

ფილმის ისტორია საკმაოდ კლასიკურია. ფიზიკურად სუსტი ბრუკლინელი სტივ როჯერსი (კრის ევანსი) ოცნებობს ომში წავიდეს, თუმცა მას ყოველჯერზე უარს ეუბნენიან. მის მონდომებას და სურვილს, რომ სამშობლოს გამოადგეს სუპერჯარისკაცის შექმნაზე მომუშავე დოქტორი აბრაამ ერსკინი (სტენლი ტუჩი) შეამჩნევს და შანსს მისცემს თავი გამოიჩინოს. მისი და ჰოვარდ სტარკის (დომინიკ კუპერი) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ სტივი სუპერ ძალას მიიღებს და კაპიტანი ამერიკა გახდება. ამავდროულად გერმანიაში მითოლოგიური არტეფაქტებისა და მეცნიერების საშუალებით "ჰიდრას" ხელმძღვანელი იოჰან შმიდტი (ჰუგო ვივინგი) ცდილობს ომში გარდატეხა შეიტანოს და მთელი სამყაროც დაიმორჩილოს.


რაც შეეხება მსახიობებს, ალბათ გასაკვირიც არ არის რომ სტუდია მარველმა რობერტ დაუნი უმცროსისა და კრის ჰემსვორთის შემდეგ კიდევ ერთ, თავის გმირს არაჩვეულებრივად მორგებულ მსახიობს შემოგვთავაზებდა. შეიძლება ითქვას, რომ კრის ევანსმა საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბა. სავსებით არ გამართლა ის შიში, რომ კაპიტანი ამერიკა მის მიერ განსახიერებულ კიდევ ერთ სუპერგმირს ადამიან ჩირაღდანს დაემსგავსებოდა. მსახიობმა გასაოცრად გაითავისა დაჩაგრული და დამცირებული ბიჭის როლი. ამავდროულად შესანიშნავი გამოვიდა დაბალი და გამხდარი სტივ როჯერსი, რომელიც  კომპიუტერული ეფექტებითაა შექმნილი და რომლის გადაღებაც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ფილმში კი ასეთი კადრები დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება.

სცენარისტების სასახელოდ შეიძლება ითქვას, სიუჟეტი საკმაოდ საინტერესო იყო, დასაწყისი, შეიძლება შედარებით ნელა განვითარდა, თუმცა საინტერესოდ, ფილმს არ აკლდა მსუბუქი იუმორი, რომლითაც თავს შეიქცევდი. საბოლოო ჯამში ეს იყო კიდევ ერთი ისტორია, სადაც სიკეთე იმარჯვებს. ისტორია სუსტ ადამიანზე, რომელიც გმირი გახდა არა მხოლოდ სამეცნიერო ექსპერიმენის, არამედ გამბედაობისა და თავდადების შედეგად. ფილმის მთავარ იდეას თვითონ კაპიტანი ამერიკას პიროვნება აყალიბებს.


ფილმი საკმაოდ საინტერესო იყო ვიზუალურადაც. 50-იანი წლების გარემოს თავისი ელფერი შემოჰქონდა. გერმანული იარაღი და ტექნიკა კი უფრო თანამედროვეობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბრძოლები და ზოგადად ექშენი ფილმში საკმაოდ მრავლად იყო. ჯო ჯონსტონმა შეძლო ისინი შესანიშნავად გადაეღო. მოძრავი კამერა და მკვეთრად გამოკვეთილი კადრები განსაკუთრებულ ეფექტს იძლეოდა. რა თქმა უნდა, ერთმა ფილმმა ვერ დაიტია ამერიკელი გმირის მთელი მეორე მსოფლიოს ომინდელი საქმიანობა, თუმცა კიდევ უფრო მეტ ბრძოლებს ალბათ ფილმის გაგრძელებებში ვიხილავთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორისა და მთავარი გმირის გარდა ფილმის შექმნაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დანარჩენ მსახიობებსაც. ჰუგო ვივინგი უკვე გაწაფულია უარყოფითი გმირების კარგად წარმოჩინებაში. მიზანსწრაფული და დაუნდობელი ნაცისტი წითელი თავისქალაც საკმაოდ კარგად მოირგო. სებასტიან სტენი განასახიერა სტივის მეგობარ ჯეიმს "ბაკ" ბარნსს, რომელიც მთავარ გმირს მუდამ გვერდში უდგას, თუმცა ამასთანავე მასში არის ფარული შური სუპერგმირისადმი, რომელიც ოსტატურად იმალება ჩვეულებრივი ჯარისკაცის სახის მიღმა. ჰეილი ეტველი ბრწინავდა წითური ბრიტანელი პეგი კარტერის განსახიერებისას და კარგადაც მოერგო სამხედრო სამსახურში მყოფი მკაცრი და შეუპოვარი ქალი როლს. ფილმში რომანტიკულ გარემოს კრის ევანსისა და ჰეილი ეტველის გმირების ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ომის გამო საკმაოდ ნელა განვითარებული ურთიერთობა.


