• Blockquote

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Duis non justo nec auge

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

  • Vicaris Vacanti Vestibulum

    Sed dignissim mauris nec velit ultrices id euismod orci iaculis. Aliquam ut justo id massa consectetur pellentesque pharetra ullamcorper...

7/06/2011

ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე / Transformers: Dark of the Moon - განხილვა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კინოთეატრებში შედგა მაიკლ ბეის ტრანსფორმერების ტრილოგიის მესამე ნაწილის, "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარის" პრემიერა. თვითონ შინაარსზე ბევრს არ დავწერ, ფილმში კვლავ გრძელდება ავტობოტებისა და დეცეპტიკონების დაპირისპირება და ამავდროულად ისევ წინა პლანზეა წამოწეული აშშ-ის მთავრობის უნდობლობა ავტობოტების მიმართ. ასე რომ სიუჟეტის განვითარებისამებრ ეს დაპირისპირება უფრო ემსგავსება ბრძოლას ადამიანებსა და რობოტებს შორის. საინტერესო იყო ფილმში დოკუმენტური მასალის გამოყენებაც, რომელზეც აღბეჭდილნი იყვნენ პრეზიდენტი კენედი და ამერიკელი ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი.

რეცენზიის სპეც–ეფექტებით დაწყება შეიძლება მთლად სწორი არ არის, მაგრამ მაიკლ ბეის შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლოვაში რეჟისორმა დაამტკიცა, რომ ამ მხრივ მას ბადალი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს ხშირად აკრიტიკებენ მისი ფილმების სიუჟეტის გამო, თითქმის ყველა თანხმდება, რომ ბეის შემოქმედება ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სასიამოვნოდ სანახავია, მითუმეტეს პირველი ტრანსფორმერების გამოსვლის შემდეგ. "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარის" სპეც–ეფექტები და აფეთქებებიც ნამდვილად არ ჩამორჩებოდა ბეის სტილსა და ოსტატობას.


მეორე სერიის კრახის (არა კომერციული თვალსაზრისით) შემდეგ, როგორც ჩანს ბეიმ რაღაც გაკვეთილები ისწავლა, თუმცა ზოგ ასპექტში სურათი თითქმის ისეთივე საშინელი გამოვიდა, როგორც მისი წინამორბედი. ფილმი თავისუფლად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. ტრანსფორმერების, დიდი რობოტების მხარე არ ჩამოუარდებოდა პირველი სერიის სიუჟეტს. განსაკუთრებით სენტინელ პრაიმთან დაკავშირებული ისტორია იყო ძალიან საინტერესო. ასევე ტრანსფორმერი პერსონაჟები, რომლებიც ისეთი ინტენსივობით არ ჩანდნენ კადრებში, როგორც ეს წინა სერიაში იყო, თუმცა ჩემი აზრით უფრო მოუხდნენ ფილმს. ახლა რაც შეეხება "ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარის" ბნელ მხარეს, რომელიც აერთიანებს მარტივად რომ ვთქვათ ადამიან პერსონაჟებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს. ფილმი აერთიანებს უამრავ უაზრო და უნაყოფო პერსონაჟს: ის აზიელი ტიპი, მალკოვიჩის გმირი, სიმონსი, მისი ჰოლანდიელი, სემის მშობლები და სხვ. ფრენცის მაკდორმანი თამაშობს პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომელიც ფეხებში ებლანდება ტრანსფორმერებს და ამავდროულად აკავშირებს სასიყვარულო წარსული აგენტ სიმონსთან, თუმცა ვერ ვხვდები ეს ისტორია საერთოდ რა ჩასასმლელი იყო ფილმში, მითუმეტეს რომ არც არანაირი განვითარება აქვს. ერთადერთი რაც დამხმარე პერსონაჟებში მომეწონა იყო ის, რომ ბეიმ გადაწყვიტა ფილმის ბოლოსკენ მაინც წინა პლანზე წამოეწია ჯარისკაცები ეპსისა და ლენოქსის მეთაურობით.


ცალკე საკითხია შაია ლაბეფი (სემი) და როზი ჰანტინგტონ-უაითლი (ქერლი). ლაბეფი ნამდვილად არ ყოფილა ცუდი, პირიქით ერთ-ერთი საუკეთესოც კი ფრენჩაიზში. როზისა და მეგან ფოქსის შედარება ცოტა ძნელი თემაა. ჩემი აზრით მეგანი მსახიობი მაინც იყო, სამაგიეროდ როგორც ვიქტორია სეკრეტის მოდელს, ჰანტინგტონს უფრო გრძელი ფეხები აქვს და ბეისაც მეტი რა უნდოდა. ფილმის უკანასკნელ წუთებამდე ის მხოლოდ რეჟისორის შესანიშნავი გემოვნების დემონსტრირებას ახდენდა, ბოლოს კი ისეთი რამ გააკეთა, რომ ფაქტიურად მთელი დედამიწა იხსნა. კიდევ ერთი რამ, რაც მის შესახებ არ მომეწონა იყო ის, რომ სემს ყოველ წუთს ქერლის გადარჩენა უწევდა (ადამიანი-ობობასა და მერი-ჯეინს ჰგავდნენ სემ რეიმის ტრილოგიიდან) და ჩიკაგოშიც არა სამყაროს, არამედ თავისი შეყვარებულის მხსნელად მოგვევლინა.

მოკლედ, რომ ვთქვა "მთვარის ბნელი მხარე" არ ყოფილა ისეთი საშინელი, როგორიც "ფოლენის შურისძიება", თუმცა ვერც პირველი სერიის დონემდე აღწევდა ძირითადად ადამიან პერსონაჟებისა და სიუჟეტის წუნის გამო.



საბოლოო შეფასება
2.5/5
თქვენ რას ფიქრობთ ფილმზე?

0 კომენტარი:

Post a Comment

გაზიარება

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More