მეორეხარისხოვან გმირებს უფრო მეტად იუმორი შემოქონდათ ფილმში, თუმცა ამ ასპექტში სტარკების საგვარეულოს ვერავინ შეეცილება. შავი სათვალეებით და ულვაშით დომინიკ კუპერი ტონი სტარკის "არაჩვეულებრივ" მამად მოგვევლინა. ჰოვარდ სტარკი სიუჟეტში ჩაჯდა როგორც სრულფასოვანი მეორეხარისხოვანი გმირი და არა როგორც შურისმაძიებლების ფილმების გასაერთიანებლად შემოყვანილი ზედმეტი პერსონაჟი. იმავე სახის ამპარტავნება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ოდნავ ნაკლები თავხედობა, ნამდვილად დაგარწმუნებდათ, რომ ტონი მისი ღირსეული შვილია.


3D-ის მოყვარულებისთვის კი შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ ყოფილა შესანიშნავი, თუმცა ფილმი 3D-ის გარეშეც კარგი საყურებელია. მართალია ფანტასტიკა ამ ფილმში ყველაზე მეტადაა მორგებული ისტორიას, ასევე უგულველყოფილია გერმანული აქცენტები და გერმანელებიც უბრალოდ ინგლისურად საუბრობენ, თუმცა ეს კომიქსის ეკრანიზაციაა და ასეთ საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, ამიტომ ფილმი საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა. ვისაც ფილმი ჯერაც არ უნახავს შეუძლია თვალი შეავლოს ტრეილერს.


 სპოილერი (არ წაიკითხოთ თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი)

ბოლოს კი "კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებლის" სხვა შურისმაზიებლებთან კავშირზე მოგახსენებთ. იმის გარდა, რომ ჰოვარდ სტარკი რკინის კაცის მამაა, ფილმში ის პოულობს კუბს, რომელმაც წითელი თავისქალას გადაადგილა და თვითონ წყალში ჩავარდა. ეს კუბი ოდინს ეკუთვნის და თორის ტიტრებს შემდგომ სცენაში ჩანს. (იხილეთ თორის რეცენზიის ბოლოს)

ჰოვარდ სტარკის გარდა ფილმის დასაწყისსა და ბოლოში ჩნდება S.H.I.E.L.D.-ის ხელმძღვანელი ნიკ ფიური (სემუელ ელ. ჯექსონი). ის თავის აგენტებთან ერთად 70 წლის განმავლობაში ყინულში მყოფ კაპიტან ამერიკას აღმოაჩენს. ამის შემდეგ თანამედროვე ნიუ-იორკში გამოღვიძებული სტივ როჯერსი პირველად წითურ ქალს შეხვდება, რომელიც ძალიან ჰგავს პეგი კარტერს და რომელიც შილდ–ის აგენტი და პეგის დიშვილი შერონ კარტერია. ამანდა რიგეტი, რომელიც ამ უკანასკნელს განახიერებს უკვე დაამტკიცეს შურისმაძიებლებზე.

ამას გარდა ტიტრებს შემდგომ კადრებში შესაძლებელი ხდება თვალი შევავლოთ ყველა შურისმაძიებელს ერთად, თუმცა თუ როგორც მე, ისე თქვენც კინოთეატრებში ეს კადრები ვერ ნახეთ, რადგან ფილმი დროზე ადრე გათიშეს, მაშინ კამერით გადაღებულ ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ.



(ჯერ ტიტრებს შემდგომი სცენაა, შემდეგ ტაიმ-სკვერის კადრები)

ინტერნეტში ასევე გავრცელდა შურისმაძიებლების მოკლე ოფიციალური ტრეილერი. (იხილეთ ვიდეო)


საბოლოო შეფასება
4/5
თქვენ რას ფიქრობთ "კაპიტან ამერიკაზე"?

http://facebooklogin.ws/2009/12/facebook-login/
მოგვიწონეთ Facebook-ზე

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More